საზოგადოება
ოსტატი, რომელიც აფხაზი და ქართველი ქალების გაძლიერებას ხელსაქმით გეგმავს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პოლიმერული თიხის ჭიქები, ნაქსოვი ჩანთები, გულსაბნევები, საყურეები, სხვადასხვა აქსესუარი, ნაქარგები, მინიატურული ქანდაკებები და თოჯინები - ამ ყველაფერს 28 წლის ამიდა ახალაია ამზადებს. პარარელურად კერავს კიდეც. ხელსაქმის სიყვარული მშობლებისგან და ბებიისგან გამოყვა. თუ ადრე ნივთებს მხოლოდ სასაჩუქრედ ამზადებდა, დღეს ჰობი ბიზნესად გაიხადა. უკვე ორი წელია ეს მისი ოჯახის შემოსავალის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ჩემი ნახელავი მოწონდათ, მერე ფინანსური საჭიროებაც დამიდგა და ამან გადამაწყვეტინა მარკეტინგულად შემეხედაო საქმისთვის, რომელსაც ზოგიერთი თავშესაქცევ საშუალებად აღიქვამს და ეეჭვება, მისგან რაიმე სარგებლის მიღება შეძლოს.

ამიდა დევნილია და ოკუპირებული საბერიოს მოსაზღვრედ, წალენჯიხის სოფელ ფახულანში ცხოვრობს. მის სახლამდე, გზად ხიდია, რომლის ქვეშაც ენგური მიედინება. ენგურს მალევე უერთდება მდინარე ოლორიც. აქედან კარგად მოსჩანს აფხაზეთის მთების სიმწვანე, სანამ შემოდგომა გააყვითლებს.

ხელთნაკეთ ნივთებზე ბავშვობიდან მუშაობს. პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსები ზუგდიდში გაიარა. ეს ცოდნა კი მოგვიანებით, ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციით შეივსო. მასალას ნამუშევრებისთვის ქუთაისში, ან თბილისში ყიდულობს. ზუგდიდში პოლიმერულ თიხას ვერ იშოვიო. აქ და სხვაგანაც, თეთრ საძერწ თიხას სთავაზობენ მხოლოდ. მართალია პანდემიის დროს ფერებზე დეფიციტი შეიქმნა, თუმცა ახლა დანაკლისი აინაზღაურა. განსხვავებული ფერის მისაღებად რამდენიმე ფერის თიხასაც აზავებს.

ნივთები ჩვეულებრივ ელექტროღუმელში ცხვება. ოღონდ პროცესი, რომელიც დაახლოებით 35-40 წუთს გრძელდება, სპეციალური თერმომეტრით უნდა გაკონტროლდეს.

"გამომწვარი თიხა იმდენად დრეკადია, როცა გადაღუნავ, არ უნდა ტყდებოდეს. რადგან ვიყენებ ჭიქებზე, სამკაულებზე, მრავალჯერადი მოხმარების ნივთებზე, რასაც კეთებ, ხარისხიანი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ვიზუალისთვის. ხშირად ვამბობ ხუმრობით, ჭიქაზე გარანტიას ვერ ვიძლევი, რადგან ჩემი გაკეთებული არ არის, მაგრამ თიხის გარანტიას კი. შესაძლოა ჭიქა გატყდეს, მაგრამ თიხა უვნებელი რჩება. მისი მიწებება სხვა ჭიქაზეც შესაძლებელია", - უთხრა ამიდამ "ლაივპრესს".

პოლიმერული თიხისგან დამზადებული ჭიქების საფასური კოვზთან ერთად, 25 ლარია. მასზე ძირითადად გაზაფხულის ფერებს და ყვავილებს ნახავთ, რომელიც კლიენტის სურვილისამებრ იცვლება.

ახალგაზრდა ქალი ცდილობს განსხვავებული ჰქონდეს ნაქსოვი ჩანთებიც. მათ რკინის დეტალებით აფორმებს. მომავალში ნივთების პოლიმერული თიხის ყვავილებით გაწყობასაც გეგმავს. ხეზე მინანქარიც უნდა სცადოს და ნაქსოვ აქსესუარებზე გადაიტანოს. კონკურენტებს თვალს ვადევნებ, ბევრი ნაქსოვი ჩანთა გაჩნდა ბაზარზე და მინდა ჩემი ნამუშევრები გამორჩეული იყოსო, ამბობს.

