საზოგადოება
ისტორიული ნაგებობები ბოტანიკურ ბაღში [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ევროპული მემკვიდრეობის კულტურის ძეგლი - ბოტანიკური ბაღი ყურადღებას იქცევს არა მარტო მცენარეებით, არამედ არქეოლოგიური და არქიტექტურული თვალსაზრისითაც.

ზუგდიდის მუზეუმის ექსკურსიამძღოლი სოფიო კობახიძე გვიყვება, რომ ბოტანიკურ ბაღში დადიანების აქამდე უცნობი სამთავრობო სასახლის შესწავლის მიზნით, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც ცნობილი გახდა სასახლის გეგმა.

ბოტანიკური ბაღის ტოპოგრაფიული რუკა - შემდგენელი შმიდტი.

შეიძლება ითქვას, რომ შენობის სიგრძეა 76 მ, ხოლო სიგანე 30 მ.

წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ საქმე გვაქვს სამეგრელოს სამთავრო სასახლესთან, რომლის ძირითადი ნაწილი აიგო მე-19 საუკუნის 40- იან წლებში, შემდეგ გადააკეთეს, გააფართოვეს, მაგრამ როდესაც ომერ-ფაშა შემოიჭრა სამეგრელოში, გადაწვა ბაღი და ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობები, კვლავ იქნა ეს სასახლე განახლებული, თუმცა 1864 წლის 1 მარტს დაიწვა და მისი განახლება არ მომხდარა.

ჯვარედინა სასახლის არტეფაქტები.

ბაღის ტერიტორიაზე მდგარა ასევე, ჯვარედინა სასახლე, აღდგომის ღამეს, 1848წელს, მიწვეული ცნობილი ფრანგი მეცნიერი და ქართველოლოგი მარი ბოსე სასახლეს აღწერს:

,,ბაღის ბოლოში აღმართულია ჯვრისებური, მომრგვალებულ კუთხეებიანი სასახლე. ქვედა სარტული ქვისაა, სტუმრებისათვის განკუთვნილი რამოდენიმე ოთახით.ზედა სართული მთლიანად ხისაა. ორტოტა, ლამაზ კიბეს, რომელიც შემდეგ ერთტოტა ხდება, ავყავართ დარბაზში. დარბაზის შუაგულში დგას ჯვრისებური, სამთავრო კარის სტუმრებისათვის განკუთვნილი 32- ადგილიანი მაგიდა. დარბაზის ჭერი ხისაა, ორ ფერად ყვითლად და შავად მოჩუქურთმებული, საიდანაც ეშვება ერთი ხის ნაჭრისგან გამოთლილი ჯაჭვი, რომელზედაც ჭაღი ჰკიდია. აივანზე ირგვლივ სკამებია, რომელზედაც ერთდროულად 300 კაცს შეუძლია ჯდომა, მაგრამ თუ სკამებს კიდევ დავუმატებთ, შეიძლება 500 კაციც დაეტიოს.
მარი ბროსემ არა მარტო აღწერა ეს სასახლე არამედ დაგვიტოვა სასახლის ჩანახატი და გეგმაც. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობს ჯვარედინა სასახლის არსებობას.

გარდა სასახლეებისა, ბოტანიკურის ტერიტორიაზე ჟოზეფ ბაბინის დროინდელი ორანჟერიის ნანგრევებს ვხვდებით. ამ ნანგრევების შესახებ წერდა ცნობილი ფრანგი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ჟიულ მურიე თავის ცნობილ ნაშრომში-"სამეგრელო":

ორანჟერია. სამეურნეო დანიშნულების არტეფაქატები.

,,საუცხოო ბაღი, რომლის სამოთხედ გადასაქცევად მთავარმა დავითმა არაფერი დაიშურა. სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ომის დროს თურქებმა სრულიად გაანადგურეს, თუმცა ნიადაგის უხვი ვეგეტაციის წყალობით,თანდათან ყველაფერი ისევ აღმოცენდა,რამდენიმე წელიწადში ხვიარა მცენარეებისა და ვარდის ბუჩქების ქვეშ მოქცეულ ორანჟერიის ნანგრევები, რომლებიც შორიდან ანტიკური ტაძრის პორტიკს ჰგავს. იმდროინდელი რბევის ერთადერთი კვალი იქნება, რისი დამალვა ბუნებამაც კი ვერ შეძლო".

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამეურნეო ხასიათის თიხის არტეფაქტები ძირითადად საყვავილე ქოთნებითაა წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აქ ორანჟერიის არსებობას.

ამჟამად ბოტანიკური ბაღის ფართობი დაახლოებით 26 ჰექტარია, 2018-2019 წლებში ჩატარდა ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ როგორც მისი განვითარების მეოთხე ეტაპი.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბებიის მიერ მომზადებულ კერძი განსაკუთრებით გემრიელია.
14:28 / 24.10.2020
ბებიის მიერ მომზადებულ კერძი განსაკუთრებით გემრიელია.
ვერცხლის სამკაული მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტებით
დიზაინერ რუსუდან შანავას ახალი მიმართულებაა.
14:15 / 20.10.2020
ვერცხლის სამკაული მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტებით დიზაინერ რუსუდან შანავას ახალი მიმართულებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.