საზოგადოება
პანდემია და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხელოვანები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს. ის ყოველ საღამოს, ქმართან ერთად ზუგდიდში ჩადიოდა, რომ რესტორანში ეცეკვა, რაც მისი ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალი იყო, მაგრამ ქორწილების აკრძალვის გამო საბანკეტო დარბაზი დახურულია.

„გაიხსნა ძალიან ბევრი რაღაც საქართველოში, მაგრამ, ხელოვნებას რატომღაც ძალიან ნაკლები ყურადღება მიექცა. ასე ვიტყოდი, ძალიან დავიჩაგრეთ ხელოვანი ხალხი. მყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მარდუქი“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და ქორეოგრაფები ვართ მე და ჩემი მეუღლე ლაშა გაბედავა. ზუსტად მეოთხე თვეა რაც ანსამბლი გაჩერებულია და არანაირი შემოსავლის წყარო არ გვაქვს“, - ამბობს მოცეკვავე,.

მართალია ქორეოგრაფიულ სტუდიებს უკვე მუშაობის განახლების უფლება მიეცათ, ტუმცა როგრც სალომე ამბობს, უსახსრობის გამო, სავალდებულო რეკომენდაციების შესრულება გაუჭირდება.


პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ფოტოგრაფი, ზუგდიდის მცხოვრები თემურ ბართავაც.

„ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო გადაღებები. ქორწილი და ბანკეტები. პანდემიის დროს არცერთი შეკვეთა არ ამიღია და დაახლოებით 80 % -ით შემცირდა ჩემი შემოსავალი.

თვითდასაქმებულებზე არ იყო არანაირი დახმარება და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან არ მქონდა ინდმეწარმის საბუთი. ვაპირებდი სტუდიის გახსნას, მაგრამ იყო რაღაც დაბრკოლებები, აპარატურის განახლება, ახლო ხანებში ვაპირებდი როგორც ასეთი, სტუდიის გახსნას, მაგრამ ვერ მოვასწარი“, - ამბობს ფოტოგრაფი.

ქორწილებსა და წვეულებებზე სიმღერა დამატებითი შემოსავალი იყო ზუგდიდის ფოლკლორული ანსამბლის „ოდოიას“ წევრ მირზა შველიძესთვის.

„შემოსავლის წყარო კულტურის ცენტრის ხელფასია, მაგრამ პარალელურად დავდივართ შეკვეთებზე ქორწილებში, დაბადების დღეებზე და რამდენიმე მოსწავლესაც ვამეცადინებ. ახლა კი არაფერი, პანდემიის ჟამს“,-ამბობს მომღერალი და დასძენს, რომ კარანტინის გამო სახლში ყოფნის პერიოდი მან ახალი კომპოზიციების შესაქმნელად გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის პერიოდი საინტერესოდ გაატარა, ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება რთული აღმოჩნდა.

თუმცა კითხვაზე, ფიქრობს თუ არა პროფესიის შეცვლაზე, მ,ომღერალი პასუხობს: „არასოდეს! სულ რომ ჩაიკეტოს ყველაფერი, მაინც არ ვიფიქრებ პროფესიის შეცვლაზე“.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
ბანალურია კითხვა-საქართველო ევროპაა თუ აზია. ვიღაცამ თქვა, რომ
ხიდია ევროპა-აზიას შორის და ეს
22:26 / 27.06.2020
ბანალურია კითხვა-საქართველო ევროპაა თუ აზია. ვიღაცამ თქვა, რომ ხიდია ევროპა-აზიას შორის და ეს
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.