შედარებით მომცრო ზომის ჩანთებს 40 ლარად ყიდის. დიზაინის და იმის მიხედვით, თუ რა მასალაა მასზე დატანილი, ღირებულება 50-დან 90 ლარამდე მერყეობს.

ამიდა საკუთარ ნახელავს ძირითადად ონლაინ ყიდის. ამისთვის სპეციალური "ფეისბუკ" გვერდიც შექმნა. შეკვეთებს მაშინაც იღებდა, როცა ქვეყანა კარანტინის წესებით ცხოვრობდა. რეგიონებში ნივთებს ფოსტით აგზავნიდა, ან ტრანსპორტს ატანდა, თუკი ის რომელიმე კლიენტის სახლთან გაივლიდა.

პანდემიამდე აქსესუარებს აფხაზეთშიც აგზავნიდა. ოჩამჩირეში მის ნათესავებს მაღაზია აქვთ, სადაც საცდელად რამდენიმე ნივთი დადო. აფხაზებს ეს ნივთები მოეწონათ, დაინტერესდნენ და შეუკვეთეს. თუმცა მას შემდეგ, რაც სოხუმის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდი ჩაიკეტა, ნამუშევრების ჩატანას ვეღარ ახერხებს.

ამიდას ნივთების დამზადებაში შვილები ეხმარებიან, თიხის დამუშავება იქნება ეს, ძერწვა თუ ღუმელში ჩაწყობა. როცა ბევრი შეკვეთა მაქვს, ხელის ერთი შემშველებელიც ბევრს ნიშნავსო ჩემთვის. ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ხელსაქმეს თავი არ დაანება და ეს უნარები საკუთარი თავის განსავითარებლად გამოიყენა. ძლიერი ქალი საჭიროა, განსაკუთრებით სოფლადო. სწორედ ამიტომ, მის სამომავლო გეგმებშია თანასოფლელებს, ვისაც კი სურვილი ექნება, ხელთნაკეთი ნივთების დამზადება უფასოდ შეასწავლოს.

"არის შემთხვევები, როცა ეუბნებიან, საქმე არ გაქვს და ამისგან რას მიიღებ, ჯობია სხვა რაღაცები აკეთო. მაგრამ ჩემს ოჯახში ერთი წამით არ მიგრძვნია ანალოგიური. პირიქით. მაქსიმალურად გვერდში მიდგანან. წლების წინ ცუდად გავხდი. თავის ტვინის სიმსივნით დაავვადდი. მხედველობა არ მქონდა. ბევრი ვიშრომე, რომ დღეს რა შედეგიც მაქვს, ის შედეგი დაგვედო. მაშინ მივხვდი, როცა დედა ხარ, როცა ქალი ხარ, ორმაგად, ათმაგად მეტი გმართებს და უფალს მადლობა, რომ კარგად ვარ და ვთვლი, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს. ერთი წამიც არ უნდა დავკარგო უაზრო რაღაცაზე. ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო", - ამბობს ამიდა.

ახალგაზრდა ქალს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. ერთ-ერთია სამკერვალოს გახსნა, სადაც დედებისთვის და შვილებისთვის ერთნაირი ტანსაცმელი შეიკერება. პროექტი უკვე დაწერა. ახლა დაფინანსების მოლოდინშია.


ამიდა, როგორც დევნილი, აფხაზეთში მცხოვრები ქალების გაძლიერებაზეც ფიქრობს. უნდა მაღაზია გახსნას და სხვადასხვა ხელსაქმე, რაც თავად აქცია ბიზნესად, ახლა მათაც შეასწავლოს. როგორ განახორციელებს ამ ყველაფერს, ჯერ არ იცის. ის რაც ზუსტად იცის ის, არის, რომ თვითგანვითარებაზე ზრუნვას არ შეწყვეტს.

"სულ ვამბობ, რომ ჩემი შთაგონების წყარო არის აფხაზეთი და მისი ბუნება. მიუხედავად რამდენჯერ გადაწვისა და პრობლემის, აფხაზეთი შავ-თეთრია. სულ ვამბობ, რომ უბრალოდ ჩვენ უნდა დავამატოთ ფერები", - ამბობს ამიდა.

მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას".

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.