საზოგადოება
„სანატრელი თვითმმართველობა“ - კანდიდატების ხედვები
FaceBook Twitter
E-mail Print
ორჯერ წართმეული სტატუსი

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში, მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციისა და განვითარების მიზნით თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა. ქვეყნის 7 ქალაქს, მათ შორის ზუგდიდს, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიანიჭა. ზუგდიდში ქალაქი და თემი გაიყო. ქალაქის ტერიტორიაზე პასუხისმგებლობას იღებდა მერია, თემში კი გამგეობა. ორივე თვითმმართველ ერთეულს საკუთარი, არჩეული საკრებულო ჰყავდა.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ზუგდიდელები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, რადგან მათი დიდი ხნის სურვილი შესრულდა. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 3 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდს ეს სტატუსი გაუუქმა. ისტორია განმეორდა, მანამდე, 2006 წელს, ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გაუუქმა ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.

რას ცვლის თითმმართველი ერთეულის სტატუსი?

არაერთი არასამთვრობო ორგანიზაცია თვლის, რომ თითმმართველი ერთეული გაცილებით ეფექტურად მუშაობს და უფრო მეტია მასში ხალხის ჩართულობაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ტერიტორიული თვალსაზრისით რაც უფრო მცირე ზომის არის თვითმმართველობა, მით უფრო ახლოს დგას მოქალაქეებთან. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განცხადებით, საქართველოს ევროპაში ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტები აქვს და მასში ნაკლებია მოქალაქეთა ჩართულობა:

„თუ ჩვენ გვექნება პატარა მუნიციპლიტეტები, პრობლემების იდენტიფიცირება ადმინისტრციულ ერთეულში, უბნებსა თუ ქუჩებში უფრო მარტივია და შესაბამისად თვითმმართველობას ექნება უფრო სწრაფი საშუალებები, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. თუ ზუგდიდს ექნება თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ისევე, როგორც სხვა ქალაქებს ქვეყანაში, ეს გააუმჯობესებს სერვისების ხელმისწვდომობას და მოქალაქეების ჩართულობის დონესაც“, - მიიჩნევს არჩილ თოდუა.

გარდა ამისა ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დღეს არსებული მოდელით მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი არც ფინანსური რესურსი, ქონება და საკუთარი, მცირე შემოსავლების ნაწილშიც კი არ არიან ბოლომდე დამოუკიდებლები. არჩილ თოდუა თვლის, რომ თითამმართველობაას გაცილებით დამოუკიდებელს გახდის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასაფლო-სამეურნეო დანიშბულების მიწების, „შენობა-ნაგებობების ნაწილი სადაც მუნიციაპალიტეტები მუშაობენ, ისიც კი ეკუთვნის სახელმწიფოს. თვითთმართველობის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფლობს გაცილებით მეტ ქონებას ვციდრე მუნიციპალიტეტი და უწევს მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა თუნდაც იმისთვისაც კი კონკრეტულ სოფელში გაარემონტოს ბიბლიოთეკა“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების საკითხი საარჩევნოდ ისევ გააქტიურდა. ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტების მოსაზრება აინტერესებთ - რას ფიქრობენ ამ თემაზე და აპირებენ თუ არა გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში ამ საკითის დაყენებას? ეს იყო ერთ-ერთ პირველი კითხვა ამომრჩევლის მხრიდან მაჟრიტარობის კანდიდატების მისამართით, „ლაივპრესის“ ორგანიზებულ საარჩევნო შეხვედრაზეც. იგივე კითხვა აქვს ზუგდიდელ ეგნატე შამუგიას. მას არაერთხელ გაუპროტესტებია ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევა. „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ დღეს არსებული მოდელით თვითმმართველობა მთლიანად ცენტრიდან იმართება და მასში არ არის ჩართული ხალხი.

