საზოგადოება
ექსპერიმენტების მოყვარული ფერმერი ხურჩიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები ჯამბულ ეხვაია წლებია სოფლის მეურნეობით არის გატაცებული და საკუთარ ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურა მოჰყავს. მათ შორის ბიო ტექნოლოგიით. კენკრა და ბოსტნეული გაახარა როგორც სასათბურე მეურნეობაში, ისე ღია გრუნტზე. აქვს ბიო თხილი და ცდილობს დააკალმოს საქართველოში იშვიათ სახეობის მცენარეებიც. ეს უკვე წარმატებით შეძლო იაპონური ჯიშის კამელიისა და ფინიკის პალმის შემთხვევაში.

240 კვადრატული მეტრის სასათბურე მეურნეობაში, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ზრდა-ს დახმარებით გააშენა, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები უნდა მოეყვანა. შეკვეთილი ჰონდა დეკორატიული მცენარეები უკრაინისა და პოლონეთის მაღაზიებიდან, თუმცა პანდემიის გამო გეგმები გადაედო. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმი არ დაუკარგავს და თვლის, რომ მეტი ყურადღება ახლა ბოსტნებულს უნდა დაუთმოს: „სოფელს ახლა საკვებით მომარაგება უფრო სჭირდება“, - ამბობს 70 წლის ფერმერი.

მართალია პანდემიის შედეგებმა აზარალა, მაგრამ ახარებს ახალგაზრდების სოფელში დაბრუნება. ჯამბულ ეხვაიას წარმატებული მეურნეობით შთაგონებულმა ზოგიერთმა მათგანმა მიწათმოქმედებას თავადაც მიჰყო ხელი. წელს ჯამბულ ეხვაიამ დაახლოებით 300-300 ცალი სტაფილოს, კიტრის და პომიდვრის ჩითილი გამოიყვანა. მალე მათი ნაწილი სათბურიდან ღია გრუნტზე გადაინაცვლებს. ამბობს, რომ ბოსტნეულს სარეალიზაციოდ ბაზარში არ გაიტანს - ახლა სოფელს დახმარება სჭირდება და ადგილზე მინიმალურ ფასად გაყიდის:

„ვფიქრობ, წელს სოფელში უფრო იქნება საჭირო ეს საკვები პროდუქტები და ადგილზე მოვახდენ მის რეალიზაციას. არ მინდა ვინმემ სხვანირად იფიქროს, მაგრამ მინდა ასეთ დროს რაღაც ჩემი წვლილიც შევიტანო. მინდა მინიმალურ ფასად გავყიდო ეს პროდუქტი და ჩემს სოფელს დავეხმარო. ისეთი ფასი იქნება, მეც რომ არ დავზარალდე და მცირედი რამის ყიდვა შევძლო. სოფელში მოთხოვნა უკვე გაიზარდა ჩითილებზე, მაგრამ მე არ მაქვს იმ რაოდენობით, რომ დავარიგო. გული მწყდება ამაზე. კარგი იქნებოდა მქონოდა და სოფელში გამენაწილებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ძალიან სწრაფად და მოულოდნელად ჩაიკეტა ყველაფერი“, - ამბობს ჯამბულ ეხვაია.

ფერმერს 2000 კვ.მ ნაკვეთზე იტალიური ჯიშის თხილი - ჯიფონი აქვს მოშენებული, რომელიც თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემით არის უზრუნველყოფილი. გასულ წელს თხილის ნერგებზე მაღალი მოთხოვნა იყო და დაახლოებით 300 ძირი გაყიდა. წელს ეს პროცესიც შეფერხდა.

ფერმერს გასული წლებისგან განსხვავებით მარწყვი სარეალიზაციოდ არ მოუყვანია, მხოლოდ საძირედ მოიტოვა, ოჯახში სამყოფი 250 ცალი. სათბურში ადგილს ყვავილებისთვის ინახავდა. ფიქრობს, ბიო მარწყვის მოყვანას დიდი შრომა სჭირდება, რადგან სპეციალური დანამატების გარეშეა და მალფუჭებადია. რეალიზაციაც შესაბამისად სწრაფად უნდა მოხდეს. საოკუპაციო ხაზიდან რემდენიმე მეტრში მცხოვრები ფერმერი იხსენებს, რომ მისი პროდუქტი რამდენიმე დღეში იყიდებოდა, როცა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელი ფუნქციონირებდა. ოკუპირებული გალის სოფელ ნაბაკევიდან, რომელსაც ხურჩისგან პატარა ღელე ჰყოფს, მოქალაქეები მოდიოდნენ და მარწყვს აქტიურად ყიდულობდნენ. 2017 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს ე.წ. გადასასვლელი ჩაკეტა. მას შემდეგ ფერმერი პროდუქტს ზუგდიდის ბაზარში ყიდდა.

თვლის, რომ მის ასაკში გაცილებით კომფორტული მცენარეებთან მუშაობა იქნება. ამიტომაც ყვავილების ბიზნესის წამოწყებას გეგმავს, მთავარია პანდემიამ მალე გადაიაროს. მანამდე ის ექსპერიმენტებს აგრძელებს. უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაუგროვდა მცენარეების დაკალმებაშიც.

„მოვიყვანე კამელიის იშვიათი ჯიში „ჯაპანი“. მას ძალინ დიდი ყვავილები აქვს. ზომაში იქნება დაახლოებით 8-10 სმ. იანვარში უკვე აყვავებულია და ძალიან დიდი ხანი ყვავილობს. საკმაო რთული მოსაყვნია. მისი ნერგი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მოვიტანე და შევიმუშავე გამრავლების მეთოდებიც. დაკალმების გზით მივიღე მისი ნერგებიც. ახლაც დაკალმებული მაქვს 500 ცალი და ჯერჯერობით კარგი პირი უჩანს“, - ამბობს ჯამბულ ეხვაია, რომელსაც ბოსტნეულის პარალელურად ბიო თხილიც მოჰყავს.

ეს ყველაფერი არ არის. ჯამბულ ეხვაიამ ხურჩაში ფინიკის პალმაც გაახარა და მოსავალიც მიიღო. ფერმერი ამ ექსპერიმენტის წარმატებამ განსაკუთრებით გაახარა და მეტი სტიმული მისცა. ამბობს, რომ ფინიკის ნაყოფისგან ოჯახში ჩირი, ჯემი და კომპოტი დაამზადეს. მოეწონათ მეზობლებსაც.

თვლის, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ ძლიერ სოფლის მეურნეობაზე გადის და, რომ მნიშვნელოვანია, თუ სარეალიზაციოდ არა, ყელა ოჯახმა მინიმუმ მისთვის სამყოფი მოსავალი მაინც მოიყვანოს.

ვიდეო-ფოტო "ლაივპრესს" ჯამბულ ეხვაიამ მიაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის
იმედადაა.
17:06 / 26.03.2021
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე
დღეს, 
14:31 / 24.03.2021
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, 
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.