საზოგადოება
ზუგდიდელი ახალგაზრდები მოხუცების და მრავალშვილიანი დედების დასახმარებლად - ქველმოქმედება გრძელდება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ერთიანობის და სოლიდარობის გამოხატვას ყველაზე დიდი უბედურების დამარცხებაც კი შეუძლია, - ამბობენ ზუგდიდელი აქტივისტები მალხაზ ჭკადუა და არჩილ თოდუა.

ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები არიან. პანდემიის გამო სახლში რომ დარჩნენ, გადაწყვიტეს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების გამხნევება და დახმარება.

ერთი კვირის წინ, აქცია წამოიწყეს მარტოხელა პენსიონერების დასახმარებლად, ფეისბუკზე ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეს და თანხით 100-ზე მეტ ოჯახს დაეხმარნენ.

„საზოგადოება ძალიან სოლიდარულია ჩვენი აქციის მიმართ. 120 -ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის უცნობი ადამიანებიც, რაც ერთიანობის და სოლიდარობის შეგრძნებას მიტოვებს. კიდევ ბევრი ჯგუფი მართავს ასეთ აქციებს და ვიცი, რომ მათაც ბევრი შემომწირველი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქიდან. საინტერესოა, რომ არა მარტო ზუგდიდელებმა შემოგვწირეს თანხა, არამედ სხვებმაც“, - ამბობს არჩილი.

აქტივისტების თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა შემოვიდა უცოხეთიდან, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალებისგან.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში. ვიცი, რომ ახლა მათაც არ ულხინთ. მინდა გამოვყო გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედები, რომელთაც შეაგროვეს ამ თანხის ძირითადი ნაწილი და სწორედ მათი წყალობით ვეხმარებით ჩვენ მრავალშვილიან დედებს. ყველა თეთრი, რომელიც გადმორიცხულია ჩვენს ანგარიშზე, მივა ადრესატამდე“, - ამბობს მალხაზი.

აქტივისტები ამბობენ, რომ თანხის შემოწირვა ისევ გრძელდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, პენსიონრების გარდა მრავალშვილიან დედებსაც დაეხმარონ. ამ დროისთვის, 7000 ლარი შეაგროვეს, რითაც 106 ოჯახს გაუწიეს დახმარება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.