„სანამ თავად პოლიტიკური პარტიების მართვის ორგანოები იქნება ცენტრალიზებული, მანამ ვერ იქნება რეალური თვითმმართველობა მიღწეული, რადგან ეს პარტიები შემდეგში ხელისუფლებაში მოდიან ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე და მათი მართვის სტილი სწორედ, რომ ცენტრალიზებული მოდელია, რაც მათ მიერ განხორცილებულ საჯარო მმართველობაზეც აისახება“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

რას ფიქრობენ კანდიდატები

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“

„არ არსებობს დეცენტრალიზაცია ფისკალური და საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის გარეშე. უბრალოდ ეს ტყუილი და თავის მოტყუებაა... თუ ჩვენ გვინდა ნორმალურად ფუნქციონირებადი სახელმწიფო, მაშინ აუცილებელია დეცენტრალიზაცია, რაც თავის თავში მოიცავს ფისკალურ დეცენტრალიზაციასაც. ჩვენი მოდელით გადასახადის ნაწილი უნდა დარჩეს ადგილზე, იმისთის რომ დამოუკიდებლად შეძლოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ცენტრის ჩაურევლად თანხები განკარგვა და იყოს რეალურად დამოუკიდებელი“.

ალექსანდრე ახვლედიანი - „ლელო“

„დეცენტრალიზაცია აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თანხა დარჩება აქ. ის რომ შემოსავლები 100%-ით დარჩეს, მე ამის მომხრე არ ვარ. რეგიონს უნდა დარჩეს რეგიონისთვის საჭირო ფული... მე პირადად მომხრე ვარ 60/40-ზე პროცენტული მაჩვენებლის. 40% საკმაოდ სერიოზული ციფრია... რეალური დეცენტრალიზაცი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა გადავიდეს ტყეები, ბუნებრივი რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი, რეალური დეცენტრალიზცია და მუნიციპალიტეტების მმრთველობის დელეგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

ჯამბულ ნაჭყებია - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

„ვფიქრობთ თვითმმართველობა აღვადგინოთ სოფლისა და ქალაქის დონეზე. ყოველი ერთეული აირჩევს საკუთარ რწმუნებულს. სოფლებში ამჟამად არსებული მერის რწმუნებულის ნაცვლად იქნება ხალხის რწმუნებული. ახლი შტატები კი არ შეიქმნება, მერიაში არსებული შტატის ბაზაზე ხარჯთეფექტურდ მოხდება თვითმმართველობის ხალხთნ მიახლოება. ახლა ყველფრის მართვა ხდება ცენტრალიზებულად, ცხადდება ცენტრალიზებული ტენდერები, ჩვენ გვინდა საკითხი გადაწყდეს იქ სადაც შესაძლებელია მისი გადაწყვეტა“.

მალხაზ ჯალაღონია -„ნაციონალური მოძრაობა“

„სამწუხაროდ მე არ მქონდა დრო ჩვენს გუნდთან ერთად, ძირფესვიანად გამევლო ეს საკითხი, რადგან ძალიან გვიან წარმადგინეს... და საკითხის განხილვა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ვერ მოვასწარი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არაფერი არ მუშაობს კარგად და არც ეს“.

ირაკლი ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“

„ზუგდიდის განვითარების პოტენციალი მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის სტატუსში არაა. ზუგდიდს აქვს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ თვიათმმართველი ქალაქის პირობებშიც მოგვიწევდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება... თვითმმართველობის პრინციპი არ მდგომარეობს მხოლოდ სტატუსში კონკრეტული საზღვრების ფარგლებში. განვითარების რეალური შესაძლებლობა არის მაშინ, როცა თვითმმართველობას აქვს რეალური შესაძლებლობა თვითონ მართოს და განკარგოს ის შესაძლებლობები, რომელიც არის მისთვის ხელმისაწვდომი. ზუგდიდი, როგორც თვითმმართველი ქალაქი - რა თქმა უნდა მე დადებითი პოზიცია მაქვს“.

