ფერმერი ქალი, რომელმაც სოფელი არ დატოვა [ფოტო/ვიდეო]
არ მეგულება საქმე, რომლის გაკეთებასაც ქალი ვერ შესძლებს,
- ყვება 45 წლის ეკატერინე მატარაძე, წარმატებული ფერმერი ოკუპირებული
აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ორსანტიიდან.
ახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი, ზუგდიდში დაოჯახების შემდეგ, საკუთარი სოფლის, ოკუპირებული საბერიოს სიახლოვეს დასახლდა. ალბათ ამიტომაც ორსანტია განსაკუთრებულად უყვარს და ფიქრობს, რომ სოფელს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
ეკატერინე გვიყვება, 4 წლის წინ, მეუღლის დახმარებით როგორ გადააარჩინა გავრცელებული დაავადებებისა და მავნებლების გამო განადგურებისთვის განწირული თხილის ბაღი. საუბრობს და თან თხილს აგროვებს. მოსავლის წლევანდელი ხარისხით კმაყოფილია. აგროვადებში ჩატარებულმა წამლობებმა შედეგი გამოიღო. ფერმერი ფიქრობს, რომ მოსავალი 2 ტონაზე მეტი იქნება, მიღებული ფულადი სარგებელი კი სულ ცოტა 4-5 ათასი ლარი. გააჩნია საბოლოოდ რა ფასად მოუწევს თხილის რეალიზაცია.

მაშინ, როცა პროფესიით ეკონომისტმა ეკატერინე მატარაძემ, რამდენიმე წლის წინ სამსახური დაკარგა, ოჯახში დადგა საკითხი სოფლის დატოვების და დედაქალაქში გადასვლის შესახებ. უმუშევრად დარჩენილმა ქალმა მეუღლესთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო, მძიმე მდგომარეობაში მყოფი თხილის ბაღი განეახლებინა და სოფლის მეურნეობაში ჩართულიყო. აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
„გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით. მაგრამ როცა უმუშევარი დავრჩი მივყევი სოფლის მეურნეობას. ავაღორძინეთ თხილი და ძალიან კმაყოფილი დავრჩით. რა თქმა უნდა შრომატევადია, მაგრამ მე მეხმარებიან ამაში. მეუღლე მყავს გვერდში და ვუმკლავდებით. შეუძლებელი არაფერია. თუ შინაგანად გინდა საქმე აკეთო და თუ ფიქრობ, რომ ის შენია, აუცილებლად გამოგივა კიდევაც.
მეუღლეს თავისი პროფესია, თავისი საქმე აქვს. მე ჩემსას ვაკეთებ, ის თავისას, მაგრამ ძირითადად მეხმარება. ინიციატივა თუ ჩემგან მოდის, ის თავისი ენერგიით, მთელი ძალისხმევით მეხმარება. ქალმა, რომ ვერ გააკეთოს ასეთი რამ მე არ ვიცი. თუ მოვინდომებთ, გავაკეთებთ კიდევაც“, - გვიყვება ეკატერინე მატარაძე.

ფერმერი ამბობს, რომ ქალები ნელ-ნელა ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ითავსებენ ისეთ საქმიანობებს რაც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ გადაბარებული. მაგალითად სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობა. ეკატერინე ამბობს, რომ ქალს აქვს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა, რაც მნიშვნელოვანია ყველა საქმეში.
ფერმერის სიტყვებით, ქალმა თუ რაიმე საქმეს, მათ შორის სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ბოლომდე მიიყვანს, სანამ მიზანს არ მიაღწევს.
თხილის კულტურაში წარმატების მიღწევის შემდეგ ეკატერინემ დეკორატიული მცენარეების მოშენება და მათი რეალიზება სცადა. ინფორმაციას მცენარეების მოყვანის შესახებ ძირითადად ინტერნეტით იღებს, შემდეგ კი საკუთარ გამოცდილებას ახმარს. სულ 2 წელია მებაღეობითაა დაკავებული და უკვე 30-ზე მეტი სახეობის ყვავილი თუ დეკორატიული ბუჩქი მოიყვანა.

თხილის პარალელურად ყვავილების რეალიზებასაც ახერხებს. შემოსულ თანხას ახალგაზრდა ოჯახი ისევ სოფლის მეურნეობის განვითარებას მოახმარს.
სამომავლოდ ეკატერინე მატარაძე მეუღლესთან ერთად სასათბურე მეურნეობის მოწყობას გეგმავს, სადაც ძირითადად ყვავილებს მოიყვანს.
გარდა მებაღეობისა და თხილის ბაღის განვითარებისა, გეგმაში ქვს მეცხოველეობასაც მიჰყოს ხელი. გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

ეკატერინე ამბობს, რომ სოფლად ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა მრავალფეროვანი მეურნეობაა განვითრებული.
ახლა სინანულით იხსენებს იმ წუთებს, როცა სოციალური პრობლემების გამო საყვარელი სოფლის დატოვებაზეც ფიქრობდა. წარმატებული ფერმერი ახლა სხვებს ურჩევს, რომ რთული მდგომარეობა გამოსწორებადია მათი გადაჭრის გზების სწორად დაგეგმვის და აქტიური მუშობის შემთხვევაში:
„თუ ფინანსები არ აქვთ, ამისთვისაც არის გამოსავალი. იმიტომ, რომ ახლა თხილის განვადებითაც უტარებენ შეწამვლას. ბევრმა გააკეთა ასე. მე პირადად პრეპარატების ნახევარი ხელზე ფულით ვიყიდე, ნახევარი განვადება გავაკეთე ამ წამლებზე. გამოსავალს ყოველთვის ნახავს ადამიანი თუ სურვილია, და თუ არ გეზარება მუშაობა რა თქმა უნდა“, - ამბობს ეკატერინე მატარაძე.
ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თხილის მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილი იწყებს ცვენას და მარტოც ახერხებს მოგროვებას. როცა უკვე მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა, ნათესავები ეხმარებიან. „თხილის სეზონზე“, როგორც დასავლეთში, ივლის-აგვისტოს უწოდებენ, ეკატერინეს დილა 7:00 საათზე იწყება. თხილნარში დაღლილი, ნაშუადღევს საკუთარი ხელით გაშენებულ ბაღში ისვენებს და ახალ გეგმებს აწყობს.
"მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას".