საზოგადოება
როგორ იქცა ბავშვობაში ენგურზე შეგროვებული ქვები ბიზნესიდეად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში, მდინარე ენგურზე ლამაზ ქვებს აგროვებდა და მათგან ფიგურების გაკეთებას ცდილობდა. ხატვა არ იცოდა, თუმცა კონტურებს მაინც ჯიუტად ავლებდა. რომ გაიზარდა, გადაწყვიტა ხელსაქმეს დაუფლებოდა, რომ ლამაზი და ბრჭყვიალა ნივთები შეექმნა.

ანა გულორდავა 25 წლისაა, ის აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ კოკში ცხოვრობს. ანა მე-8 კლასში იყო, როცა პირველი ხელნაკეთი ნივთი გაყიდა.

"ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჩხირკედელაობა. ქვებისგან, ნიჟარებისსგან ვაკეთებდი ნივთებს, სულ პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო ბრინჯისგან და ქვებისგან დამზადებული ზარდახშები, რომელიც სკოლიდან ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენაზე გავიტანე და გავყიდე. შემდეგ დავიწყე ბისერებზე მუშაობა. ფერადი ფუშფუშა კაბებიც შევკერე აქაური საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის".
როცა დარწმუნდა, რომ ხელსაქმე გამოსდიოდა, გადაწყვიტა პროფესიული კურსები გაევლო და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ქარგვას და თექაზე მუშაობას დაეუფლა, ხოლო მას შემდეგ რაც სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია.

"სტუდენტობისას, მინდოდა ჩემი ჯიბის ფული მქონოდა და არ ვყოფილიყავი მშობლებზე დამოკიდებული, გადავწყვიტე ჩემი საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია, დავიწყე თექის ჩანთებზე და სამაჯურებზე მუშაობა, შევქმენი ფეისბუკგვერდი, სადაც განვათავსე ჩემი ნამუშევრები, რის შემდეგაც დავიწყე შეკვეთების მიღება".

ანამ უმაღლესი განათლება ბიზნესის და სამართალმცოდენობის მიმართულებით მიიღო, ამჟამად, ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, თუმცა ცდილობს მაინც გამონახოს დრო ხელსაქმისთვის.

გასაყიდად ძირითადად, თექის ჩანთებს და სამაჯურებს ამზადებს, მუშაობს ასევე პეიზაჟებზე, პორტრეტებზე, რომელიც მულინის ძაფითაა შესრულებული, მაგრამ ვინაიდან ამ ნამუშევრების დამზადებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ისინი მხოლოდ გამოფენებზე დააქვს.


სიახლეებს ინტერნეტში ეძებს, თუ რამე მოეწონება, ცდილობს თვითონაც მოსინჯოს. შაბათ-კვირას, მონაწილოებას იღებს, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარედ იმართება. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე ანამ აღმოაჩინა, ზუგდიდში ხელნაკეთი სანთლები არ იყიდება და მისი დამზადება გადაწყვიტა.

"სანთლები გავაკეთე სხვადასხვა ფორმის და ფერის, თუმცა მას ხის სადგამები სჭირდება, რომლის გამოჭრაში მამა უნდა დამეხმაროს, როგორც ვხედავ სანთლებს აქ არავინ ამზადებს, და ვფიქრობ, რომ კარგად გამეყიდება", - ამბობს ანა.

მისთვის ხელსაქმე არა მხოლოდ საუკეთესო თერაპია, ეკონომიკური გაძლიერებისთვის საუკეთესო საშულებაც აღმოჩნდა:

"ქალს თავისი საქმე და თავისი ფული უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ასაკში, ოჯახს როცა შევქმნი, მაშინაც ვეცდები ჩემი ფული მქონდეს, რომ არ ვიყო დამოკიდებული მამაზე, ან ქმარზე", - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.

"მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით აირექსის-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას".


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.