პანდემია და ზუგდიდის სკოლების ბოლო ზარი [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
თარიღს უჩვეულოდ შეხვდნენ მოზარდები და მასწავლებლებიც. პანდემიამ
შეცვალა წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციებიც.
მე-12 კლასელების დიდი ნაწილის პერანგები წელს წარწერების და სახალისო ნახატების გარეშე დარჩა. არ დარეკილა სკოლების უმრავლესობაში სიმბოლური ბოლო ზარი. ონლაინ ჩატარდა ბოლო გაკვეთილიც. არ უტირიათ მოზარდებს და არ ჩახუტებიან ერთმანეთს სკოლის ეზოდან მოსწავლის სტატუსით უკანასკნელად გასვლისას. თუმცა იყო მოულოდნელი საჩუქრები მასწავლებლებისგან და ახალი გამოცდილება - მოხალისეობა პანდემიისას.

ფოტოზე: რომეო მალაზონია
მე-12 კლასელების ნაწილი დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აქციებში ჩაერთო მოხალისეობრივად. ერთ-ერთი მათგანია აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რომეო მალაზონია. ის წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე გახდა და ბოლო ზარიც სასურსათო პროდუქტების მოქალაქეებისთვის განაწილებაში გაატარა. მის თეთრ პერანგზეც წარწერები სხვა მოხალისეებმა გააკეთეს, თუმცა ამბობს, რომ კლასელებისთვის ადგილი მოიტოვა. დარწმუნებულია, მალე ისიც შეივსება.
თანატოლებს ბევრი გეგმა ჰქონდათ. რომეო ამბობს, რომ ხშირად წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა სკოლაში გატარებული ბოლო დღე და გამოსამშვიდობებელი წვეულება, სადაც ყველა სხვა ამპლუაში წარსდგებოდა. რომეოს და მის კლასელებს გული დაწყდათ, თუმცა რეალობას მალევე მოერგნენ. ახალი იდეა გაჩნდა, რომელიც დღეს ეამაყებათ:
„კლასელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თანხა, რაც დაგვჭირდებოდა ბოლო ზარზე, ან ბანკეტზე, შევაგროვოთ და დავეხმაროთ მოხუცებს და ხანდზმულებს. არის კიდევ იდეები, რომ მოხუცთა ან ბავშვთა დღის ცენტრს გადავცეთ, ან ავირჩიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახი. ახლა ამას განვიხილავთ. ამ ყველაფრის მიმართ ისეთივე ემოციით ვართ განწყობილი, როგორიც გვქონდა ბოლო ზარის მიმართ და მე ეს მეამაყება“, - გვიყვება რომეო მალაზონია.

ფოტოზე: ლიზი შამუგია
პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი შამუგია ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ ბოლო ზარზე წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისედ იმუშავებდა და პანდემიისას დაზარალებულ მოსახლეობას სურსათს დაურიგებდა. ახარებს, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ასე საინტერესოდ და უჩვეულოდ შეხვდა.
ლიზი ამბობს, რომ ბოლო ზარის ერთ-ერთი ცუდი ტრადიციაა ქუჩებში მანქანებით სეირნობა. ამიტომაც უხარია, რომ ეს „რბოლა“ გაცდა:

ლიზი შამუგიას პერანგი
„გარკვეულწილად გული დამწყდა, რომ შესაძლებლობა არ გვქვს კლასელები შევიკრიბოთ და ეს თარიღი ავღნიშნოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ლამაზი აქსესუარებით და სამოსით შედიხარ ბანკეტზე და ყველა შენ გიყურებს, მაგრამ ეს გრძნობა ახლოსაც ვერ მივა იმ გრძნობასთან, რაც წითელ ჯვარში განვიცადე ჩემს ბოლო ზარზე, როცა უამრავი ადამიანის გახარებულ თვალებს ვუყურებდი“, - გვითხრა ლიზი შამუგიამ. მის პერანგზეც ჯერჯერობით მხოლოდ წითელი ჯვრის თანამშრომლების ჩანაწერებია.
ბოლო ზარის აღნიშვნა სექტემბრამდე გადადეს აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. დღეს ბოლო გაკვეთილიც ონლაინ ჩაუტარდათ. სკოლის კურსდამთავრებული კოჩა ჩანგელია გვიყვება, რომ ახლა მთავარია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, სხვა ყველაფერი მოგვარდება.
„შეიძლება ბევრისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს ბოლო ზარი, მაგრამ ჩემთვის პირადად ის ასოცირდება ახალი ცხოვრების დაწყებასთან. ეს არის ახალი ნაბიჯი უცხო გარემოში. ჩემი აზრით, ახალი ცხოვრების დაწყება რთულია, თუ ძველს არ დაასრულებ და არ ჩაკეტავ. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სექტემბერში ჩავატაროთ ეს ღონისძიება და ფსიქოლოგიურად მშვიდად ვიგრძნობთ თავს, როცა დავხურავთ იმ ძველ გვერდს, რომელიც 12 წელს ითვლის“, - უყვება „ლაივპრესს“ კოჩა ჩანგელია.

ფოტოზე: კოჩა ჩანგელია
პანდემიამ მოსწავლეებთან ერთად მთლიანად შეცვალა მასწავლებელების ცხოვრებაც. ისინი ცდილობენ ახალ რეალობას მოერგონ და მოზარდებს სწავლისადმი ინტერესი არ დაუკარგონ. ბოლო ზარიც გაუხალისონ. ფეისბუკზე დღეს სკოლის დირექტორებისა თუ პედაგოგების არაერთ ვიდეომიმართვას ნახავდით. ამ მხრივ განსაკუთრებული აღმოჩნდა ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლა.
მოსწავლეებს მოულოდნელი დღესასწაული მოუწყო ბოლო გაკვეთილზე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნონა დარასელიამ. დღეს მასწავლებელი კლასში მარტო იყო, თუმცა მოსწავლეების მერხებზე საჩუქრები გადაანაწილა - გოგოებს ვარდების, ბიჭებს მათივე ფოტოების გამოსახულებით შეფუთული შოკოლადების თაიგულები დაუდო. მოგვიანებით კი საჩუქრები თოთოეულ მათგანს ტაქსით გაუგზავნა.
მოზარდებმა ონლაინ გაკვეთილზე ცრემლები ვერ შეიკავეს. ვინაიდან კლასში 27 მოსწავლეა და გაკვეთილს ყველა დაესწრო, მასწავლებელს ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, 3 ჯგუფად გაყოფილ კლასში 3-ჯერ მოუწია ჩართვა. დაიღალა, მაგრამ მოსწავლეებისთვის ასეთი ემოციის მინიჭებით თვითონაც ბედნიერია:
„ზოგადად, ყოველ წელს მეთორმეტე კლასელების ბოლო გაკვეთილი ვცდილობ, რომ განსაკუთრებული იყოს. ეს იცოდნენ და მეწუწუნებოდნენ: მას, ჩვენთვის არაფერი არ არისო? ამაზე წუხდნენ. მე არ ვეუბნებოდი, მინდოდა მოულოდნელი ყოფილიყო. ყველა გავაფრთხილე, რომ ბოლო გაკვეთილი იქნებოდა ჩვეულებისამებრ, ცხრილის მიხედვით. გაკვეთილიც, ზუსტად როგორც ჰქონდათ, პირველის ნახევარზე დავიწყე. როცა დამთავრდა, ზარი დავარეკინე. ზარის ხმა, რომ გაიგეს, ტირილი დაიწყეს. ცრემლები ვერ შეიკავეს. გაკვეთილის მსვლელობისასაც იმდენი ცრემლი იყო, მეც ვკანკალებდი. გადმომედო მათი ემოცია“, - გვიყვება ნონა დარასელია. სკოლის დირექტორი მანან მებონია კი დასძენს, რომ ყველა ხარჯი, რაც საჩუქრებს და მათ სახლებში განაწილებას დასჭირდა, მასწავლებელმა თავად გაიღო.
ბოლო ზარმა უჩვეულო ემოციებით ჩაიარა. აბიტურიენტებს წინ უკვე ახალი გამოწვევები ელით - ეროვნული გამოცდები უსაფრთხოების ზომების დაცვით, რომლის თარიღიც ჯერ დაზუსტებული არ არის.