26 წლის ფერმერი გოგო სტერეოტიპების წინააღმდეგ [ვიდეო]
დილაადრიან სიმინდით სავსე ჯამით ინდაურების და წიწილების დაპურება
იწყება. მერე ძროხები ელოდებიან.
- მოდი გოგო მოდი,- ეძახის მათ 26 წლის ზუგდიდელი ფერმერი ანი ცირდავა, რომლისთვისაც სოფლის ჩვეულებრივი რუტინა უკვე მესამე თვეა, რაც საყვარელ საქმიანობად იქცა.
"მანამდე მხოლოდ ზაფხულობით მამიდასთან ჩავდიოდი სოფელში, მაგრამ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, როცა გამიჭირდა სამსახურის შოვნა, რაღაც მინდოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც მიყვარდა. ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები, ამიტომ გადავწყვიტე სოფელში წამოვსულიყავი. შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და დავიწყე ყველაფერი თავიდან", - ამბობს ანი.
ოჯახმა ზუგდიდის სოფელ ურთაში 6 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინა, სადაც მხოლოდ ეკალ-ბარდები იყო, ტერიტორიის გასუფთავებაში მამა დაეხმარა. ნაკვეთი შემოსაზღვრეს, შინაური ფრინველები და ძროხები შეიძინეს, პატარა სახლი ააშენეს და დიდი გეგმები დასახეს:

"მინდოდა ხე, ან ყვავილები დამერგო, თუმცა ქალაქიდან კვირაში ერთხელ ჩამოსვლით ეს არ გამოვიდოდა, აქ უნდა გაჩერდე, რომ მოუარო აქაურობას, პატარა სახლის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ახლა უფრო თავშესაფარია ჩემთვის და მამაჩემისთვის, რომ მოვუაროთ მიწას. შემდეგში სახლიც უნდა მოვაშენოთ. ყველა ერთად ვართ ჩართულები. დედა საზღვარგარეთიდან გვეხმარება".
ანის ფერმაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე ინდაური, წიწილა და 2 ძროხაა, თუმცა ყველა შინაური ფრინველისა და ცხოველის მოშენებას გეგმავს. რგავს ყვავილებს ეზოში და მეგობრების მისაღებად ადგილს ამზადებს.
იცინის იმაზე, რომ მისი სოფელში გადასვლა ყველას გაუკვირდა:
"მეუბნებიან ხშირად წადი, გათხოვდი, რა ინდაური, რა ქათამი, ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებაა ხშირად, მაგრამ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ამ საქმემ გამაძლიერა. მგონია, რომ მამაკაცზე ნაკლები არც მონდომება მაქვს და არც ენერგია".