საზოგადოება
ახალგაზრდა ფერმერი, რომელსაც აფხაზეთის მოსაზღვრედ ტონობით მარწყვი მოჰყავს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ორსანტიაში მცხოვრებმა ბუკიების ოჯახმა, წელს 2 ტონა-ნახევარი მარწყვი მოიყვანა. ფერმერი ზაზა ბუკია ამბობს, რომ პანდემიას მათთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია და მოსავლის რეალიზაცია მოახერხა. მარწყვი ისევ მსხმოიარეა და ოჯახს ფინანსურ სარგებელს ჯერ კიდევ მოუტანს.

კორონავირუსის გამო დაწესებული, იზოლაციის პერიოდში დაკრეფილი მარწყვის ნაწილი, ოჯახმა ნათესავებსა და ახლობლებზე გააჩუქა. როგორც ზაზა ბუკია ამბობს, ჯამში დაახლოებით 30%. მოგვიანებით კი, საგანგებო მდგომარეობისას, მარწყვის ტრანსპორტირებას ფერმერებისთვის განკუთვნილი საშვის დახმარებით ახერხებდა.

„საშუალო სტატისტიკას ვაწარმოებ და დაახლოებით 10%-ს ყოველთვის გავცემთ საჩუქრის სახით. წელს ეს რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა, რადგან პირველი კრეფა სწორედ პანდემიის პერიოდს დაემთხვა. მაგრამ არ ვთვლი, რომ ის დაკარგულია“, - ამბობს ზაზა ბუკია.

44 წლის ფერმერმა ესპანური ჯიშის მარწყვის, სან ადრეასის სასათბურე მეურნეობა 2013 წელს გააშენა. მან ამ კულტურით ჩაანაცვლა ბოსტნეული - კიტრი და ბულგარული წიწაკა, რადგან ბაზარზე ადგილობრივი მარწყვი პრაქტიკულად არ მოიპოვებოდა.

გეგმამ გაამართლა. ზაზა ამბობს, რომ „ხილკენკროვანთა ასოციაციის“ როლი დიდია ამ წარმატებაში, რადგან ეხმარებოდნენ დაფუძნების დღიდან. გარდა ამისა, ფერმერმა ისარგებლა საეთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობის პროგრამებით. მათ შორის USAID-ის პროექტით „ზრდა“.

ფერმერის თქმით, სათბურში მუშაობა მარტივი არ არის და საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა ყველა ხარჯის გათვალისწინებით, რაც მოიცავს წამლობას, ტრანსპორტირებას და შეფუთვას, მოგება საკმაოდ დიდია - კილოგრამზე სულ ცოტა 5 ლარი.

კარგი მოვლის პირობებში 3 ტონამდე მოსავალიც მიუღია. წლების განმავლობაში მუშაობის გამოცდილებამ უჩვენა, რომ მთავარია პროდუქტის ხარისხი და ბაზარზე მასზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. მყიდველი მარწყვის შეძენისას უპირატესობას ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებასაც.

ამჟამად კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობს. ფერმერი ამბობს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც ამ საქმიანობას ახლავს, დამხმარე მუშახელის მოძიებაა. როგორც ზაზა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევარია, სათბურში მუშაობა არავის სურს:

„ანაზღაურება სეზონურია და დღეში შეიძლება 15-დან 25-ლარამდე იყოს სამუშაოს მიხედვით. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არ იქნება 8 საათიანი სამუშაო. სათბურში მუშაობა სფეციფიკურია. არის დილის საათებში და საღამოს“, - გვითხრა ზაზა ბუკიამ და დასძინა, რომ სამუშაოების შესრულება ოჯახს უწევს.

ფერმერი მარწყვის მეურნეობის გაფართოებასაც გეგმავს. გარდა ამისა, პარალელურად უვლის თხილის ბაღსაც. მიიჩნევს, რომ მიწის საფუძვლიანად დამუშავების და კულტურის სწორად მოვლის შემთხვევაში კარგი მოსავალიც არ დააყოვნებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გაბერეთ ბუშტები და ბევრი იმღერეთ, - გვირჩევს მრავალშვილიანი დედა
ლიკა ყურაშვილი.
16:50 / 25.11.2020
გაბერეთ ბუშტები და ბევრი იმღერეთ, - გვირჩევს მრავალშვილიანი დედა ლიკა ყურაშვილი.
13:49 / 23.11.2020
"თითქმის ათ წელზე მეტია, რაც ერთი ქალი ბარბალე დანელიას ასული ქურდობს და ყაღაჩობს.
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.