საზოგადოება
რომ არ ყოფილიყო პანდემია, ახლაც ყვითელი ავტობუსებით გამოგვიყვანდნენ - აქტივისტი
FaceBook Twitter
E-mail Print
17 მაისი საქართველოში ონლაინ დემონსტრაციით - ერთად გადავრჩებით! აღნიშნეს.
დემონსტრაციაში მონაწილეობდა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა. მან რეგიონში მცხოვრებ ქვიარ ადამიანების პრობლემებზე ისაუბრა.

აქტივისტის თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები პატარა ქალაქში მეტ სირთულეებს აწყდებიან.

„ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ უფრო ძნელია ლგბტ თემისთვის, რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ გეები არ არსებობენ სამეგრელოში, ახლა მინიმუმ ის მაინც გაიგეს, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობენ, თან მათ მეზობლად. თუმცა პატარა ქალაქში ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, არ არსებობს სივრცე, სადაც, ადამინებს შეუიძლიათ მეგობრების გარემოცვაში იყვნენ. თბილისში რაღაც ასეთი სივრცეები არსებობს, აქ კი 24 საათის უწევთ ჰეტეროსექსუალის როლი მოირგონ. იმის გამო, რომ თემის წევრებს არ უნდათ ჩვენთან ასოცირება ხშირად მათ როცა ტესტებს ვუღებთ აივ -ინფექციაზე, ჩვენი თანამშორმლები იძულებულები არიან ეს მალულად გააკეთონ“, - ამბობს აქტივისტი.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ მათ ხშირად არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საჯარო უწყებებში სიძულვილის ენის ესაუბრებიან.

მისივე შეფასებით,ბევრი არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, როცა ისინი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციიდან პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გამოიყვანა.

„რომ არ ყოფილიყო პანდემია, იგივე მოხდებოდა, იგივე გაწევ-გამოწევა იქნებოდა და ყვითელი ავტობუსებით მოგვიწევდა სახლში დაბრუნება იმიტომ, რომ დღესაც ვნახეთ რელიგური რიტუალები ქუჩებში. პანდემიის დროს, რომ ამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს, წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მდგომარეობის დროს, რამდენი ადამიანი გავიდოდა მეორე მხარეს“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

ჰომოფობიის, გარშემომყოფების აგრესიის და მუქარების გამო, აქტივისტი ემზო კვარაცხელია 2 წლის წინ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

ის ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისს ხელმძღვანელობდა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის მოთხოვნით, სხვადასხვა აქტივობებს ატარებდა, თუმცა არჩევანი არ ჰქონდა. რომ გადარჩენილიყო, საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ბელგიაში თავშესაფარი მიიღო.

ემზო გმირებს უწოდებს იმ აქტივისტებს, ვინ ახლა საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს იცავს.

„აქტივისტები, ვინც ახლა საქართველოში არიან, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიცოცხლის ფასად გამოდიან და ჩემი უფლებებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან, ისინი ცოცხალი გმირები არიან. მე და ჩემმა ბევრმა მეგობარმა ვერ შევძელით იქ ბრძოლის გაგრძელება და წამოვედით, რომ გადავრჩენილიყავით, ამიტომ ისინი ჩემთვის გმირები არიან“, - ამბობს ემზო კვარაცხელია.

ის გვიყვება, რომ პანდემიის გამო პრაიდი ბელგიაშიც გადაიდო, თუმცა ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად, ყველგან ცისარტყელას დროშებია გამოფენილი.

„30 წელი გავიდა, ამ დღის აღნიშვნიდან და პრაიდიც ალბათ მასშტაბურად ჩატარდებოდა, რომ არა პანდემია. ვირუსის გამო პრაიდის კვირეული და სხვა ღონისძიებები გადაიდო. თუმცა ყველგან, სახელმწიფო უწყებების შენობის წინ სოლიდარობის ნიშნად გამოფენილია ცისარტყელას დროშა. ამ ფორმით ქვიარ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფო, რომ ის მათ გვერდითაა“, - ამბობს აქტივისტი.

17 მაისი, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან 120-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1990 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.