საზოგადოება
კორონავირუსი ჰაერში და ზედაპირებზე - რამდენად ზუსტია კვლევები
FaceBook Twitter
E-mail Print
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე - თუ რამდენ ხანს შეიძლება ვირუსმა იცოცხლოს მუყაოს, რკინის, ხის, პლასთმასის თუ სხვა ტიპის ზედაპირებზე და ნივთებზე.

სხვა ვირუსების მსგავსად კორონავირუსიც ინფიცირებული პირის მიერ ვრცელდება. გადაეცემა წვეთოვანი გზით - ძირითადად დაავადებულთან ახლო კონტაქტით, ლაპარაკის, დაცემინების, ხველებისას გამოყოფილი შხეფების საშუალებით. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს პლასტმასზე, მეტალზე, და შუშაზე 9 დღე შეუძლია დარჩენა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს მსგავსი ინფორმაცია და რა მონაცემები არსებობს რეალურად?, - ამ თემაზე რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ინფექციონისტ მაიკო ჯანაშიას ვესაუბრეთ. როგორც „ლაივპრესთან“ საუბარში ის ამბობს, კვლევებით დადასტურებულია, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე რჩება, თუმცა რამდენს ხანს, ეს ჯერ კიდევ შესასწავლია.

მაიკო ჯანაშია: ზოგადად ნებისმიერი ვირუსი ზედაპირებზე რჩება და ამიტომაც ხდება მათი ასე ხშირად დამუშავება. ეს ასე, რომ არ იყოს კვლევებით დადასტურებული, მაშინ ამ ზედაპირებს არ დავამუშავებდით. ხელიც ე.წ. ზედაპირია და ინფიცირება ხდება პირველ რიგში ჭუჭყიანი ხელის საშუალებით. ამიტომ ის ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს, უბრალოდ რომელი ვირუსი სად, რამდენი ხანი რჩება, ეს არის შედარებით მაინც უფრო პირობითი. კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე რჩება 20, 23 თუ 24 საათი, ამის გარკვევას და კვლევას რა თქმა უნდა სჭირდება გარკვეული დრო.

ლაივპრესი:
მშობლები სწორედ ამ ზედაპირებზე ვირუსის არსებობის გამო შიშობენ ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად. რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს მშობელმა პრევენციისთვის?

მაიკო ჯანაშია: მშობელი უნდა ეცადოს, რომ მისი შვილის პირადი მოხმარების ნივთი იყოს მხოლოდ მისი. ეცადონ, რომ ბავშვმა ხშირად დაიბანოს ხელი და წიგნს მოკიდოს დაბანილი, სპეციალური ხსნარით, ან ანტიბაქტერული ხელსახოცით დამუშავებული ხელი. ისეთი ნივთები, რომელიც არ ფუჭდება. მაგალითად კალამი, ჩანთის სახელურები, შესაკრავები, რომ დამუშავდეს პერიდულად სპეციალური ხსნარით. სკოლიდან რომ მოვა ბავშვი, სასურველია დამუშავდეს და ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ დაბანილი ხელი მოკიდოს ნივთს, იხმაროს მხოლოდ პირადი ნივთები და არ მოხდეს მისი ჯგუფში და კლასში გადაადგილება, ასევე სხვა პირების მიერ ხმარება.

მე როგორც მშობელი ავირჩევდი ისეთ ჩანთებს, რომელიც შედარებით მყარია, იწმინდება და არ სჭირდება ხშირი რეცხვა. მოკლედ, რომ ვთქვათ ისეთი, რომელიც ექვემდებარება დამუშავებას. ასეთი ქცევა არა მარტო კორონავირუსის დროს, არამედ ნებისმიერი სეზონური ვირუსის დროს არის ეფექტური. ეს იქნება პრევენცია, რადგან რაც უფრო ხშირად ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა - ხელის დაბანა და ახლო კონტაქტების არიდება, ნებისმიერი სახეობის ვირუსი უფრო ნაკლებად გვაინფიცირებს. ეს არის ის რაც ნამდვილად დადასტურებულია. სად რამდენი საათი რჩება, ეს ნამდვილად ჯერ კიდევ კვლევის საგანია. კი იდება კვლევები, თუმცა ერთი ჩამოყალიბებული, სადაც ზუსტად არის მითითებული, რომ ამა თუ იმ ზედაპირზე რჩება 24 საათი, ასეთი არ არის. ჯერ-ჯერობით ერთ აზრამდე არ არიან მისული.

