საზოგადოება
საარჩევნო კამპანია სოციალურ ქსელში
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოლო რამდენიმე წელია არჩევნებში სოცისლურ ქსელებს განსაკურებული ყურადღება ეთმობა და სულ უფრო აქტიურად ხდება მისი გამოყენება აგიტაციისთვის. წელს, პანდემიის პირობებში, როცა მასშტაბური შეკრებისგან მოქალაქეები თავს იკავებენ, სოციალური ქსელების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

ფეისბუკზე საარჩევნო რეკლამებში დახარჯული თანხები

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში მოყვანილია ფეისბუკის მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში. ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით 193,465 აშშ დოლარი დაიხარჯა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაუდეკლარირებელი რეკლამების ნაწილი ფეისბუკის მიერ პოლიტიკურ რეკლამად იდენტიფიცირების გარეშე დარჩა, რის გამოც ამგვარი რეკლამების რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხის მოცულობა უცნობია.

ყველაზე დიდი თანხა ფეისბუკრეკლამაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დაიხარჯა - ჯამში 47,800 აშშ დოლარამდე.30,782 აშშ დოლარი მოახმარა „ევროპულმა საქართველომ“. „ლელომ“ 21,747 აშშ დოლარზე მეტი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ გვერდის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მიერ განთავსებული სულ 9 რეკლამაა, რაზეც 1,910 აშშ დოლარია დახარჯული. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20,421-ზე მეტი აშშ დოლარი.

ფეისბუკზე აქტიური კანდიდატები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო აგიტაციისა და რეკლამირებისთვის სოციალური ქსელებიდან ძირითად აქცენტს ფეისბუკზე აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ონლაინსივრცეშიც ის კანდიდატები აქტიურობენ, ვის სახეებსაც ბილბორდებზეც და ტელეეკრანებზეც ხშირად შეხვდებით.

ზუგდიდის ოლქში წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 14 კანდიდატიდან ფეისბუკით აქტიურ საარჩევნო კამპანიას 5 აწარმოებს. ფეისბუკგვერდი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება საარჩევნო თემებით, მხოლოდ 4 კანდიდატს აქვს.

ერთ-ერთი მათგანია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა. ამომრჩევლებთან შეხვედრებით არის გაჯერებული მისი, როგორც ოფიციალური, ისე პირადი გვერდი. სხვა კანდიდატებისგან გსხვვებით, შეიძლება ითქვას, რომ მისი ფეისბუკგვერდი უფრო მხიარულია. საარჩევნო შეხვედრების პარალელურდ აქ შეხვდებით სახუმარო ვიდეორგოლებს და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა სიმღერისა და ცეკვის კადრებს.

გაცილებით ოფიციალურია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის გვერდი. აქ საარჩევნო შეხვედრების ამსახველი ფოტო- ვიდეო მასალის პარალელურად იტვირთება მხარდამჭერთა საგანგებოდ ჩაწერილი სარეკლმო რგოლები. მათ შორის მასწავლებლების, ექიმების დ სხვა სფეროში დასაქმებული ზუგდიდელების. პერიოდულად თავსდება სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროექტების და მიღწევების შესახებ დოკუმენტები. გარდა ოფიციალურისა ფეისბუკზე არ იძებნება მისი პირდი გვერდი.

აქტიურია „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე ახვლედიანის ფეისბუკგვერდიც. აქ მეტწილად ბრიფინგების, „კარდაკარის“ და ოფისში მუშობის ფოტოებს შეხვდებით. კანდიდატი აქტიურად აზიარებს პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის გამოსვლებს. ამის პარალელურად კი თვენ შეხვდებით კონკურენტი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ფოტოებს, რომელიც 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდშია გადაღებული. ფოტო კარდაკარ შეხვედრებს ასახავს, სადაც ალექსანდრე ახვლედიანიც მონაწილეობს. აქვეა წარმოდგენილი თავად კანდიდატის პირადი ფოტოები. მაგალითად ნადირობის, ნათლობის და სხვა. ფეისბუკზე იძებნება ახვლედინის კიდევ ერთი გვერდი, რომელიც შედარებით ნკლებად დტვირთლი დ აქტიურია.

დანარჩენი კანდიდატებისგან ყველაზე გვიან, 24 სექტემბერს წარადგინა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მალხაზ ჯალაღონია. უკვე მეორე დღიდან გააქტიურდა მისი ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე, რომელიც ყოველდღიურად ახლდება კანდიდატის ამომარჩეველთან შეხვედრის ამსახველი ფოტოებით. გარდა ამისა ამა გვერდზე არის პარტიის საარჩევნო სხვა აქტივობების შესახებ მასალა, ასევე ენმ-ის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და პარტიის ლიდერების ბრიფინგები. ასევე საარჩევნო აქტივობებს ასახავს კანდიდატის პირადი გვერდიც.

ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კრიტიკით არის დაკავებული ფეისბუკის საკუთარ გვერდზე „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი გაბედავა. მას ხშირად აქვს პირდაპირი ჩართვებიც. მის ფეისბუკ გვერდზე ნახავთ საპროტესტო გამოსვლებს ენმ-ის ლიდერების ზუგდიდში ჩამოსვლასთან დაკავშიებითაც.

დანარჩენი კანდიდატები -„პატრიოტთა ალიანსიდან“ ოთარ ჭითანავა, „ზვიადის გზა - ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისთვის“ წარმომადგენელი რამაზ ჩაჩიბაია, „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ კანდიდატი ვაჟა კიტია, ზურაბ ჯინჯოლავა „თავისუფალი საქართველოდან“, „საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან“ გიორგი მორგოშია, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან“ ჯამბულ ნაჭყებია საკუთარი პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო ბანერებს და მიმართთვებს აზიარებენ.

მუნიციპალიტეტების გვერდები საარჩევნოდ

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მუნიციპაიტეტების მერიისა და სკრებულოს ვებ-გვერდები. ჯმში 133 ოფიციალური გვერდი, მათგან 69 მერიის და 64 საკრებულოსი.
ორგნიზციაში მიჩნიათ, რომ 2020 წლის იანვრიდან დღემდე 20 მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში პარტია „ქართული ოცნება“ 29-ჯერ ახსენეს ნეიტრალურ, ან პოზიტიურ კონტექსტში. ხოლო საკრებულოებმა ასეთი 54 პოსტი გამოაქვეყნეს. პარტიის სახელი ხშირად საკრებულოს წევრების აფილაციის კონტექსტში არის გამოყენებული, თუმცა წარსულში ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა.

როგორც „სმრთლიან არჩევნებში“ ამბობენ, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები სხვა არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრები სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებიც არიან.

„სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმური საქმიანობა განცალკევებული უნდა იყოს მმართველი პარტიის საქმიანობისგან, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში. იურიდიული და ეთიკური სტადარტები იმგვარად უნდა იყოს გატარებული, რომ შესაძლებელი იყოს თვითმმართველობების საქმიანობის მკაფიო განსხვავება პარტიული საქმიანობისგან. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის ოფიციალურ პლატფორმებზე თავი უნდა შეიკავონ მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფარული რეკლამირებისაგან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც ორგანიზაციში „ლივპრესს“ განუცხადეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ მათ შეტანილი აქვთ სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი.
მათივე ცნობით, სარჩელის დეტალები სასამართლო პროცესის ჩატარების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში აისახება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.