საზოგადოება
იტალიელი მოხალისე სამეგრელოში პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
- გამარჯობა, მე ვარ ანტონიო კარბოტი, - ქართულად გვეცნობა ევროკავშირის ჰუმანიტარული მოხალისეობრივი პროგრამის იტალიელი მოხალისე.

ის ზუგდიდში, გასული წლის სექტემბრიდან იმყოფება და მუშაობს ასოციაცია „მერკურში“, გენდერული ქსელის კოორდინატორად. 27 წლის ანტონიო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. საქართველოში ჩამოსვლამდე სხვადასხვა ევროპული პროგრამით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმყოფებოდა და ფიქრობს, რომ მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობა არის საუკეთესო საშუალება სხვების დასახმარებლად.

მოხალისე ამბობს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები, ძალადობის მსხვერპლი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები დააზარალა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები არის ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. მითუმეტეს კარანტინის პირობებში. კარანტინის პირობებში, ჩვენ ვნახეთ, რომ უამრავ მათგანს დაკარგული ჰქონდა საარსებო წყარო, არა მარტო თავისთვის, არამედ ბავშვებისთვის“, - ამბობს ანტონიო.

პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად მან კამპანია წამოიწყო.

„კოვიდი ყველასთვის იყო მოულოდნელი. უამრავი აქტივობა გქონდა დაგეგმილი, მაგრამ კარანტინმა შეაფერხა ჩვენი მუშაობა. კონტაქტზე ვიყავით ქსელის წევრებთან, ორგანიზაციებთან. მათგან გავიგე, რომ კარანტინის პირობებში, სამეგრელოში მცხოვრებ უამრავ ოჯახს აქვს სერიოზული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, რადგან შეზღუდული იყო გადადგილება და ვერ მუშაობდნენ ქალები. ქსელის რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ხობს და ანაკლია-განმუხურს, გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა ფანდრაიზინგის კამპანია, რათა დავხმარებოდით ქალებს და ბავშვებს. კამპანია 10 დღიანი იყო. შემდეგ დონორებისგან მიღებული თანხა გადანაწილდა ქსელში შემავალ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზიაციაზე, რომელთაც თავის მხრივ, დახმარება გაუწიეს ბენეფიციარებს“, - ამბობს მოხალისე.

ოჯახებში, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ანტონიო ხშირად ველოსიპედით მიდის და სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვს. ამბობს, რომ აქვს კარგი ურთიერთობები ადგილობრივებთან.

ხუმრობს, რომ კორონავირუსის იტალიაში გავრცელების შემდეგ მას ბაზარში ძველებური ოვაციებით აღარ ხვდებიან:

„ბაზარში ადრე რომ მხვდებოდნენ, ყველას უხაროდა და პოზიტიური განწყობა იყო.

- ოოო, იტალიელი, ჩელენტანო, - მეძახდნენ. ახლა კი როცა ხვდებიან რომ იტალიიდან ვარ, ჩერდებიან და დისტანციას იცავენ. თუმცა რა თქმა უნდა ჩემთვის ეს გასაგებია“.

ანტონიო იტალიელებსა და ქართველებს შორის ტემპერამენტის მსგავსებას ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქ მეტად რადიკალურად გამოხატავენ ემოციებს:

„საქართველოში ყველაზე მეტად შთამბეჭდავია სოციალური რადიკალიზაცია. სტუმართმასპინძლობა რადიკალურია. თუ მიგესალმებინ, ადამიანი ბოლომდე და რადიკალურად იხსნება და თუ არ მოსწონხართ, ესეც ბოლომდეა და რადიკალურად. იტალიაშიც ასეა, მაგრამ ქართველები იტალიელებზე მეტად შეუზღუდავები არიან. მე ამაზე ბევრი მსმენია, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, რომ ეს რეალობაში მენახა.

ჩემი აზრით კარგია, რადგან ხაზს უსვამს აზროვნების თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს ნიშნავს პოზიციის დაჭერას, რომ თუ მოგწონს, ე.ი. მოგწონს და თუ არა, ყველაფრის მიუხედავად, ნაკლებად ფიქრობ პოლიტკორექტულობაზე“.

ანტონიო აღნიშნავს, რომ ემოციებისა და განწყობის რადიკალურად გამოხატვის გამო, მას დისკომფორტი არ შექმნია, მაგრამ ხედავს, რომ უცნობები მის საყურეს ხშირად ყურადღებას აქცევენ.

„აქ ნეგატიური განწყობა არ მიგრძვნია, გარეგნობას თუ არ ჩავთვლით. როცა ხედავენ საყურეს, ვხვდები, რომ ეს ბევრს არ მოსწონს. რაღაცას ამბობენ, მაგრამ მე მაინც არ მესმის“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.