საზოგადოება
ხობში საბჭოთა ქუჩებს სახელები შეუცვალეს - რატომ ვერ ელევა ზუგდიდი ბერიას ქუჩას
FaceBook Twitter
E-mail Print
ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს სახელები გადაარქვეს, ზუგდიდში კი დღემდე, ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურთან ქუჩა ლავრენტი ბერიას სახელს ატარებს.

ზუგდიდის საკრებულოში ამას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილის გათვალისწინებით ხსნიან. „ლაივპრესი“ შეეცადა გაერკვია, იყვნენ თუ არა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგები ხობში.

ხობის საკრებულოში გვითხრეს, რომ ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატორი ადგილობრივი მცხოვრები ნუგზარ შონია იყო.

გაირკვა, რომ მოქალაქემ სახელწოდების შეცვლის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 წლის წინ მიმართა.

„პირველად 2005 წელს მოვითხოვე და სტალინის ქუჩაზე მცხოვრების 175 ხელმოწერაც შევაგროვე, შემდეგ 2007 და 2015 წელსაც, თუმცა მოთხოვნაზე უარის მიზეზსაც ვერ ვიგებდი. ბოლოს ერთდროულად 2 საკითხი დავაყენე, სტალინის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება და ასევე სოფელ ხიბულაში მდებარე სახლისთვის, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ამ საკითხზე შევხვდი სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას და მივმართე კულტურის სამინისიტროსაც“, - გვითხრა ნუგზარ შონიამ.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მის ინიციატივას მოწინააღმდეგები, მოქალაქე ამბობს, რომ მოსახლეობის გარკვულმა ნაწილმა საწინააღმდეგო აზრი საჯარო განხილვებზე გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტალინის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას, ბერიას ქუჩისთვის გმირის ჟიული შარტავას სახელები მიენიჭებინათ.

ხობის საკრებულოში განმარტავენ, რომ მოქალაქის მოთხოვნას ამჯერად 110 ადამიანის ხელმოწერა ჰქონდა.

„მოქალაქის მოთხოვნა გადაიგზავნა სახელმწიფო სახელდების კომისიაში, კომისიიდან დადებითი პასუხი გამოგვიგზავნეს, მოვაწყვეთ საჯარო განხილვები, სადაც სპეციალური გამოკითხვის ბლანკი დავურიგეთ მოქალაქეებს, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი იყო, თუმცა კი საბოლოდ მაინც სახელის შეცვლა გადაწყდა“- განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანათარიამ.

საბჭოთა ლიდერების სახელების მატარებელი ქუჩებისა და სოფლებისთვის სახლეწოდებების გადარქმევის ინიციატივა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჰქონდა, რამდენიმე ქუჩასაც გადაერქვა სახელი, თუმცა ზუგდიდში დღემდე არის ლავრენტი ბერიას სახელობის ქუჩა.

„ძალიან კარგია, რომ საბჭოთა ტოპონიმიკის შეცვლის ინიციატივა გადამდგები გამოდგა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის და ხობმა სტალინსა და ბერიას ქუჩებს სახელი გადაარქვა. ჩვენი ინიციატივით რამდენიმე ქუჩასა და სოფელს შეეცვალა ზუგდიდში საბჭოთა სახელწოდება, ბერიას ქუჩას კი დღემდე ვერა, რადგანაც ადგილობრივი მცხოვრებნი არიან წინააღმდეგი. ვფიქრობთ რომ ამის მისაღწევად დამატებითი კომუნიკაციაა მოსახლეობასთან საჭირო“, - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია, ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებთან ახლაც მუშაობენ.

„ბევრ საბჭოთა ქუჩას გადავარქვით სახელი. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, წარსულის ცუდი გადმონაშთი უნდა შევცვალოთ და ჩვენი ქვეყნისთვის სასახელო ადამიანების, თუ მნიშვნელოვანი მოვლენების სახელები უნდა დაეrქვას ქუჩებს. რამდენიმე მოქალაქესთან გავიარე კონსულტაცია და ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მივუბრუნდებით ამ თემას, არაა გამორიცხული, მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება რომ სხვა ღირსეული ადამიანის სახელი დაერქვას ამ ქუჩას“, -ამბობს საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა.

რა ფიქრობენ თავად ბერიას ქუჩის მცხოვრებლები ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე, „ლაივპრესმა“ ისინი არაერთხელ გამოკითხა. ზოგი ფიქრობს, რომ საბჭოთა სახელწოდებები უნდა შეიცვალოს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა კავშირის პერიოდზე ნოსტალგია აქვს. სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილის აზრის გათვალისწინებას ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლება საბჭოთა სახელების შენარჩუნების მიზეზად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვლაქერნობა სამეგრელოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო.
18:41 / 14.07.2020
ვლაქერნობა სამეგრელოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო.
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
ვიდეო
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.