საზოგადოება
ასწლოვანი ოდა აშილ მიურატის ნაჩუქარი ჭაღით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ სახლისთვის გვერდის აქცევა გავლა თითქმის ყოველ დღე მიწევს. ერთი შეხედვით პატარა, მეგრული ოდაა ძველებური რიკულებით, აივნით, მოაჯირით, წინ დიდი ეზოთი, წარსულში რომ გაბრუნებს და შავ-თეთრი ფოტოებიდან იცნობ. იშვითად მინახავს შუქი დარაბებს მიღმა. ჩემთვის დავასკვენი, რომ აქ არავინ ცხოვრობს და პერიოდულად მეპატრონე აკითხავს.

მერე ჭიშკარზე აბრა გაჩნდა, წარწერით - "იყიდება" და კიდევ უფრო დამწყდა გული. დაფიდან საკონტაქტო ამოვიწერე.

"მე ჟურნალისტი ვარ. თქვენი სახლით დავინტერესდი..მისი ისტორიით".

"ეს ასწლოვანი ოდაა. მობრძანდით, მოგიყვებით", - შუახნის ქალი მპასუხობს და შეხვედრაზე ვთანხმდებით.

წითელი იატაკი, ძველებური შპალერი კედლებზე, დროისგან გაცრეცილი ალაგ-ალაგ, ქართული და ევროპული კულტურის, არქიტექტურის სინთეზი, მკვეთრი გემო და სუნი ამ ერთობის, რომელსაც პირველივე ნაბიჯებზე ხედავ და გრძნობ.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სახლი სულ ცოტა 118 წლისაა. გვიხსნის ოჯახის დიასახლისი. ლია მიქავა გიდობას გვიწევს ლამის სამუზეუმო ექსპონატად ქცეულ კედლებში. ოდა მარტვილის სოფელ თამაკონში ჯერ კიდევ 1902 წელს, მისი მამამთილის, ჯემალ ფარცვანიას მშობლებმა დაშალეს და ზუგდიდში ხელახლა ააწყვეს. მანამდე იქ რამდენ ხანს იდგა, არ იცის. თავად ამ ოჯახის რძალი 1988 წელს გახდა.

სახლს სულ ექვსი ოთახი აქვს - სამი საძინებელი, ერთი მისაღები, სასადილო და შემოსასვლელი, სამზარეულოთი და სველი წერტილით.

პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, ერთ კედელზე გაშლილი უზარმაზარი ბიბლიოთეკაა 2 ათასამდე წიგნით, ჭერამდე რომ წვდება. ჯემალ ფარცვანია ქართულ, თუ მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიას ჯერ კიდევ 60-70-იანი წლებიდან აგროვებდა. ძალიან ამაყობდაო ამ წიგნებით, იხსენებს ლია მიქავა. იმისთვის, რომ თაროებზე ადვილად მიეგნოთ, კატალოგიც შეუქმნია. ბიბლიოთეკას ბევრი მკითხველი ჰყავდა - ახლობლები და მეგობრები.

ჯემალ ფარცვანიას ქალაქში ბევრი იცნობდა - ჯერ ფაიფურის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი ენგურჰესში. იყო ზუგდიდ-ვაჭრობის მმართველიც. დედამთილი თავის დროზე ყველ-კარაქის მთავარი ტექნოლოგი იყო. სწორედ ის უვლიდა ბოლოს სახლს, სანამ ხუთის წლის არ გარდაიცვალა. ლია მიქავას აქ 12 წელია არ უცხოვრია. ახლა კი დღეგამოშვებით აკითხავს, წმენდს, ანიავებს, რომ კარგად შემოინახოს.

სტუმრების მისაღებ ოთახში დადიანების სიძის, აშილ მიურატის ნაჩუქარი ჭაღი ჰკიდია ძველებურ ლამპასთან ერთად. ესეც მათი ერთ-ერთი რელიქვიაა. როგორც გადმოცემით იცის, სავარაუდოდ მიურატმა ნივთი ოჯახს სტუმრად ყოფნის დროს უსახსოვრა.

მეგრული ოდა თავისი არქიტექტურით უცხოელი ტურისტების ყურადღებას იპყრობს, მათ ფოტოობიექტივში ხვდება. ინტერესდებიან - რამდენი წლისაა, საიდანაა.

"ბოლოს 1990 წელს გარემონტდა. მას მერე ხელი არ გვიხლია. აქაურობას თეთრი რემონტი სჭირდება. წაბლის ხის მასალისგანაა გაკეთებული. სახლი ავარიული არ არის. გაყვანილობას თუ შეცვლი, თორემ წყალი შემოყვანილია. ავეჯი ძველია, მაგრამ სახურავია გამოცვლილი", - გვითხრა ლია მიქავამ.

აშილ მიურატის ნაჩუქარი ჭაღი: ფოტო ლაივპრესი

ოდას ოთხი ბუხარი აქვს. ორი მისაღებ და სასტუმრო ოთახში, თითო-თითო კი საძინებლებში. ძველად ხომ ბუხრით თბებოდნენ. თან ამ ყველაფერს დეკორატიული დატვირთვაც ჰქონდა.

ფარცვანიების გვერდით კიდევ ერთი მეგრული ოდა-სახლი დგას. ახლა ისიც იყიდება. იმის გვერდზე შედარებით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია. კარგი მეზობლობა გვქონდაო.

შემოდგომა ეზოებში - ცეცხლზე ქვაბით შემოდგმული საწებლის თუხთუხი, გაშლილი სუფრა, კამათლის გაგორება, ვინ წიწილას წვავდა, ვინ ხაჭაპურს აცხობდაო - ასე იხსენებს ლია მიქავა წლებს, რომელიც უკვე ისტორიაა.

ახლა აქ სიჩუმეა. მყუდროებას მხოლოდ მანქანების და გამვლელების ხმაური არღვევს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბებიის მიერ მომზადებულ კერძი განსაკუთრებით გემრიელია.
14:28 / 24.10.2020
ბებიის მიერ მომზადებულ კერძი განსაკუთრებით გემრიელია.
ვერცხლის სამკაული მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტებით
დიზაინერ რუსუდან შანავას ახალი მიმართულებაა.
14:15 / 20.10.2020
ვერცხლის სამკაული მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტებით დიზაინერ რუსუდან შანავას ახალი მიმართულებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.