საზოგადოება
დაკარგული პირუტყვი და საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების ფასი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოჩია, პეტე, პეტე, ხომ ხართ ყველანი მაგრად? 72 წლის მურთაზ შონია ადრიან დილით საძროხისკენ მიეშურება. შინაური პირუტყვიც ნაცნობ ხმას ზმუილით პასუხობს.

აქ ოთხი ძროხა და სამი ხბო გვხვდება მოლოდინში, რომ პატრონი მოწველის და საბალახოდ გაუშვებს.

მურთაზ შონია ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში ცხოვრობს. მისი სახლიდან სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე სულ რაღაც 200 მეტრია.

მესაქონლეობა და თხილი - ეს არის ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო.

ძროხები, თითო 6-7 ლიტრს იწველის. რძის ნაწარმს სახლშიც მოიხმარს ცოლ-ქმარი, დანარჩენს კი თბილისში, შვილებს უგზავნიან. თუკი რამე მოგვრჩა, ბაზარში ვაბარებთო. ადრე უფრო მეწველი ძროხები ჰყავდათ, საშუალოდ 15 ლიტრს იწველიდნენ და მაშინ აქტიურად ყიდიდნენ ყველსაც.

ხურჩას და ოკუპირებულ ნაბაკევს პატარა მდინარე, ხურჩია ყოფს. მიმდებარე ტერიტორიაზე შინაური პირუტყვი ხშირად ბალახობს. რამდენჯერმე დაეკარგა კიდეც. ისინი ხომ არ ცნობენ არც ლეგიტიმურ და არც დე ფაქტო მთავრობების მიერ დადგენილ "საზღვრებს".

მურთაზ შონიამ სამი ძროხა ნახევარი წლის წინ დაკარგა. უფრო ადრე ორი ღორი. ასე, არც თუ იშვიათად გადადისო ადგილობრივების შინაური პირუტყვი აფხაზეთში.

"ზოგჯერ მოდიან. აქეთ კარგადაა დაცული და ცენტრის მხარეს სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ ძროხები, ძროხები, ყვირიან. ხომ ვერ გადახვალ. შეეხვეწებიან მერე რუსს, არაყი.. და რუსი გადმორეკავს. თუ მეწველი არაა, წავა და თუ მეწველია, შვილს არ დატოვებს. ღორები მყავდა, ორი წავიდა ნაბაკევში. რუსია პატრონი. სალას გააკეთებს ალბათ", - უყვება "ლაივპრესს" ოჯახის უფროსი.

მურთაზ შონიამ ძროხები საძოვარზე უკვე გარეკა. ახლა სხვა რაღაცებისთვისაც მოიცლის. მართალია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა მაინც მუშაობს. სოფელში საქმეს რა გამოლევს. მით უფრო ახლა თხილის მოსავალზე უნდა იზრუნოს. ორ ტონა-ნახევარი უკვე დააბინავა. კიდევ ცოტა დარჩა. დაქირავებული მუშების დახმარებით, დღეს ეს დამღლელი პროცესიც დასრულდება.

ბლომად მოსავალს ელოდება - სამ ტონამდე. წინა წლებისგან განსხვავებით, სოფელში უკვე აღარ არის ფაროსანა. თხილის ხარისხიც გაუმჯობესდა და უხვად მოისხა.

მურთაზ შონიას ყურძენიც დასაკრეფი აქვს. ღვინო უნდა დააყენოს. 500 ლიტრს, უშაქროს, როგორც თავად ამბობს, სათავისოდ ამზადებს. აქვს ოჯახის სამყოფი მანდარინი, კივი და ლიმონი, ფეიხო კი იმდენი, რომ ყიდის.

ხურჩელი რესპოდენტის თქმით, სოფლის გაძლიერება მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში კი ადგილობრივების დასაქმება, რათა მეტ ადამიანს გაუჩნდეს დარჩენის სურვილი.

"აქეთ კარგი მდინარეა. კარგი იქნება, თუ თევზსაჭერი აუზები გაკეთდება. მესაქონლეობა ძალიან შრომატევადია. ახალგაზრდებს შეუძლიათ, მაგრამ სულ ძროხას ხომ არ დევნიან. თბილისში ჩასულ ბაბუაჩემს შვილებისთვის უკითხავს, სოფელი ვის უნდაო. არავის უნდოდა. ქაღალდზე დაუწერია და ვისაც შეხვდებოდა, ის წავიდოდა სოფელში. მამაჩემს მოხვდა მაინცდამაინც", - გვითხრა მურთაზ შონიამ, რომელიც მამის მსგავსად სოფელში დარჩა.

ახლა მასზე უფროსი, 80 წლის, ცაცხვის ქვეშ, ხის მორზე ზის და საკუთარ მონაყოლზე ეღიმება. 40 გრადუს სიცხეშიც არ დაგცხებაო აქ. მეზობლებს ხშირად ეპატიჟება ჩრდილში, თავისსავე დაწურულ ღვინოზე. მართალია თავად ვერ სვამს, მაგრამ ჭიქის მიჭახუნება ხომ შეუძლია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად
არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
11:31 / 09.12.2021
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.