საზოგადოების შექმნილ ინდივიდში თუ არ ჯდები, სალაპარაკო ხდები - მარტოხელა დედა [ფოტო]
ზუგდიდის თეატრის მსახიობის, მზეკო ჩარგაზიას ცხოვრება რადიკალურად
შეიცვალა
10 წლის წინ, როცა 33 წლის ასაკში დედა გახდა და მარტოხელა მშობლის
სტატუსი მიენიჭა. ახალგაზრდა ქალი, მისი ცხოვრების ყველაზე კარგი
მოვლენის, შვილის გაჩენის პარალელურად მრავალი გამოწვევის წინაშე
დადგა, - საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის სირთულე, რომლის
გადალახვაც მარტოხელა მშობლებს, განსაკუთრებით კი მარტოხელა დედების
დიდ ნაწილს უწევს საქართველოში.
ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის გამო მის მიმართ საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად და უარყოფითად განეწყო. მისთვის ყველაზე რთული კი, იმის ატანა გახდა, როცა მამამ ამ ნაწილის პოზიცია გაიზიარა და მზეკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა:
„ამის გამო მე ბევრი ტკივილი გადამიტანია. ძალიან დიდი ტკივილი იყო მამაჩემის რეაქცია ამ ყველაფერზე. ესეც საზოგადოების გამო მოხდა, თორემ მამაჩემი ძალიან კეთილი ადამიანი იყო. მამა ისე გარდაიცვალა, რომ ეს პრობლემა ჩვენ შორის არც მოგვარებულა. მამაჩემი სხვა თაობის წარმომადგენელი და სხვა შეხედულებების იყო. მისთვის ეს ყველაფერი [ბავშვის ქორწინების გარეშე გაჩენა] მიუღებელი იყო“, - ამბობს მზეკო, რომელიც მარტოობას და პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას 19 წლის ასაკიდან შეეჩვია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედა გარდაეცვალა.
საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის“ თანახმად, მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და მის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ.

მზეკოს ეს ისტორია არ არის გამონაკლისი, რადგან საქართველოში მარტოხელა მშობლები სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ხშირად აწყდებიან საზოგადოების გულგრილობას.
პირველი ორგანიზაცია, რომელმაც მარტოხელა მშობლების პრობლემებზე საქართველოში კვლევა წარმოადგინა „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდია“. ანგარიში 2017 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ახალი არ მომზადებულა.
როგორც „ლაივპრესთან“ საუბარში ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე სალომე მეზურნიშვილი ამბობს, გარკვეული დადებითი ძვრები მათი კვლევის შემდეგ შეიმჩნევა. თუმცა, სალომე მეზურნიშვილის სიტყვებით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების ცნობიერების საკითხი, რადგან ფიქსირდება სტერეოტიპული აზროვნება და უარყოფითი დამოკიდებულება მარტოხელა მშობლების, განსაკუთრებით, მარტოხელა დედების მიმართ:
„მარტოხელა ქალები არიან ორმაგი სტიგმის მსხვერპლნი. იმიტომ, რომ არის სოციალურდ უარყოფითი იარლიყი მიკერებული, რომ ისინი მარტოხელა დედები არიან, რომ მარტო ზრდიან ბავშვს. საზოგადოება მათ მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და ფიქრობენ, რომ ისინი რეალურად არ მისდევენ ცხოვრების ნორმალურ წესს. ამ ყვლაფრის გამო კი უკვე ბავშვებიც ხდებიან სტიგმის მსხვერპლნი, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მათზე“.
სალომე მეზურნიშვილი იხსენებს კვლევაზე მუშაობის პროცესს, როცა შეხვედრები ჰოქნდათ მარტოხელა მშობლებთან, რომლებიც საზოგადოების გავლენით, ხშირად საკუთარ თავსაც იდანაშაულებენ სტატუსის გამო და ხშირად რცხვენოდათ კიდევაც.

სალომე მეზურნიშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება
ასეთ მაგალითზე საუბრობს მზეკოც. მას დასტურად ზუგდიდში გამართული შეხვედრები მოჰყავს, სადაც ხშირად მარტოხელა მშობლები მისვლას ერიდებოდნენ. ის იხსენებს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ზუგდიდის მერიაში, სადაც ერთადერთი დამსწრე აღმოჩნდა.
„ვიღაცას ამ სტატუსის გამო ერიდება. ეს კომპლექსები არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოება თავად ქმნის ინდივიდებს, თუ შენ ამ ინდივიდში არ ჯდები, მაშინ ვიღაცისთვის სალაპარაკო ხდები. არ ვთვლი, რომ ვიღაცაზე განსხვავებული ვარ. ვარ ძალიან ჩვეულებრივი ქალი, ჩვეულებრივი ოჯახით და პროფესიით“, - ამბობს მზეკო.
რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ მთავარ პრობლემად რჩება მარტოხელა მშობლების სოციალური უზრუნველყოფა. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ გამოკვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს სახელმწიფოში ერთიანი მიდგომა და საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას იდენტური სოციალური დახმარების სისტემის შექმნას დაავალდებულებდა. ამდენად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად წყვეტენ მარტოხელა მშობლების დახმარების საკითხს.
სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ კვლევის შემდეგ დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა და გაიზარდა მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან მარტოხელა მშობლებს, თუმცა დახმარება ჯერ კიდევ მწირია.

მწირი დახმარებით არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტია გამონაკლისი. აქ მარტოხელა დედებს ყოვეთვიურად 50 ლარს აძლევენ. მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში სულ 77 ადამიანი ჰყავთ ამ სტატუსით.
ხელისუფლების მხრიდან დახმარებაზე საუბრისას, სალომე მეზურნიშვილს საუკეთესო მაგალითებად ევროპის და სკანდინავიის ქვეყნები მოჰყავს, სადაც კატეგორიების მიხედვით ეხმარებიან. კერძოდ, ვისაც ფინანსური სჭირდება, ეხმარება ფინანსურად, ვისაც სამართლებრივი, ეხმარება შესაბამისად. არსებობს ასევე, სპეციალური ტრენინგები იმ მარტოხელა მშობლებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა განათლება მიეღოთ.
საქართველოში კი სტატუსის არქონის გამო მიზერულ დახმარებასაც ვერ იღებენ. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდში“ მიაჩნიათ, რომ კანონმდებელმა სტატუსის მიღმა დატოვა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებიც, რომლებსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, მაგრამ დაბადების მოწმობებში ფორმალურად არის დაფიქსირებული მამის მონაცემები, ასევე განქორწინებული ადამიანებიც.
მარტოხელა მშობლის მინიჭების ეს კრიტერიუმები შესაძლოა შეიცალოს, რადგან ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ სარჩელს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონი არ უნდა ქმნიდეს განსხვავებულ პირობებს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. მნიშვნელოვანია, სტატუსის მიმღებ პირთა წრე განისაზღვროს ისე, რომ მასში მოხვდეს ყველა ფაქტობრივი მარტოხელა მშობელი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილს და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
მზეკო ამბობს, რომ ცხოვრების რთულ გზაზე სოციალური პრობლემების არ ეშინია, რადგან ბევრს მუშაობს. თეატრის პარალელურად, როცა საჭირო გახდა დაამუშავა მიწის ნაკვეთი და ბოსტნეული მოიყვანა. მისთვის უფრო ძნელი ასატანი საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება გახდა, თუმცა ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც დამხმარედ არავინ ეიმედება, მაქსიმუმს აკეეთებს და შედეგს აღწევს კიდევაც.
„ჩემი შვილისთვის, მგონია შეუძლებელსაც შევძლებო“, - გვითხრა მზეკომ.