საზოგადოება
პროტესტი ცემენტის საწარმოს - ვინ და რას აშენებს ენგურქაღალდკომბინატში
FaceBook Twitter
E-mail Print
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა  თენგიზ ჯგუშიამ დღეს მერიასთან განცხადება გააკეთა, რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მისი და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ შეწყდა, როგორც თავად ირწმუნება უნებართვოდ დაწყებული ბეტონის ქარხნის მშენებლობა.

თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში უნებართვოდ და ყველა სანიტარული ნორმის დარღვეით შენდებოდა ცემენტის ქარხანა.

აქტივისტის სიტყვებითვე, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტელეფონით შეატყობინა, რომ დღეს, 30 ივლისს, 9:00 საათზე, კანცელარიაში დახვდებოდა წერილი ქარხნის მშენებლობის შეჩერების შესახებ, რაც ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ჯგუშიამ ოფიციალურად მიმართა მერიას მოთხოვნით, რომ შეეჩერებინათ მშენებლობა. მას დღეს დაცვის პოლიციამ არ მისცა ნებართვა მერიის დაარბაზში, მათსავე ტრიბუნასთან გაეკეთებინა განცხადება და ჯგუშიასთან ერთად პოლიციამ დარბაზი დაატოვებინა მედიასაც. მიზეზად განმარტეს, რომ „პოლიტიკური განცხადებებისთვის ადმინისტრაციული შენობის გამოყენება აკრძალულია“. ამის შემდეგ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა შენობის წინ გააკეთა.

„წუხელ შევხვდი ქარხნის დირექტორს, რუბენ გახარიას მანაც კი გააჟღერა, რომ ველოდებით ჯარიმას, ველოდებით დემონტაჟს და შეჩერებას. სხვათაშორის ძალიან კარგი კაცია. მან თქვა, რომ მესმის თქვენი ბრძოლის და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მოსახლეობის უმეტესობის და მათ პროტესტს დავემორჩილებითო“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

მისი სიტყვებით, ზუგდიდის მერმა ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და ამიტომაც მიიღეს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება.

მერიის პრესსამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ნებართვა არც გაუციათ. მას შემდეგ კი რაც იქ მიმინარე სამუშაოების შესახებ შეიტყვეს, შესაბამისამა სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება.

ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. განცხადების თანახმად, მათ მიმართა შპს „კოლხეთი ცემენტ-მა“ ცემენტის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე, სადაც მოხდება საცემენტე ნედლეულის და დანამატების დაფქვა.

კომპანიამ სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ მოამზადა დოკუმენტი (სკოპინგ ანგარიში) საწარმოს ფუნქციონირების შემთხვევაში, მისი გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთოების ზომების შესახებ. (სკოპინგი პროცედურაა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს).

შპს „კოლხეთის ცემენტის“ წარმომადგენელი რუბენ გახარია ამბობს, რომ საწარმოს მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა რადგან შესაბამისი ნებართვის მოლოდინში არიან. გარდა ამისა რუბენ გახარია „ლაივპრესთან“ საუბარში ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობდა დროებით კონსტრუქციის აწყობა, რომლის გადატანაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მისივე სიტყვებით, ტერიტორია სადაც დროებითი ნაგებობა ეწყობოდა შპს-ეს საკუთრებაშია.

„ჩვენ ვაკეთებდით დროებით ნაგებობას და ისიც კი შეგვაჩერებინა მერიამ. ჩვენ პროექტი გაკეთებული გვაქვს, მზად გვაქვს ყველაფერი და უბრალოდ ველოდებით პასუხს. ჩვენთან ყველაფერი შემოწმებულია... გააჩერეთო და ესეც გაჩერებული გვავქს, არადა ჩვენც სესხებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. სამომავლოდ თუ აშენდება, მე დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და გეუბნებით, რომ არავითარი მტვერი არ იქნება. ეს იქნება დახურულ სივრცეში და გვქვს ისეთი წისქვილი, რომელსაც ორ წყებაზე აქვს ფილტრი. იქ ერთი ვინტიც კი არ არის მეორადი“, - აცხადებს რუბენ გახარია.

დღეს, 30 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება სკოპინგ ანგარიშის საჯარო განხილვა. სამინისტრო აანონსებს, რომ მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
12:32 / 11.08.2020
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
19:08 / 07.08.2020
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით,
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება
იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
18:44 / 03.08.2020
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
თეთრი, მრავალჯერადი ჩანთები სვანური კოშკების ხედებით,
18:43 / 29.07.2020
თეთრი, მრავალჯერადი ჩანთები სვანური კოშკების ხედებით,
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.