პატარა ფერმა საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]
ყეფით და კუდის ქიცინით შემოგვხვდა ცუგო.
ასე ძაღლს ჰქვია. სხვა სახელი არ აქვს. ეჭვის თვალით შეგვათვალიერა.
ჩვენს დაყვავებას გაუჯიუტდა. თითქოს ვერ ამოიკითხა, სამტროდ მოვედით,
თუ სამოყვროდ. გაუგებრობას წერტილი პატრონებმა დაუსვეს. აწრიალებულ
ცხოველს ადამიანურ ენაზე აუხსნეს, რომ დღეს მისი სტუმრები ვართ და
დაშოშმინდა.
ასე მოვიპოვეთ ძაღლის ნდობა და ოჯახში ფეხის შედგმის ლეგიტიმაცია.
იქვე, შორიახლოს ძროხების ზმუილი შემოგვესმა. დიასახლისი ვედროებით ხელში ბოსლისკენ მიეშურება. ეს კატაა, აი, შავი კი ლამაზო. ამას ირემა ქვია, ეს ბოჩოლაა, ფუჯი, სულ პატარას კატია დავარქვით - ასე გავიცანით ერთმანეთი.

ცოტა ეშინიათ ჩვენი, უნდობლად უყურებენ კამერებს, მაგრამ პატრონის ძლიერ ხელს ემორჩილებიან. მოწველის მოლოდინში მშვიდად ჩამომდგარან. კატია დედის რძით იტკბარუნებს პირს.
ეს ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელი რიყეა. ჩვენ ლარისა ხარჩილავას და მამუკა ჯიქიას ოჯახში ვიმყოფებით.
დღეს აქ 10 სული პირუტყვი ჰყავთ. ხუთი დიდი ძროხა, რომელთაგან ორმა ხბო ოქტომბერში უნდა მოიგოს, სამი კი მეწველი. თითო ათ ლიტრს იწველის. საკუთარი სამყოფიც აქვთ და გასაყიდადაც ჰყოფნით.
რიგითი სასაქონლო მეურნეობა ზუსტად ხუთი წლის წინ მცირე ბიზნესად აქცია. ერთ დღესაც დაფიქრდა, რატომაც არაო და ამ ქმარიც შეიამხანაგა.

დილაობით 12-13 ლიტრს ვწველი, საღამოს კი 18 ლიტრს, - ამბობს ფერმერი ქალი. საშუალოდ დღეში 30 ლიტრა რძე აქვს. კიდევ მეტი ექნება, როცა შემოდგომაზე ხბოები გაჩნდება. მისი ნახელავი, ყველი იქნება ეს, მაწონი თუ ხაჭო, სოფელში ყველას მოსწონს. კლიენტთა უმრავლესობაც ადგილობრივი მაცხოვრებელია. ერთი შეკვეთა ჩვენი თანდასწრებით მიიღო. ოთხი კილო ყველი უნდაო ახლობელს. გუშინდელი რძით, ახლადჩახარშული სულუგუნი უკვე მზად აქვს.
"სულუგუნი თუ უნდათ, სულუგუნს ვუკეთებ. თუ ჭყინტი, ჭყინტს. ერთს 13 ლარად ვყიდი, მეორეს 9-10 ლარად. ბაზარშიც მყავს კლიენტები. იქაც ხელზე ვყიდი. მაღაზიებშიც დამაქვს", - ამბობს ლარისა ხარჩილავა. რძის ნაწარმი შვილის და ახლობლებისთვისაც რჩება.

ადრე ცხრა მეწველი ძროხა ჰყავდა. სამი მგლებმა შეუჭამა. სოფელს შემოჩვეული გარეული ცხოველები სხვა ოჯახებსაც უგლეჯდნენ პირუტყვს, ეკარგებოდათ, თუმცა ბოლო პერიოდია მსგავსი არავისგან სმენია.
რიყეს და აფხაზეთს შორის წყალგამყოფი მდინარე ენგურია. სწორედ მისი სანაპიროს მიმდებარედ ბალახობენ ფერმერი ქალის ძროხები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირუტყვი არ გადადისო, ამბობს სიუჟეტის გმირი. ისინი დამოკიდებლად ჩადიან მდინარის პირას და უკან, სახლშიც უდანაკარგოდ ბრუნდებიან, წარსულში მგლების შემთხვევას თუ არ ჩავთვლით.
ლარისა ხარჩილავა ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს. ამისთვის ჯერ ახალი, გამართული საძროხე სჭირდება საქონლის დასაბინავებლად, მერე კი თანხა, კიდევ რამდენიმე სული პირუტყვის შესაძენად.

"მინდა დავასაქმო ახლობლები, მეზობლები და მივყვეთ ამ საქმეს. ცოტა დახმარება გვჭირდება მთავრობისგან, საქმეს რომ ბიძგი მისცენ და მყარად იდგე. ჩემი და მეუღლის გადაწყვეტილება იყო ამ საქმისთვის ხელის მოკიდება. მეუღლე ჩემი საყრდენია. ორივე ერთმანთს ვეხმარებით. ქალი არ არის სუსტი. მამაკაცი მამაკაცია და თავის საქმეშია ძლიერი. ქალი თავის საქმეში. ქალი არ უნდა დანებდეს, ხელი არ უნდა ჩაიქნიოს", - გვითხრა ფერმერმა.
ბოსელში საქმეები უკვე მოილია. პირუტყვის "ნახელავს" კი ქმარი მიხედავს, აქაურობას დაასუფთავებს.
ახლა საქათმეში დამწყვდეული ქათმები და წიწილები ელოდებიან. ასე 30-მდე. შემოკავებულ ეზოში გაუშვებს და დააპურებს. გაზაფხულზე კი კვერცხებსაც გაყიდის.
500 კილომდე თხილი დაბინავებულია. მალე ყურძენს დაკრეფენ და ღვინოც დაყენდება.
ყველაფერი უნდა გააკეთოს ქალმა იმისთვის, რომ ფეხზე მყარად იდგესო, - ამბობს ფერმერი.
დამღლელი ყოველდღიურობის მიუხედავად, დროს დასვენებისთვისაც მონახავს - მეზობლებთან ფინჯან ყავაზე შეკრება და მუსაიფი თავშესაქცევად.
ცუგო ახლა უკვე შეფარული ღრენით და კუდის ქიცინით გვაცილებს.
სოფლის ბოლოს აფხაზეთის მთები მოსჩანს...
"მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას".