საზოგადოება
ონლაინ სწავლება სვანეთში პანდემიამდეც გვჭირდებოდა - მესტიელი პედაგოგი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
- არავინ გამოდიოდა გარეთ. ყველა სახლში იყო ჩაკეტილი. ასე აღმოვჩნდით უცნაურ სამყაროში.

- ამბობენ, ერთმა ჩინელმა ღამურა მოკლა და შეჭამა. ასე გავრცელდა კორონა.

- კარანტინი მოვიწყვე და ვერთობით.

წერენ მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატებით გაფორმებულ დღიურებში, რომელსაც "უჩვეული კარანტინი" დაარქვეს.

დღიურებში ბავშვები საკუთარ ემოციებზე ყვებიან, შეცვლილი ცხოვრების რუტინაზე. როცა ყველაფერი ჩაივლის, სასიამოვნო სამახსოვროდ დარჩებათო, - გვითხრა  ეკატერინე წულუკიძემ. ის ფარის მცირეკონტიგენტიან სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას უკვე 21 წელია ასწავლის.

ეკატერინე გაკვეთილს დილის 11:00 საათზე იწყებს. იყენებს "მაიკოროსფთ თიმსს" და ცდილობს სასწავლო პროცესი ინტერაქციული და საინტერესო იყოს. ამბობს, რომ აბსოლუტურად უჩვეულო ვითარების პირისპირ დარჩენილს, მუშაობა ყოველდღიურ გამოწვევებთან ბრძოლაში უწევს. - ამასთან, ცდილობს ბავშვებს სახლში დარჩენის პოზიტივიც დაანახოს.

ეკატერინე ამბობს, რომ მაღალმთიან სოფლებში შეცვლილ ყოველდღიურობას ბევრად მოუმზადებლები შეხვდნენ. ერთ-ერთი მიზეზია უწყვეტი ინტერნეტკავშირის არარსებობა, რაც ოჯახებს დამატებით ტვირთად დააწვა. ასევე, არასაკმარისი კომპიუტერები, უარეს შეთხვევაში კი, მის გარეშე.

მასწავლებელი ამბობს, რომ ასეთ მოსწავლეებს სკოლამ ლეპტოპები ათხოვა და ახლა მთავარი საჭიროება ინტერნეტია. ეკატერინეს სიტყვებით, ვისაც კორპორატიული ნომერი აქვს, შედარებით იაფად ყიდულობს ინტერნეტს. მაგრამ რჩებიან ოჯახები, სადაც მხოლოდ 20-თეთრიანი, ძალიან ნელი ინტერნეტი აქვთ:



"ჩვენს სკოლაში სულ 25 მოსწავლეა. მათთან ასე თუ ისე, კომუნიკაციის არხები გამოვნახე. იქ, სადაც ინტერნეტი არ იჭერს, მოსწავლეებს ნაბეჭდ ვერსიებს ვუგზავნი.თუმცა, აქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ხარისხზე და შედეგებზე. ცოტა ზედმეტი იქნება".

ეკატერინე გვეუბნება, რომ დისტანციური სწავლებისთვის პროგრამა გადაახალისა, რადგან შეუძლებლი აღმოჩნდა ზუსტად მიჰყოლოდნენ სახელმძღვანელოს მითითებებს. გადაწყვიტა, გაეუმჯობესებინა ძირითადი მოთხოვნები - ზეპირსიტყვიერების, წერის და კითხვის უნარი. ამიტომაც, საგაკვეთილო პროცესში კლასგარეშე ელემენტებიც შემოიტანა. პროგრამულად კი ისეთ მასალებს არჩევს, რომელიც მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს. ამბობს, რომ ბევრს შრომობს, უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ:

"რამდენიმე ბავშვს დღესაც სახლში ვუგზავნი დავალებებს. ისეთ სოფელში ცხოვრობენ, რომ ინტერნეტი არ იჭერს. მივხვდი, სხვანაირად ისინი განათლების მიღმა რჩებოდნენ. შევადგინე ერთკვირიანი გეგმა. მასწავლებლის ასახსნელი სიტყვაც კი დავუწერე. მივეცი კონკრეტული დავალებები. მივუთითე, რამდენ ხანში უნდა დაემუშავებინათ. შესრულებული დავალებების ფოტოებს, თუ შეძლებენ გამომიგზავნიან. ერთ-ერთისგან ჯერაც არ მიმიღია".

ციფრული გამოწვევები და მოსწავლეთა შეფასება

ეკატერინე წულუკიძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია. ის 2016 წელს ჩაერთო "მასწავლებელთა სახლის" პროექტში, სადაც ევროპული ქვეყნების სკოლებს დაუმეგობრდნენ. დისტანციური მუშაობის გამოცდილებაც დიდწილად ამ პერიოდში მიიღო. შარშან პროექტი "სამასწავლებლო" შეადგინა და ცოდნა კოლეგებსაც გაუზიარა.

მოსწავლეთა შეფასებაზე საუბრისას ეკატერინე ამბობს, რომ ახლა ამაზე აქცენტირება ცოტა ზედმეტია. სტრესულ გარემოში უნდა იფიქროს, ქულები დაიწეროს, თუ შედეგი მიიღოს ისე, რომ ბავშვებმა მოტივაცია არ დაკარგონ - ამ ორ სცენარს დებს ერთმანეთის საპირწონედ.



"თუ ისე მოხდა, რომ მაისში დავბრუნდით, განმსაზღვრელი შეფასება მოესწრება. შესაძლებელია პირველ სემესტრზე დაყრდნობით და ახლანდელ ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურობით პედაგოგმა ქულა გამოიყვანოს. თუმცა, ჩემთვის ვაკეთებ ჩანაწერებს. მაქვს ბავშვების დავალებები და როცა დრო დადგება, შეიძლება ქულა დავწეროთ. ამ ეტაპზე მხოლოდ განმავითარებელი შეფასებებით შემოვიფარგლები", - გვითხრა ეკატერინე წულუკიძემ.

"სემესტრი არ უნდა ჩავარდეს"

"ემოციურად ძალიან უჭირთ და სულ აქვთ კითხვა, მასწ, რომ დავბრუნდებით სკოლაში, ისევ ამ კლასში ვიქნებით? -ახლა ყველაზე მეტად ეს აინტერესებთ ბავშვებს. პედაგოგი იზიარებს სამინისტროს პოზიციას, რომ სემესტრი უნდა შედგეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი რიგი პრობლემები გაჩნდება, მოსწავლის ინტერესები კი არ უნდა დაზიანდეს. ამასთან, არც პირველი სემესტრის ნაშრომი დაიკარგოს. თუმცა, მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტელესკოლის პროექტი ერთადერთ მექანიზმად არ მიაჩნია. ყველაზე მთავარი პირობა, განმარტავს, რომ მოსწავლეთა ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

მართალია დიდი გამოწვევის პირისპირ ფაქტობრივად მოუმზადებლები აღმოჩნდენ, თუმცა ამ მცირე დროშიც კი ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა, მომავლისთვის გაანალიზდა, რა უკეთ სჯობდა, ამბობს ეკატერინე.

მისივე სიტყვებით, პანდემია ერთადერთი მიზეზი არ არის, თუ რატომ სჭირდებათ მოსწავლეს და მასწავლებელს ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა თანაბრად. მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის მესტიაში, დიდთოვლობისას, ბავშვების ნაწილი ხშირად რამდენიმე კვირით სასწავლო პროცესის მიღმა რჩება. სწორედ ეს აფიქრებინებს, რომ მნიშვნელოვანია, სამინისტრო დაეხმაროს თითოულ სკოლას, მათ შორის ტექნიკური ბაზითაც. კერძოდ, შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტურად. 

"დღეს კი, ყოველი გაკვეთილი იწყება იმით, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ უბრალოდ ვეჩვევით ახალ რეალობას. მალე არ იქნება ბავშვებისთვის ასეთი უცხო დისტანციური სწავლება. ეს გამოცდილება მერეც გამოადგებათ", - ამბობს პედაგოგი.

საქართველოს კომინიკაციების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში ინტერნეტის დაფარვის მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დაბალია - 9,23%.

ახალი კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გადაიდო. ჯერჯერობით 21 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აკრძალულია სამზე მეტი პირის შეკრება. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობა. დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები და ჩაიკეტა ოთხი დიდი ქალაქი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.