საზოგადოება
მითები კორონავირუსის წყლით გავრცელებაზე და ინფექციონისტების რჩევები
FaceBook Twitter
E-mail Print
ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ინფორმაცია, თითქოს ზღვაზე, მდინარეებზე ან აუზებში ყოფნა სახიფათოა, რადგან კორონავირუსი წყლის საშუალებითაც ვრცელდება. ასეთი ცნობები ოფიციალური წყაროებით დადასტურებული არ არის და არ ეფუძნება ჯანდაცვის არცერთი ორგანიზაციის კვლევას, არც სპეციალისტების მოსაზრებას.

ამასთან ხშირ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ მსგავსი არასწორი ინფორმაციები ვებ-გვერდებიდან იშლება.

რა ხდება რეალურად და წარმოადგენს თუ არა წყალი საფრთხეს კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

ექიმი-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსის ზღვით და ზოგადად წყლით გადაცემის საშიშროება არ არსებობს. მაგრამ მისივე განმარტებით, ამ გზით შესაძლოა მოხდეს არანაკლებ საყურადღებო, ნაწლავური ინფექციებისა და ჰეპატიტების გავრცელება.

„წყლით კორონავირუსის გადადების საშიშროება არ არის ზოგადად... წყლით შესაძლებელია როგორც A, ასევე E ჰეპატიტების გადაცემა. აქ საუბარია ზღვაზე და მდინარეებზეც. აი მდინარეებში ყველაზე მეტად არის ლეპტოსპიროზის (მწვავე ინფექციური დაავადება) გადაცემის საშიშროება. მდინარეებთან სადაც პატარა გუბეებია, ძაღლების ან კატების ფეკალიები ხვდება. ისინი შარდის გზით გამოყოფენ ლეპტოსპიროზს. არის საფრთხე დაგუბებულ წყალში გავრცელდეს, თორემ გამდინარეში ამის საფრთხეც ნაკლებად არის. ბანაობის დროს შესაძლოა ბავშვი წამოწვეს იმ ადგილას, ან წყლის შხეფი მოხვდეს თვალსა და პირში. აი ასე შეიძლება გადაედოს ინფექცია, მაგრამ კორონავირუსის გადადების საფრთხე აღარ არის“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ. მისივე თქმით, ინფექციების თავიდან ასაცილებლად სათვალით უნდა დავიცვათ თვალი და შევეცადოთ არ მოხდეს ბანაობისას წყლის გადაყლაპვა.

ამასთან როგორც ექიმი-ინფექციონისტი „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავრუსის გავრცელების რისკი წყლით თითქმის არ არსებობს, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, რადგან შეიძლება სანაპიროზე, მოქალაქეებთან ახლო კომუნიკაციისას მოხდეს დაინფიცირება.

წყლით კორონავირუსის გავრცელებაზე მოსაზრებები მარტო საქართველოში არ გამოთქმულა და ეს საკითხი აქტუალური გახდა მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) გამოეხმაურა.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წყალში ვირუსის არსებობა შესაძლებელია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალ კორონავირუსებს შეუძლიათ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში არსებობა და შემდეგ გავრცელება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებითაც, მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გამომწვევ SARS-COV-2-ს წყალში მოხვედრისას ადამიანის დაავადება შეუძლია, არ არსებობს. მისი სიტყვებით, წყლით ეს ვირუსი არ გადადის:

„ამიტომ ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო. მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამ თემაზე მედიის კითხვებს უპასუხა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა. მისი თქმით, კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების რიცხვში არ შედის, ამიტომ წყლით გადაცემის რისკი მხოლოდ თეორიულ შანსამდე დადის:

„თუ ვლაპარაკობთ ზღვის წყალზე, მდინარეებზე, ტბებზე, აქ იმდენად განზავდება, გადაცემის რისკი უკიდურესად დაბალია. ასევე აუზებზეა ლაპარაკი და აუზებზე ქლორის კონცენტრაცია საკმარისია, იმისთვის რომ განადგურდეს კორონავირუსი.

რაც შეეხება სანაპიროს, ზღვის კურორტები და წყალთან დაკავშირებული ქტივობები განიხილება ზუსტად ისე როგორც სხვა თავშეყრის ადგილები, ანუ ადამიანები, სადაც ერთად იყრიან თავს და ჩნდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკი. ამიტომ ისევ და ისევ სტანდარტული დაცვის საშუალებები, ალბათ პირბადეზე ნაკლებად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ფიზიკური დისტანცირება დარჩება ოქროს სტანდარტად“, - თქვა მაია ბუწაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის მიღებული რეკომენდაციების თანახმადაც, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

ამასთან, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.

ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
12:32 / 11.08.2020
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
19:08 / 07.08.2020
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება
იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
18:44 / 03.08.2020
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“
დამფუძნებელმა 
12:58 / 30.07.2020
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა 
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.