საზოგადოება
ხის ოსტატი კოლხური ბზის გადასარჩენად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს, თუ ოსტატს ხე უყვარს და გარემოს გადარჩენაზე ზრუნავს, - ასე ფიქრობს სენაკის მცხოვრები, ხის ოსტატი ზაალ ცირდავა.

ის წუხს, რომ ენდემური მცენარე - კოლხური ბზა გადაშენების პირასაა და ცდილობს მის გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მაქვს მიწა, სადაც ჩემს ბავშვობაში კოლხური ბზა ხარობდა. 3 საუკუნის ბზები იყო. პატარაობისას სულ იქ ვთამაშობდი, ახლა კი რომ მივედი, ვნახე გამხმარი იყო და ცრემლი წამომივიდა. გადავწყვიტე ბზის ისტორია არ დამეკარგა, ამოვაგდე და ეს ქანდაკება გავაკეთე. მიჭირს გადმოცემა, მაგრამ ყველა ხეს თავისი ბუნებრივი სილამაზე აქვს. ის უკვე ბუნებრივად არის ქანდაკება, უბრალოდ ცოტა წახმარება უნდა“, - ამბობს ზაალი.

ბზისგან დამზადებულ ნივთებს ინახავს, გასაყიდად კი თუთისგან და სხვა ხისგან გამოთლილ ჭურჭელს ამზადებს. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხით ბზის ნერგს ყიდულობს და რგავს.

სურს, რომ კოლხური ბზის აღდგენაში სოფლის ახალგაზრდებიც ჩართოს და ამ მიზნით, პატარა საწარმოს მოწყობას გეგმავს.

„მაქვს ბზის აღდგენის პროექტი. სოფელში ბევრი ბიჭია, რომლებიც დასაქმდებიან. მინდა ისინიც ჩავრთო და საწარმო გავაკეთო, რომელიც სარგებლობას მოუტანს ადამიანებს და ბუნებას“, - ამბობს ზაალ ცირდავა.

პროექტის განსახორციელებლად დონორ ორგანიზაციას ეძებს. ფიქრობს, რომ ამით კოლხური ბზის აღდგენაში თავის წვლილს შეიტანს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.