საზოგადოება
მიუსაფარი ძაღლები პანდემიისას და თავშესაფრის მშენებლობის დაპირება დაუსრულებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა ადამიანები სახლებიდან მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის გადიოდნენ, მიუსაფარი ძაღლები სრულიად მარტონი და მშივრები დარჩნენ. მართალია, საკვების მოპოვება მათთვის იოლი არც არასდროს ყოფილა, თუმცა კაფე-რესტორნების და აგრარული ბაზრის დახურვამ, ისინი პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირა.

ცხოველთა მოყვარული ნონა ნაჭყებია ცოტა ხნის წინ, მეძუძური, ქუჩაში დარჩენილი ძაღლისგან დაბრუნდა, რომელიც 11 ლეკვს ზრდის. აქედან შვიდი მისია, დანარჩენი კი მოქალაქემ ქუჩაში დაყრილები იპოვა და მიუყვანა. მეძუძურმა დედამ ისინი მიიღო. ნონამ შვილთან ერთად სახლი მოუწყო და ახლა ყოველ დღე აკითხავს და აპურებს.

ნონას ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა არცერთი წამით არ შეუწყვეტია. ხშირად საკვები ჩანთით დააქვს, ან შემხვედრ მაღაზიასთან ჩერდება რაიმეს საყიდლად. გვერდს ისე ვერ ავუვლიო, - მითხრა. უკვე 60-მდე ლეკვი და კნუტი გააჩუქა. ზოგი ბათუმში, ზოგიც ქუთაისში ან თბილისში.

ნონა შვილთან ერთად ფეისბუკზე ცხოველთა დამცველ ჯგუფებშია გაწევრიანებული, სადაც ინფორმაციის გაცვლის პარარელურად, მათ დასახმარებლად გეგმებს სახავენ.

ასე მოხდა პანდემიის პირობებშიც. ჯგუფის წევრებმა გარკვეულ თანხას მოუყარეს თავი. ემიგრანტებიც დაეხმარნენ და საკვები შეიძინეს. ზოგიერთები ამ წამოწყებას ამრეზით შეხვდნენ, ადამიანებს ასე უჭირთ და რა დროს ცხოველებიაო, - მიყვება ცხოველების მოყვარული.

"იფიქრეს, რომ ამაში ჩვენ ვინმე კოლოსალურ თანხას გვიხდის. გული დამწყდა. რატომ არ შეიძლება სიკეთე უანგაროდ გააკეთო", - განმარტა ნონა ნაჭყებიამ.

ზუგდიდელი გვანცა ციმინტიაც უკვე წლებია ქუჩის ძაღლებზე ზრუნავს და მათ სახლში იფარებს. თუმცა ერთეული ადამიანების ძალისხმევა საერთო სურათს ვერ ცვლის. მართალია, ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, ადამიანები უფრო აქტიურად გამოვიდნენ ქუჩებში, რაც ძაღლებს გაუადვილებთ საკვების მოპოვებას, მაგრამ გვანცას თქმით, საკმარისად არავინ იცნობს პანდემიის ბუნებას, რომ დარწმუნებით თქვას - ის ისევ აღარ იფეთქებს:

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის კუთხით ცოტა უკეთესობაა, საშიშროება მაინც არის, თავიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. მთავარია ადამიანებმა ადამიანობა გამოვიჩინოთ. არ დაგვავიწყდეს მათი არსებობა. როგორც შეგვეძლება, ყველამ მივაწოდოთ საკვები".

გვანცას მსგავსად, ზუგდიდელ დავით ლოგუასაც მიაჩნია, რომ კორონავირუსმა ადამიანებთან ერთად, მიუსაფარი ცხოველები არანაკლებ აზარალა. მოაკლდათ მზრუნველი ხელი, რადგან ვინც პანდემიამდე ახერხებდა როგორღაც მათ დაპურებას, ახლა უსამსახურობის პირობებში, ერთადერთი საზრუნავიოჯახის ყოველდღიური გამოკვება გახდა:

"პანდემიამ ერთის მხრივ სახლებში გამოგვკეტა, მეორეს მხრივ კი შეიქმნა ეკონომიკური პრობლემა. ძალიან ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ზრუნავდნენ მიუსაფარ ძაღლებზე, თუმცა მათი საზრუნავი ახლა სხვა გახდა - პირადი ცხოვრება".


"ვისაც არ ეზარება, ყველა დაუსრულებლად გვპირდება"

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში არაერთგზის დაანონსდა. დავით ლოგუას უკვე სათვალავიც აერია. ამბობს, რომ დაპირებები დაპირებად დარჩა და არც იმის იმედი აქვს, რომ მუნიციპალიტეტი რაიმე სასიკეთოს მოიმოქმედებს.

დავითის თქმით, ერთის მხრივ, თავშესაფრის მოწყობით ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავალი გაჩნდება და ის მეზობელი მუნიციპალიტეტების მომსახურებასაც შეძლებს, ამას გარდა კი, იქნება ჰუმანური აქტიც თვითმმართველობისგან.

რეგიონის მუნიციპალიტეტები დღეს ქუთაისის და ოზურგეთის თავშესაფრებით სარგებლობენ, სადაც, დავით ლოგუას სიტყვებით, ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებენ. ახალმა თავშესაფარმა უკეთესი სერვისი უნდა შესთავაზოს მომხმარებელს:

"არიან ძაღლები, რომლებიც მოსახლეობას უქმნიან საფრთხეს. დილის და საღამოს საათებში ძნელია ქალაქში გავლა. ამ პრობლემის მოგვარებას თვითმმართველობა როგორ ახეხებს? ახერხებს ხისტი გზით".

მანამ, ვიდრე ზუგდიდში თავშესაფარი აშენდება, დავით ლოგუამ მიუსაფარ ცხოველებს საკუთარი სახსრებით ორი სახლი დაუდგა და უკეთესი გარემო შეუქმნა, თუმცა ერთი მოიპარეს. მეუბნება, რომ მსგავსი არამოქალაქეობრივი აქტი, მოტივაციას ბევრ ენთუზიასტს უკარგავს.

თავშესაფრის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს გვანცაც. ამბობს, რომ წლებია ცხოველთა მოყვარულები და უფლებადამცველები ხელისუფლებისგან ითხოვენ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ თვითმმართველობა დაპირებებს ვერ გაცდა.

"ძაღლების კლებაა ბოლო პერიოდში ქალაქში და როგორც გავიგე, ისინი გაყავთ ქალაქიდან. სანამ მოვიკვლევთ საკითხს, იმედია ძაღლები ჰუმანურად გაყავთ და ეპყრობიან ჰუმანურად".

დათოს და გვანცას ეთანხმება ნონაც, თუმცა განმარტავს, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველისთვის თავშესაფარი ერთადერთი გამოსავალი ვერ იქნება. ის სახელმწიფოსთან ერთად, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. იმაზე, რომ ადამიანებმა ნაცვლად იმისა, ლეკვები ქუჩაში დაყარონ, დედა ძაღლების სტერილიზაციას უნდა მიმართონ.

"მე ასე წარმომიგენია - ყოფილიყო თავშესაფარი, დიდი თუ არ იქნეოდა, ექნებოდა კლინიკა, სადაც გაკეთდებოდა სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია. მაგრამ პირველ რიგში მეპატრონეებს, ვისაც ჰყავთ ძუ და შეიძლება წელიწადში ათი ლეკვი ეყოლოთ, ყველას ვერ გააჩუქებს, თუ არ არის ჯიშიანი ძაღლი. ამიტომაც ტოვებენ გარეთ და მრავლდებიან. რამდენსაც დასვამ, იმდენს თავშესაფარი ვერ მიიღებს. კარგი იქნება კანონი შემოვიდეს, თუ შენ ცხოველს და მის ლეკვებს არ მოუვლი, სტერილიზაცია უნდა გაუკეთო საკუთარ ძაღლს", - ამბობს ნონა ნაჭყებია.

როდის დაიწყება თავშესაფრის მშენებლობა

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შარშან ცხოველთა თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმებოდა, თუმცა ამ დაპირებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც უცნობია, როდის დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში დღეს "ლაივპრესს" უთხრეს, რომ თავშესაფრის პროექტირება დასრულებულია.

"პროექტი გვაქვს. მიმდინარეობს დონორთან მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით. როგორც კი დონორი დამტკიცდება და წყარო გვეცოდინება, რომელი დონორი აფინანსებს, შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს", - განმარტეს ფონდში.

შეკითხვაზე, - რატომ დაგვიანდა მშენებლობის დაწყება, გვითხრეს, რომ - ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ და ზეპირად ვერ გასცემენ.

თავშესაფრის აშენების დაპირების ქრონოლოგია

ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში, ზუგდიდის საკრებულომ დაიწყო საუბარი თავშესაფრის მშენებლობის აუცილებლობაზე. წარმომადგენლობითი ორგანოს მაშინდელი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებდა, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, ქალაქში წლის ბოლოს უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენებულიყო.

მიუხედავად ამისა, მერის, ირაკლი გოგოხიას თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ ახერხებდა მშენებლობისთვის საჭირო თანხის გამოყოფას.

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მუხედავად, თავშესაფრის მშენებლობის ხარჯი ზუგდიდის მერიამ არც 2016 წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. უფრო მეტიც, საკრებულომ მერაბ ქვარაიას თავმჯდომარეობით ზუგდიდის ბიუჯეტი მაინც დაამტკიცა.

2018 წელს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკითხი ისევ აქტუალური გახადეს. მაშინ ზუგდიდის მერიაში განმარტეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობის ხარჯს ვერ გასწევდა. თუმცა, მოქალაქეებმა ამავე წლის ნოემბერში, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში თავშესაფრების მოწყობას დაიწყებდნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
15:07 / 24.09.2020
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ
ერთეულები ახერხებენ.
17:10 / 19.09.2020
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
12:35 / 17.09.2020
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის
სიცოცხლისუნარიანობაზე
10:55 / 15.09.2020
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.