ოთარ ჭითანავა - „პატრიოტთა ალიანსი“

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ვართ ყველზე ცენტრალიზებული ქვეყანა. ყველაფერი ცენტრიდან ხდება. „ქართულ ოცნებას“ ასე წარმოუდგენია, რომ თბილისში ზის ვიღაც ჩინოვნიკი, რომელმაც უნდა იცოდეს რა პრობლემებია 3500 სოფელში და დაბაში. ყველაფერი თბილისიდან არ უნდა მოდიოდეს, როგორც დირექტივით დაწყებული, დოტაციით დამთავრებული... საძოვრებს ტყეებს, ყველაფერს თბილისი აკონტროლებს. ეს იქნება ის საკითხი, რასაც ჩვენ პარლამენტში დავაყენებთ“.

გიორგი გაბედავა -„ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“

„თვითმმართველის სტატუსის მოხსნა იყო დიდი დარტყმა ზუგდიდისთვის. ზუგდიდი არის ერთ-ერთი სტრატეგიული ქალაქი, რადგან აქედან ახლოს არის ენგურის ხიდი. იქ მცხოვრებ ადამიანებს როცა სურთ აქეთ გადმოსვლა, როგორც საკუთრ სამშობლოში, შენ კი როცა დააკნინებ ქალაქის სტატუსს, შენ რომ გააფუჭებ გზებს, განათლება არ გექნება ნორმალური, არ მოაწესრიგებ საავადმყოფოს, რანაირად მოუნდება იმ ხალხს აქ დაბრუნება. პირველი რასაც ვიზამ ეს იქნება ამ სტატუისის დაბრუნება ზუგდიდისთვის“.

ზურაბ ჯინჯოლავა - „თავისუფალი საქართველო“

„ვპირდები ჩემ ამომრჩეველს, რომ მე ამ სტატუსისთვის ვიბრძოლებ, რათა დაუბრუნდეს ქალაქს...თუ როგორ და რა პრინციპით უნდა მოხდეს ეს, ამაზე დავსხდებით იურისტებთან ერთად და გადავწვეტთ“.

გიორგი მორგოშია - „კონსერვატიული საქართველო“

„თვითმმართველობა არის სერიოზული რესურსი, ბერკეტი. როცა ცენტრალიზებულია, ხდება რეგიონის ცენტრიდან მართვა, რაც რთულია რადგან აქ უკეთ იციან პრობლემები, ვიდრე იქ ზევით“.

რამაზ ჩაჩიბაია - „ზვიადის გზა - ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნიათვის“

„ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა და არა პატარა საკრებულომ, რომელსაც ზევიდან დაავალეს და გადაწყვეტილება მიაღებინეს. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბერკეტი მივცეთ ხალხს. ჩვენ გვინდა ყველა რეგიონში ჩამოვაყალიბოთ იმდენი ეროვნული საბჭო, რამდენი საარჩევნო უბანიც არის სადაც ყველა ადამიანი, სოფელში და ქალაქში ლოკალურად გადაწყვეტს საკუთარ პრობლემას“.

ვაჟა კიტია -„დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“

„არ შეიძლება, რომ ზუგდიდი, რომელიც არის განსაკუთრებული ქალაქი, არ ჰქონდეს სტატუსი. მას უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი“.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ეს მოსაზრებები „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ გამოთქვეს. მათ საარჩევნო დაპირებებში კი მუნიციპაალიტეტის განვითარების დეტალური გეგმა არ არის გაწერილი და არ არის საუბარი არც თვითმმართველობის რეფორმაზე. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ამ საკითზე საზოგადოებისთვის სასურველი პასუხების გაცემა, არჩევნებს უკავშირდება.

„რაც შეეხება კანდიდატების დაპირებებს, კარგი იქნება თუ მათი ხედვები თვითმმართველობის განვითარების შესახებ, დეტალურად იქნება გაწერილი მათ პროგრამებში“, - ამბობს არჩილ თოდუა. მისივე სიტყვებით, კანდიდატებმა უნდა შეისწავლონ მუნიციპალიტეტის პრობლემები, რაც აქვს თვითმმართველობას და გვითხრან, როგორ აპირებენ მათ მოგვარებას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.