საზოგადოება
არის თუ არა ბავშვი კორონავირუსის გამავრცელებელი
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბრიდან იგეგმება.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოახლოებული გახსნის ფონზე, აქტიურად ვრცელდება ბევრი მითი ბავშვის როლზე ინფექციის გავრცელებაში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ბავშვის როლი ინფექციის გავრცელებაში იმდენად უმნიშვნელოა, რომ სასწავლო დაწესებულების დახურვა არ იყო აუცილებელი.

რამდენიმე დღის წინ, ბიბისიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ მეცნიერებისთვის თავსატეხია კითხვები, რომლებიც ახლავს ბავშვებსა და კოვიდ-19-ს: ავადდებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსით? რამდენად მწვავედ ავადდებიან ისინი და გადასცემენ ამას სხვებს?

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კოვიდ -19 შემთხვევების მცირე ნაწილი 5% არის ბავშვებში (18 წლამდე ასაკის). ასევე, კოვიდინფიცირებისას, ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრა ან ფატალური შედეგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში.

ევროპელი ექიმების გამოცდილებასა და საქართველოში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ცნობილი ქართველი პედიატრი ეკა უბერი "ლაივპრესთან" განმარტავს, რომ ინფექციის მიმღებლობის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბავშვი ისეთივე გამავრცელებელია კოვიდინფექციის, როგორც მოზრდილი.

"ახალი კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში უფრო დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. კერძოდ, ბავშვები მოზრდილთან შედარებით 30, 35 %-ით ნაკლები ალბათობით დაინფიცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ის ვირუსის გამავრცელებელი არ არის. სამწუხაროდ, ბავშვებიც ისევე არიან ინფექციის გამავრცელებლები, როგორც მოზრდილები. უბრალოდ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში იყვნენ უსიმპტომო მიმდინარეობით ან მინიმალური სიმპტომებით, რაც შესაძლებელია გამოეპაროს მშობელს და არ ჩათვალოს საგანგაშოდ. ამიტომ, როცა ბავშვი არ იმყოფება თვითიზოლაციაში, ის ინფექციის გამავრცელებელია", - ამბობს ექიმი.


მისივე თქმით, საქართველოში, ჯერჯერობით არ არის ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებების ამსახველი მონაცემები, თუმცა ცალსახად ცხადია, რომ დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ბავშვებში უფრო ნაკლებია:

"შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ ვირუსი უსიმპტომო მიმდინარეობით უფრო მეტს ჰქონდა, ვიდრე რეალურად დადასტურდა. ან შესაძლებელია მართლაც რეალობას წარმოადგენდეს ეს მონაცემები და დაავადებულებს მინიმალურად გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ".

რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს იმაზე, თუ რამდენად იყო აუციელებელი სასწავლო პროცესის შეწყვეტა, ექიმი პასუხობს, რომ შვედეთის მაგალითი, სადაც არათუ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, არამედ არანაირი საკარანტინე შეზღუდვა არ დაწესებულა, არ აღმოჩნდა კოვიდინფექციასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი.

"ამჯერად ინგლისში განახლდა სასწავლო პროცესი, თუმცა ჯერ კიდევ დროის სიმცირის გამო, აქ ბავშვების როლზე ინფექციის გავრცელებაში საუბარი ნაადრევია. ზოგადად, ძალიან რთულია ბავშვთა ასაკში პრევენციული ღონისძიების ჩატარება, რადგან ეს იგივეა, რომ ბავშვს უთხრა, არ ითამაშოს. სასაწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით, ბავშვთა ინფექციების გავრცელების მართვის პროცესი მართვა რთულია. ალბათ ამიტომაც არის, რომ 1 ოქტომბრამდე გადავადდა საბავშვო ბაღების გახსნა. რეალურად, 30 დეკემბერი ითვლება კოვიდინფექციის აღმოჩენის თარიღად, მსოფლიომ ამ ინფექციის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, თუმცა ინფორმაცია დღითიდღე იმატებს და გროვდება გამოცდილება. საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ სამაგალითოდ მართა ინფექციის გავრცელების პირველი ეტაპი. ამ შემთხვევაშიც ტაქტიკაც შეიძლება შეცვალოს ნებისმიერ დროს", - აღნიშნავს პედიატრი.

საქართველოში, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღებში კი ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

გამოქვეყნდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სკოლებს და საბავშვო ბაღებს პანდემიის პერიოდში მოუწევთ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.