საზოგადოება
ზუგდიდელის აქცია ჰანოვერში - საქართველოში Covid-19-ით დაზარალებულთა დასახმარებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი გოჩა ლაგვილავა, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს, პანდემიით დაზარალებული ქართველების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.

ის საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში თანხის ჩასარიცხად, თავისი ხელით მოყვანილი კიტრის და პამიდორის ნერგებს ყიდის.

„ჩემს ბაღში გამოყვანილ ნერგებს ადრე მეგობრებს ვურიგებდი ხოლმე, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იდეა გამიჩნდა, რომ ქართული სათვისტომოს მხარდაჭერით გამეკეთებინა აქცია - ჰანოვერში მცხოვრები ქართველები საქართველოსთვის. საქართველოდან ჩამოტანილი პამიდვრის და კიტრის ნერგებია. აქციის ფარგლებში, თითოს 20 ევროდ ვყიდით. შემოსული თანხა მთლინად გადაირიცხება საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში“, - გვითხრა გოჩა ლაგვილავამ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 50 ნერგი გაიყიდება.

„აქცია გუშინ ღამით დავიწყეთ და უკვე გამოეხმაურნენ. ჰანოვერის უნივერსიტეტის მეცნიერ- მუშაკმა ნინო ციბაძემ უკვე 2000 ლარი ჩარიცხა. ასევე, მაქვს ძალიან ბევრი შეტყობინება, იმ ადამიანებისგან, რომელთაც საქართველოს დასახმარებლად ნერგების შეძენა სურს. ზოგს ერთი ნერგი უნდა, ზოგს 10, აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ ამ ძნელ დროს მხარს ვუჭერთ ერთმანეთს“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

გოჩა ლაგვილავა გერმანიაში მესამე წელია ცხოვრობს. სწავლობს და მუშობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. ის ჰანოვერის ქართულ სათვისტომო სხვადასხვა პროექტში აქტიურადაა ჩართული.

გოჩა იმედოვნებს, რომ ქართული სათვისტომოს დახმარებით უახლოეს დღეებში StopCov-ის ფონდში, სოლიდურ თანხას ჩარიცხავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.