საზოგადოება
„დედა ფუტკარი“ მარინე ქარდავა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მეფუტკრე მარინე ქარდავას სამუშაო განრიგი ისეთივე სიზუსტით არის გაწერილი, როგორც სკაში ფუტკრების ვალდებულებები. 58 წლის ქალი წარმატებით უძღვება საკუთარ ბიზნესს. არის კოოპერატივ "თაფლი კოლხურის" თავმჯდომარე. უტარებს ტრენინგ-კურსებს სხვა მეფუტკრეებს და პარალელურად ჩართულია საოჯახო საქმეებში.

მარინე 41 წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული. თაფლი არ უყვარს, მაგრამ სიამოვნებას ანიჭებს ფუტკრებთან ურთიერთობა და დღემდე აღაფრთოვანებს სკაში არსებული წესები.

"ჩემი ცხოვრების გრაფიკი მთლიანად ფუკტრებზეა აწყობილი... ყოველ მეორე-მესამე დღეს უნდა მიაკითხო სკას. ფუტკრის რძე კი ყოველ 72 საათში უნდა ამოიღო", - გვიყვება მარინე ქარდავა.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მას შემდეგ მამის საქმიანობაში ჩაერთო. უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა პარალელურად დაკავებული იყო მეფუტკრეობით.

ოჯახის ტრადიცია გააგრძელა და წარმატებულ ბიზნესად აქცია. გული წყდება, რომ მის ორივე ქალიშვილს თაფლზე ალერგია აქვს და ამიტომ დედას პრაქტიკულ სამუშაოებში ვერ ეხმარებიან. შვილებისგან განსხვავებით, ამას წარმატებით ახერხებს მეუღლე ჯამბულ ქობალია.

მარინე ქარდავა, ისევე როგორც კოოპერატივი "თაფლი კოლხური", თაფლის პარალელურად აწარმოებს მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებს: ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს და ჭეოს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მარინესგან შეიძინონ ფუტკრის ახალი ოჯახები, ე.წ. პაკეტები. ასევე დედაფუტკარი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "თაფლიკოლხური" 2015 წლიდან საქმიანობს. მასში 13ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული. მათ საფუტკრეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში აქვთ მოწყობილი. ჯამში კოოპერატივს 1000-მდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს.

"ჩვენ (კოოპერატივს) გვაქვს ძალიან თამამი განაცხადი - ვიბრძვით ეკოლოგიურად სუფთა თაფლისთვის, თუმცა ამას სოფელში ვერ ვახერხებთ ღია ტუალეტების გამო. მაგრამ გვაქვს ადგილი სვანეთში, სადაც მეზობელი არ გვყავს...წყალი ჩამოდის და ირგვლივ მთებია. ვფიქრობთ, ამ გარემოში ვიყოლიოთ 100 ოჯახი და ვაწარმოოთ ბიოთაფლი...

ყველაზე დიდი გამოწვევაა ფალსიფიცირებული თაფლის წარმოება. აუცილებელია მისი ბაზრიდან ამოღება და თავიდან მოშორება. ნეტა როდის იქნება მარტივი ტესტი, რომ სწრაფად იყოს შესაძლებელი ფალსიფიცირებული თაფლის შემოწმება", - ამბობს მარინე ქარდავა.

მისივე განმარტებით, არსებული გამოწვევების ფონზე თაფლის რეალიზაცია მეფუტკრეებს არ უჭირთ და კარგი მუშაობის პირობებში საკმაოდ სარფიანი დარგია. მარინე ქარდავა ამბობს, რომ მთავარია სურვილი და ფუტკარივით დაუღალავი შრომა, შედეგი კი აუცილებლად იქნება. მიიჩნევს, რომ გაცილებით მეტი ქალი უნდა ჩაერთოს მეფუტკრეობის დარგში, რათა ეს მიმართულება განვითარდეს და ქალებსაც დამოუკიდებელი შემოსავალი გაუჩნდეთ. მარინე ქარდავას თქმით, ყველამ რომ ფუტკრების წესით იცხოვროს, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

"ფუტკრები თავიანთი ხასიათით ძალიან განსახვავებული არიან. ნეტა ვგავდეთ ადამიანები. ესენი ისეთი მწერები არიან, რომლებიც შეცდომას არ გაპატიებენ. მათ საოცარი კანონი აქვთ - განაწილებული აქვთ შრომა. ოჯახის უფროსი ოჯახის უფროსია და ვერ წარმოიდგენთ, როგორია სკაში დედა ფუტკარი. აი, ოჯახი როცა დედას ცვლის, ძალიან უჭირთ ახალი დედის მიღება. და როცა მას მიიღებენ, თქვენ განახათ ყველა როგორ მიდის და თავს როგორ ადებს და როგორ ეფერება იმ ახალ დედას. გაგიჟდებით, იტირებთ. ყველა ეფერება, ამალა აცილებს, უხარიათ.

თითქოს მიდის და ყველა ეუბნება - დედა მიყვარხარ... ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ხანდახან რომ ვუყურებ და გული მწყდება. მე მინდა ყველა ქართველი დედა ფუტკრი სდედასავით იყოს და თავისი ოჯახი უყვარდეს", - ამბობს მარინე ქარდავა.

მას კოოპერატივში დედა ფუტკარი უკვე შეარქვეს.

"თაფლი კოლხურის" წევრი ირინა ჯიქია ამბობს, რომ თავად ამ დარგში დამწყებია. ჯერ ხოლოდ 6 სკა ჰყავს, თუმცა შემდეგში რაოდეობის გაზრდას ფიქრობს. ირინა ჯიქიას თქმით, კოოპერატივის პროდუქტს ჩაუტარდა ანალიზი და კარგი შედეგიც აჩვენა. შემდეგი მიზანი აისოს და ასპის სერთიფიკატების მიღება და თაფლზე არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში მოქცევაა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.