საზოგადოება
როგორ იქმნება სამკაულები მეგრული ოდის ორნამენტებით [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ვერცხლის სამკაული მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტებით დიზაინერ რუსუდან შანავას ახალი მიმართულებაა.

რუსუდანი ამბობს, რომ ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, რამდენიმე წლის წინ კი ვერცხლის ნაკეთობებზე მუშაობით დაინტერესდა და შეისწავლა.

"ინტერნეტი ძალიან კარგი საშუალებაა, ახალი უნარების შეასწავლად, დავიწყე ვიდეოების ყურება, მომეწონა, მერე სამსახურში ვიკითხე, ვინმეს ხომ არ ჰყავდა ახლობელი იუველირი და აღმოჩნდა, რომ თანამშრომელს ჰყავდა დეიდაშვილი, რომელსაც შემდეგ მივებარე და მასთან ერთად დავამზადე პირველი საყურე".

რუსუდანს წალენჯიხაში, სახლში საწარმო აქვს. მისი ნაკეთობები "გრეხილის" ბრენდით არის ცნობილი.

მან კულტურული მემკვიდრეობის თემას თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები მოარგო და გამორჩეული სამკაული შექმნა.

"მახსოვს, როცა ამ მეგრულ ოდაში მივედი და ფოტო გადავუღე, მეპატრონეს გაუკვირდა, ორი საუკუნის სახლია შვილო და რად გინდა ამის ფოტოებიო, შემდეგ ეს ორნამენტები გამოვიყენე სამკაულში. ოდის ელემენტების გამოყენების იდეა ხალხური რეწვის ასოციაციამ შემომთავაზა, მათ სამეგრელოში ხალხური რეწვის ოსტატებთან ერთად სხვადასხვა პროექტები გააკეთეს, გავიარეთ ტრენინგები და იქ წარმოიშვა იდეა, რომ გამეკეთებინა ჭვირული სამკაული, სადაც გამოყენებული იქნებოდა ძველი ქართული ორნამენტები".

ნაკეთობებს შეკვეთით ამზადებს, თუმცა სახელოსნოში ოდის ორნამენტებით შექმნილი საყურეები და სამაჯური აქვს, რომელიც ერთ-ერთი გამოფენისთვის დაამზადა. ორნამენტების გარდა, სამკაულში იყენებს ასევე ფრესკის მხატვრობას.

"გამოვიყენე ასევე მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობაში ქტიტორის სამოსზე მოცემული ორნამენტიც. წითელი ფრინველები, რომლებიც თექაშია შესრულებული. ეს არის ეკოხელნაკეთთან ერთად გაკეთებული პროექტი სადაც ვერცხლის ნაწილში იყო "გრეხილი", ხოლო "ეკომ" დაამუშავა თექა".

დიზაინერი უახლოეს მომავალში ტყავის ჩანთების დამზადებას გეგმავს, სადაც ასევე გამოყენებული იქნება მეტალის ორნამენტები კულტურული მემკვიდრეობის თემაზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.