ენგურის ხიდი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის გაიხსნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებს,
რომლებიც დანარჩენ საქართველოში იღებენ განათლებას, საოკუპაციო ხაზის
კვეთის უფლებას აძლევს.
სტუდენტებს და მოსაწავლეებს სოხუმი 6 თვის წინ ჩაკეტილ ენგურის ხიდზე სპეციალური სიის მიხედვით ატარებს. სიაში შესულია იმ ახალგაზრდების ვინაობა ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლობენ.
როგორც ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები სტუდენტები „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში ყვებიან, ეტაპობრივად შეუძლიათ ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში ჩასვლა, სადაც სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
მათი ინფორმაციით, კარანტინის გამო შესაძლოა სასწავლო პროცესს 15 სექტემბრიდანვე ვერ შეუერთდნენ, თუმცა უკვე იციან, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემები არ შეექმნებათ.
„დღეს სკოლის მოსწავლეები გაუშვეს. ოთხშაბათს სტუდენტებს გაუშვებენ. ვიცით, რომ აქვთ უკვე წინასწარ შედგენილი სია და ატარებენ მხოლოდ მათ ვინც ამ სიაშია. როდემდე გაგრძელდება ასე, არ ვიცი. სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეებთან ერთად ერთ მშობელსაც უშვებენ. სტუდენტებს კი არ აქვთ მშობელთან ერთად გადასვლის უფლება. როგორც კი ენგურის ხიდს გადავალთ, ავტობუსებით წაგვიყვანენ კარანტინში“, - ამბობს სტუდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს. ის ერთ-ერთია იმ მოზარდებს შორის, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩააბარა.

ენგურის ხიდი. აფხაზეთიდან გადმოსული ბავშვები მიჰყავთ კარანტინში
ასეთი გამონაკლისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუშვა. გარდა ამისა ისინი უზრუნველყოფილი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასახადითაც.
ასევე პირველკურსელია „ლაივპრესის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს. ის დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ოთხშაბათს გეგმავს. უკვე 6 თვეა რაც საოკუპაცო ხაზის მეორე მხარეს დარჩენილი მეგობრები და ნათესავები არ უნახავს. სასწავლო პროცესში ჩართვის პარალელურად მათი მონახულების შესაძლებლობაც ახარებს. ისიც, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, გასაუბრებაზე ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდა.
„15-დან 20 რიცხვამდე უნდა დაიდოს ჩვენი უნივერსიტეტების სია, თუ რომელ უნივერსიტეტში ვართ ჩარიცხული და შემდეგ უკვე გაგვანაწილებენ და სადღაც უკვე ოქტომრის დასაწყისში დაიწყება ჩვენთვის, აფხაზეთის ბავშვებისთვის სწავლა“, - განაცხადა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა სტუდენტმა.

ორსანტია-ოტობაიის ე.წ. საზღვარი. ფოტო: "ლაივპრესი"
პანდემიის გამო აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი უკვე 6 თვეა ჩაკეტილია. ამ ხნის მანძილზე ხიდი რამდენიმე დღით და მხოლოდ ცალმხრივად, ოთხჯერ გაიხსნა და დაიხურა. სოხუმის განცხადებით, პანდემიისას „საქართველოში სამკურნალოდ წასულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების“ შესაძლებლობა მისცა. გალელებმა არ იციან როდის გაიხსნება ხიდი და როდის მიეცემათ დანარჩენ საქართველოსთან იძულებით გაწყვეტილი კავშირის აღდგენა. არც ახალგაზრდებისთვისაა ცნობილი როდის შეძლებენ უკან, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ან როდის მოახერხებენ მათი მშობლები საოკუპაციო ხაზის კვეთას.
ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლების ყოფა კიდევ უფრო რთული გახდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე. ისინი ჩაკეტილი ხიდის გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით სიცოცხლის ფასად ცდილობენ დანარჩენ საქართველოში მოხვედრას, სადაც სავალდებულო კარანტინის თავის არიდების მიზნით უკვე საქართველოს პოლიციასაც ემალებიან.