საზოგადოება
3 თვიანი აკრძალვის შემდეგ, გალელები საკუთარ სახლებში ბრუნდებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს გადაკვეთა ე.წ. საზღვარი, რომელიც 3 თვეა ჩაკეტილია. რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთის მთავრობამ, პანდემიის გამო მარტში ჩაკეტილი ენგურის ხიდის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად გახსნა - გალელებს შეუძლიათ აფხაზეთის მიმართულებით გამგზავრება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფებს კი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კვლავ არ ატარებენ.

შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნისთანავე ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებსაც რამდენიმე თვეა არ უნახავთ ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი 3 თვის წინ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში სხვადასხვა სერვისის მისაღებად იყვნენ გადმოსული, თუმცა უკან დაბრუნება ვერ შეძლეს.

დღეს სოხუმის განცხადება ნაწილობრივ გამართლდა - მოქალაქეებს „საზღვრის“ კვეთის უფლება მისცეს, თუმცა მათთვის, როგორც დაანონსებული იყო, არ მოუთხოვიათ კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის ცნობა. გალში მიმავალმა მგზავრებმა ენგურის ხიდზე განაცხადეს, რომ ექიმები პირველად სამედიცინო გამოკვლევებს ადგილზე ატარებენ და მოქალაქეებს როგორც მანამდე, აფხაზურ პასპორტს, ან ბინადრობის დროებით მოწმობას სთხოვენ.

მგზავრების დიდმა ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა, თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ გახარებული არიან საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობით:

„მეუღლე იყო ავად და აქ მყავდა სამკურნალოდ. შემდეგ ამ გზების ჩაკეტვამ მოგვისწრო და სამი თვეა არ გადავსულვარ. საბუთები აქ შემიმოწმეს ქართველებმა და გამიშვეს. თანხმობაა იქედან და ამიტომ გამიშვეს ამათაც ალბათ“, - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

სურსათით და ჩითილებით დატვირთულმა გალელმა ბებომ კი განმარტა, რომ ოღონდ საკუთარ სახლში დაბრუნება შეძლოს და ზუგდიდში ჩამოსვლაზე კარგა ხანი არც იფიქრებს:

„სამი თვეა აქეთ ვარ და სამი თვეა ჩემი სახლი მარტოა. ხიდი გაღებული არისო თქვეს და წამოვედი მაშინვე“, - ამბობს ის.

გალში მიმავალებს შორის იყვნენ ოკუპირებული გალიდან დევნილი სტუდენტები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას:

„ჩვენ 4 თვეა სახლში არ ვყოფილვართ. ახლა მივდივართ და არ ვიცი წინ რა გველის. ვიცით, რომ აფხაზეთის მცხოვრების დამადასტურებელ ცნობასთან ერთად, საჭიროა საქართველოს პასპორტიც. ჯანმრთელობის ცნობას რაც შეეხება, იქ აგვიღებენ ანალიზებს“, - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა, თამარ მორგოშიამ. მას და სხვა მგზავრებსაც თერმოსკრინინგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრებამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხშიც ჩაუტარეს ექიმებმა.

25 მაისს, საღამოს გაავრცელა ცნობა გალის ტელევიზიამ, რომ „საქართველოში სამკურნალოდ მყოფ აფხაზეთის მოქალაქეებს“ ენგურის ხიდის გავლით დღეიდან უკან დაბრუნების უფლება ეძლევათ.

„გალ ტვ“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ მგზავრებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის ცნობა, ხოლო მათ, ვისაც ეს არ აქვს, ანალიზი ადგილზე ჩაუტარდება.

როგორც სკორიკი აცხადებს, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავებიც გააკონტროლებენ. ლუდმილა სკორიკის განცხადებით, მოქალაქეების აფხაზეთში ორგანიზებული დაბრუნება ხორციელდება „2005 წლიდან მოქმედი საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც გამოიყენება კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების დროს“.

პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი, 14 მარტს ჩაკეტა. მიუხედავად გადაადგილების აკრძალვისა, სასწრაფო სამედიცინო მანქანებმა არაერთი მოქალაქე გადმოიყვანეს დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ. მათ შორის იყო შუახნის ქალი, რომელსაც 30 მარტს, ლუგარის ლაბორატოაში ჩატარებული კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტმა მკურნალობის კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა და სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს საქართველოში
11:21 / 22.02.2021
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს საქართველოში
ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში, პურპროდუქტების
13:49 / 17.02.2021
ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში, პურპროდუქტების
ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის
10:42 / 15.02.2021
ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.