საზოგადოება
ამანათების „მოგზაურობა“ ენგურის ხიდზე ჩაკეტილი გალელების დასახმარებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ გალის რაიონში ჩაკეტილი მოქალაქეებისთვის ზუგდიდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა, მურმან მალაზონიამ და რამაზ გამისონიამ მედიკამენტების მიწოდების აქცია დაიწყეს.

ოკუპირებულ გალში მყოფთათვის, რომლებსაც დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლება პანდემიის გამო შეეზღუდათ, ზუგდიდში მცხოვრები ნათესავები ყიდულობენ აუცილებელ მედიკამენტებს და აწვდიან მოხალისეებს - მურმან მალაზონიას და რამაზ გამისონიას. მათ კი, ამანათი თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტამდე მიაქვთ, სადაც გალის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა მორიგეობს. ფუთა სასწრაფოს მანქანას შემდეგ გალის საავადმყოფოში მიაქვს, სადაც მოქალაქეები საკუთარი მედიკამენტების მისაღებად მიდიან.

ხშირად იგივე პრინციპით გალელები ზუგდიდის მიმართულებითაც აგზავნიან ამანათებს - ძირითადად საპენსიო ბარათებს, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ სარგებლობენ. ისინი ნათესავებს და დანარჩენ საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს სთხოვენ, ბარათით პენსია აიღონ ბანკიდან და თანხით აუცილებელი წამლები შეუძინონ.

აქცია მოხალისეებმა თებერვლის ბოლოდან დაიწყეს, როცა ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეწყდა. მურმან მალაზონია და რამაზ გამისონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის თანამშრომლები არიან, თუმცა ამბობენ, რომ აქციას მოხალისეობრივად თავად ატარებენ.

იდეა თავისთავად გაჩნდა. მათ როგორც აფხაზეთიდან დევნილებს, ახლობლები და ნაცნობები ხშირად უკავშირდებოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ - უნდოდათ მედიკამენტები, რომლებიც გალის აფთიაქებში არ იშოვებოდა. რამდენიმე მოქალაქის დახმარების შემდეგ, ასეთი აქციის ჩატარების სურვილი გაუჩნდათ.

ახლა უკვე ამანათების მიღება-გაგზავნის პროცედურა და განრიგი გაწერილია. კვირაში ორჯერ, პარასკევს და სამშაბათს, ორი მოხალისე ენგურის ხიდზე მიდის, სადაც გროვდება ამანათები, რომლებიც საგანგებოდ არის შეფუთული და თან დატანილი აქვს ინფორმაცია, როგორც გამგზავნზე, ასევე მიმღებზე. იგივე ინფორმაციით ივსება დოკუმენტები, რათა მოგვიანებით გადამოწმდეს, მიაღწია თუ არა ამანათმა ადრესატამდე.

ინიციტივის ავტორები ამბობენ, რომ უკვე 4000-მდე მოქალაქემ ისარგებლა ამ სერვისით და ეს ციფრი ყოველ კვირა მზარდია. აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც საჭიროებს მედიკამენტს და მისი მიწოდების მხრივ დახმარებას. მათ შორის, როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რა თქმა უნდა იგულისხმებიან აფხაზები. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არის პანდემიის პირობებში მოქალაქეების თანამშრომლობა ერთმანეთის დასახმარებლად.

„ჩვენ გვსურდა თუნდაც ამ სახით, მედიკამენტების გაგზავნის სახით დავხმარებოდით მოსახლეობას. ისე მოხდა, რომ თანხმობის შემდეგ გალის საავადმყოფომ მზაობა გამოთქვა, რომ ისინი მიიღებდნენ ჩვენთან გამოგზავნილ მედიკამენტებს. ჩვენ კვირაში ორჯერ - სამშაბათს და პარასკევს მოსახლეობისგან ვიღებთ წამლებს და იმავე დღეს ვაგზავნით მეორე მხარეს“, - ყვება „ლაივპრესთან“ საუბარში მურმან მალაზონია.

რამაზ გამისონია კი დასძენს, რომ მსგავსდახმარებას ბევრი საჭიროებს, ამიტომ მათი სერვისით სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და არ წყდება ზარები ტელეფონზეც.

„რეკავენ და კითხულობენ. მათ აინტერესებთ, როგორ და რა დროს იქნება ამის გაგზავნა, მიწოდება. ჩვენც ყველაფერს ვუხსნით“, - გვითხრა რამაზ გამისონიამ.

ამანათების გამგზავნთა რაოდენობა დიდია, თუმცა მათ ჩვენთან გასაუბრება არ ისურვეს. ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, უსაფრთხოების დაცვის მოტივით, საჯაროდ საუბარს ერიდებიან.

პანდემიის გამო აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი უკვე ხუთი თვეა ჩაკეტილია. ამ ხნის მანძილზე ხიდი რამდენიმე დღით და მხოლოდ ცალმხრივად, სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. ყველა შემთხვევისას გალელებს მარტო აფხაზეთში დაბრუნება შეეძლოთ, უკან ზუგდიდში დაბრუნების შესაძლებლობა კი მათთვის არ მიუციათ. სოხუმის განცხადებით, პანდემიისას „საქართველოში სამკურნალოდ წასულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების“ შესაძლებლობა მისცა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას, რადგან უცნობია ხიდის გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)“ . ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
12:32 / 11.08.2020
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
19:08 / 07.08.2020
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება
იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
18:44 / 03.08.2020
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“
დამფუძნებელმა 
12:58 / 30.07.2020
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა 
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.