საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღის პირველი ზეიმი ზუგდიდში [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად ჩატარდა. დღესასწაულში მონაწილეთა რიცხვი 15 ათასამდე იყო. წინა დღეებში გამუდმებით წვიმდა, 26 მაისს კი მშვენიერი დარი დადგა. თითქოს ბუნებაც ხელს უწყობდა ხალხის ზეიმს და აუარებელ ხალხმა სადღესასწაულოთ მორთულმა დროშებით და სიმღერებით დილიდან იწყო დენა სოფლებიდან. ქალაქი ამ დროს წარმტაც სურათს წარმოადგენდა. ის სულ ერთიანად იმალებოდა ეროვნული დროშებით აფერადებულ გირლიანდებში. დილის 10 საათზე ხალხმა თავი მოიყარა ყოფილ სამეგრელოს მთავრის სასახლის წინ. აქ ერობის თავმდჯომარე ლეო შენგელაიამ განუმარტა ხალხს დღის მნიშვნელობა და სიდიადე. აღტაცებულმა ხალხმა ვაშას ძახილით და სიმღერით უპასუხა მას“, - წერდა 1919 წლის 26 მაისზე გაზეთი „ერთობა“.

ეს იყო დამოუკიდებლობის დღის პირველი საზეიმო აღნიშვნა ზუგდიდში, რადგან ისტორიული ცნობების მიხედვით, ზუგდიდში ბოლშევიკებმა საკმაოდ დიდ ხანს შეინარჩუნეს ძალაუფლება.

„ინფორმაცია დამოუკიდებლობის შესახებ ზუგდიდმა მიიღო ერთი კვირის შემდეგ. ამ დროს ზუგდიდის მაზრაში ვითარებას აკონტროლებდნენ რამდენიმე ასეული კაცისგან შემდგარი ბოლშევიკური რაზმები, რომელთაც აკაკი ოჩიგავა ხელმძღვანელობდა. ეს რაზმი საკმაოდ მძლავრ წინააღმდეგობას უწევდა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას და რომელიც სექტემბრამდე ზუგდიდის მაზრაში ხელისუფლებას ვერ აკონტროლებდა. იყო ძლიერი შეტაკებები ბოლშევიკებსა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, ნარაზენში მოხდა მდინარე ჭანისწყალთან, სადაც ბოლშევიკებმა წარმატებას მიაღწიეს. ასევე, ბოლშევიკები თავს დაესხნენ ზუგდიდის ციხეს“, - გვიამბო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

მისივე თქმით, ბოლშევიკებს ზუგდიდში ე.წ. ნარაზენის საბჭოთა რესპუბლიკა ჩამოუყალიბებიათ.

„მათ წინააღმდეგობას უწევდა 100 კაციანი რაზმი ნიკო ანთელავას ხელმძღვანელობით. საბოლოო ჯამში დიდი მობილიზება გახდა საჭირო. მათ დაეხმარა ეროვნული გვარდია. ასევე გერმანული სამხედრო შენაერთი და საბოლოოო ჯამში ამ ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და საბოლოოდ ზუგდიდი სექტემბერში ბოლშევიკებისგან გაათავისუფლეს. დახვრიტეს აჯანყებულთა მეთაური აკაკი ოჩიგავა“, - ამბობს არჩილ თოდუა.

სწორედ ბოლშევიკების წინააღმდეგობის გამო, დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდმა 1 წლის დაგვიანებით იზეიმა.

„რა კარგია! ასეთი დღე ბევრი ხანია არ გვინახავს. ასე რა ხანია ჩვენ ბედშავებს არ გვიმხიარულებია. სიყმაწვილე გაგვახსენდა. ამ ხალხში აქა იქ იტყოდნენ თვალებგაბრწყინებულ, მომცინარე მოხუცებულები. სიმღერა და ხმაურობა შუაღამემდე გაისმოდა მთელს ქალაქში“, - წერდა „ერთობა“ 1919 წლის 5 ივნისს.

გაზეთ „ერთობას“ ფოტოები ისტორიკოსმა ბესიკ არახამიამ მოგვაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
15:07 / 24.09.2020
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ
ერთეულები ახერხებენ.
17:10 / 19.09.2020
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
12:35 / 17.09.2020
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის
სიცოცხლისუნარიანობაზე
10:55 / 15.09.2020
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.