ფოტოზე: მაიკო ჯანაშია

კვლევებით დასტურდება, რომ ზედაპირებზე ცოცხალ ვირუსს პოულობენ. რაც უფრო მეტი დღეა ზედაპირზე, უფრო კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით როდის მოხვდა ეს ვირუსი იქ. ასე რომ ხელების დამუშავება და ჰიგიენა მნიშვნელოვანია.

ლაივპრესი: ძალიან ხშირად ისმის კითხვები ფეხსაცმელზე - ყოველ დღე უნდა დავამუშავოთ და გავრეცხოთ?. ის ხომ ბაქტერიების გადატანის ერთ-ერთი წყაროა. როგორ უნდა მოვიქცეთ?

მაიკო ჯანაშია: აგიხსნით რატომ ხდება ასე - ვირუსი, რომელიც ჰაერში წვეთოვანი გზით გადადის, ჰაერში არ ჩერდება, ეს წვეთი მძიემა და ეცემა მიწაზე, იატაკზე... ჩვენ ფეხსაცმლით როცა დავდივართ, ინფექციის, ვირუსების, ბაცილების მიკრობა მარტივად ხდება მასზე. საცხოვრებელ ბინაში შესვლის წინ ფეხსაცმელი უნდა გავიხადოთ, რაც ზოგიერთ ქვეყანას ისედაც ტრადიციად აქვს და ეს ძალიან კარგი ტრაიციაა. აქ საუბარი არ არის მარტო კორონავირუსზე, ზოგჯერ ფეხსაცმლით სხვადასხვა ნარჩენებს, ცხოველების ფეკალიებს, ნახველს ვაბიჯებთ, ამიტომაც სახლში შესვლამდე უნდა მოხდეს მისი დამუშავება და არ უნდა მოხდეს ისეთ ადგილზე სადაც შემდეგ ჩვენ სხვა ფეხსაცმლით გავივლით.

ლაივპრესი: ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამზიურება რამდენად ეფექტურია?

მაიკო ჯანაშია: ეფექტურია, იმიტომ, რომ პირდაპირი მზის სხივი რამდენი გრადუსიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ზამთარში თუ ზაფხულში განსაკუთრებით, კლავს ყველა ვირუსს და ყველა ბაქტერიას, უბრალოდ ზოგს მეტი ტემპერატურა სჭირდება, ზოგს კი მეტი დრო. თუმცა დაკეტილ კარადაში შენახვამდე, ნივთი რომელიც სულ ვერ ირეცხება, უნდა გამზიურდეს და მზის სხივები უნდა მოხვდეს. ეს ბევრად შეამცირებს ვირუსების რაოდენობას და მის სიცოცხლისუნარიანობას.

ლაივპრესი: ჰაერში რამდენ ხანს რჩება?. ასევე განიავება რა დროით არის აუცილებელი?

მაიკო ჯანაშია: ზოგადად 15 წუთიდან 2 საათამდე ხდება ბაღების, სკოლების, პალატების განიავება სანამ დაიწყებენ დამუშავებას. თანაც აუცილებელია, რომ არ იყოს ორპირი, არამედ იყოს ცალმხრივი განიავება. ანუ კარი და ფანჯარა ორივე არ უნდა იყოს ღია. ჯობია გავაღოთ ფანჯარა, ვიდრე კარიც და ფანჯარაც. ცალმხრივი განიავება უფრო ეფექტურია. ქარიან ამინდში, ქარის საშუალებით მიკრობები უფრო სწრაფად გადაადგილედბიან. არის ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანია და ჰაერითაც გადადის. ასეთი ვირუსები უფრო დიდი ხანი რჩება ჰაერში, ვიდრე წვეთოვანი. წვეთოვანი ეცემა და ზედაპირზე უფრო მალე ხვდება. ასეთია კორონავირუსი. ამიტომაც არის რომ 1-2 მეტრიანი დისტანციისას მისი ტრაექტორია იცვლება და სახის სახესთან პირდაპირი კონტაქტი თუ არ არის, დიდი ალბათობაა, რომ ის დავარდეს ქვევით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
15:07 / 24.09.2020
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ
ერთეულები ახერხებენ.
17:10 / 19.09.2020
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
12:35 / 17.09.2020
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.