დიასახლისობიდან ფერმერობამდე - „ყველაფერი შესაძლებელია“ [ვიდეო]
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
- ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში
მცხოვრები ნონა შეროზია და თან 200-მდე ქათამს საკენკად ოჯახში მოწეულ
სიმინდს უყრის. ის ახლა მხოლოდ დიასახლისი კი არა, ფერმერი ქალია,
რომელსაც ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს.
ნონა შეროზიამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მოსაზღვრედ სხვადასხვა ჯიშის ქათამი მოაშენა. წიწილებს ზრდის და როცა ფრინველი 5-6 კილოგრამს მიაღწევს, თითოს 15 ლარად ყიდის. გარდა ამისა, დღეში 50-მდე კვერცხი უგროვდება და მათ რეალიზაციასაც ახერხებს. პროდუქტი სოფელში იყიდება. არსად წასვლა და დამატებითი ხარჯების გაწევა არ უწევს. მყიდველები სახლში აკითხავენ. ყვება, რომ დანახარჯიც ბევრი არ აქვს, რადგან ფრინველის მთავარი საკვები, სიმინდი ოჯახში მოჰყავთ.

„ახლა მე ჩემი შემოსავალი მაქვს. მეუღლეს თავისი შემოსავალი აქვს, შვილებიც ფეხზე დავაყენე და იმათაც თავიანთი შემოსავალი აქვთ. არ ვიცი როგორ ავღწერო ეს - დიდი ბედნიერებაა, როცა შენ დედა ხარ, როცა შენ ოჯახის ბურჯი და ძირი ხარ და შენი შემოსავალი გაქვს... მე ჩემი შემოსავალი მაქვს. აი მართლა რაც მინდა ოჯახისთვის, ამისთვისაც. რომ გავიგებ მეგობრებთან არის რაღაც, მე ფული არ მაქვს სათხოვი და ჩემი ფული მაქვს“, - ყვება 55 წლის ფერმერი.
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, მეფრინველეობით თუ მეცხოველეობით ოჯახის რჩენა რომ შესაძლებელი იყო, ადრეც იცოდა, თუმცა ეს როგორ უნდა მოეხერხებინა? ან შეძლებდა კი? - ეს კითხვები აწუხებდა, გამბედაობა არ ჰქოფნიდა ოჯახის ყოველდღიური საქმიანობა გაეფართოვებინა და ბიზნესად ექცია.
ფიქრი, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ ექცია 2010 წლიდან უფრო აქტიურად დაიწყო, როცა ქალთა საკითხებზე ფონდი „ტასოს“ დახმარებით ტრენინგ-კურსებს დაესწრო, მოგვიანებით კი მეფრინველეობის მიმართულებით დაფინანსებაც მოიპოვა. ნონა შეროზია იხსენებს, რომ თავიდან მის წამოწყებას ბევრი სოფელში არასერიოზულად უყურებდა. თუმცა მისთვის მთავარი იყო ის, რომ ქმარ-შვილი გვერდში დაუდგა და შედეგმაც არ დააყოვნა - მალე ქათმების მოშენება დაიწყო.

„ყველას უკვირდა - ნონა სად მიდის? რა საქმე აქვს?.... არადა შეხვედრები გვქონდა პარლამენტარებთან, გვქონდა ტრენინგები და იმდენი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომ მიკვირდა. მიკვირდა, როგორ არიან ის ქალები, ვინც არ დადიან და ვინც ამ ყველაფერს ვერ ხედავს. მეუბნებოდნენ - შენო უსაქმური ხარო, იქ რომ მიდიხარო. მე მეცინებოდა გულში, მაგრამ ოჯახში არც მეუღლისგან და არც შვილებისგან არ მქონია ასეთი რამ - შენ სად მიდიხარ? 3-4 დღითაც მივდიოდი თბილისში. იქ ტრენინგები გვქონდა. ვბრუნდებოდი და ვაგრძელებდი ცხოვრებას“, - ყვება ნონა.
მეფრინველეობის პარალელურად, მან მეცხოველეობასაც მიჰყო ხელი. ჰყავს 3, როგორც თავად ამბობს, კარგი ჯიშის ძროხა. დღეში საშუალოდ 30 ლიტრ რძეს წველის და რძის პროდუქტებსაც ყიდის. სცადა სხვადასხვა ჯიშის ყვავილების დაკალმება. ამაშიც წარმატებული აღმოჩნდა. მცენარეების დიდი ნაწილი უკვე გაყიდა. ოჯახშიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით იკვებებიან.

„ოჯახში ძირითადად ჩვენ არაფერს არ ვყიდულობთ - ჩვენს საქონელს დავკლავთ და ის გვიდევს მაცივარში, ქათმები, ყველი, მაწონი, გებჟალია, - ჩვენ ამ საკვებს ვხმარობთ ძირითადად. მარტო თუ ვიყიდეთ: ზეთი, შაქარი და მარილი. გარდა ამისა, ყველაფერი ჩვენია“, - ამბობს ნონა შეროზია.
მისი სიტყვებით, საკუთარმა საქმემ გაცილებით ძლიერი და თამამი გახადა. ამაყია, რომ ყველანაირ პრობლემას ახლა უფრო მარტივად უმკლავდება.
საკუთარი მცირე ბიზნესიდან შემოსული თანხით კი გართობაზეც არ ამბობს უარს. უყვარს ტრენინგებზე გაცნობილ ახალ მეგობრებთან ერთად შეხვედრა და დასვენება.
კითხვას, რომელიც 10 წლის წინ აწუხებდა, ახლა ასე პასუხობს - „თურმე არაფერი ყოფილა, რასაც ვერ შეძლებ“.
"მოცემული კონტენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით აირექსის-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას".