საზოგადოება
ბრძოლა სიცოცხლისთვის - გზა ძუძუს კიბოს დასამარცხებლად
FaceBook Twitter
E-mail Print
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება, ამ დიაგნოზით, მაინც ბევრი ქალი იღუპება.

ანამ და ელისომ კიბო დროულად აღმოაჩინეს. თუმცა მის დასამარცხებლად რთული და ხანგრძლივი გზა გაიარეს.

ანას არანაირი ჩივილები არ ჰქონდა, ერთ დღეს, სკრინინგზე მივიდა და მისთვის მოულოდნელად, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

"როცა დიაგნოზი გავიგე, გადამეკეტა სასუნთქი სარქველი, მეგონა ვიხრჩობოდი სტრესისგან. რთული დღე მქონდა, არ მინდოდა მხოლოდ ამაზე მეფიქრა, ამიტომ იმ დღეს ტრენინგიც ჩავატარე. სახლში რომ წამოვედი, ვფიქრობდი, როგორ მიმეწოდებინა ეს ამბავი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, დავსვი ჩემი შვილები, მშობლები და ვუთხარი რომ მაქვს კიბო. არცერთი წუთით არ დამიმალია დიაგნოზი და არც სხვა სიტყვა მიხსენებია მის ნაცვლად. მინდოდა, ხშირად შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რომ კიბო მაქვს და არ უნდა მოვდუნდე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ვიღაც მომსდევდა და გავრბოდი", - გვიყვება ანა.

მის მსგავსად ელისოსაც არაფერი აწუხებდა, ექიმთან რომ მივიდა.

ანა მაზანიშვილი.

"ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, აღქმა ვერ მოვასწარი. უფრო გაკვირვებული ვიყავი ვიდრე შეწუხებული. ვბრაზობდი და მრცხვენოდა იმის გამო, რომ დროულად არ მივედი სკრინინგ ცენტრებში", - ამბობს ელისო.

ელისოს მასტექტომია დასჭირდა. ანას კი ქიმიის მცირე კურსი.

"დაიწყო ბრძოლა, გავიკეთე გამოკვლევები, დავიწყე მკურნალობა, არ იყო ადვილი, მაგრამ შემართება მქონდა საბრძოლო. მახსოვს ფეისბუკზე დავწერე ჩემი ავადმყოფობის შესახებ, და დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე, ამით მინდოდა საკუთარი თავი გამეძლიერებინა და სხვა ქალებიც, რომელთაც კიბოს დიაგნოზი აქვთ", - ამბობს ანა.

კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ქალები დროულად არ მიმართავენ სკრინინგცენტრებს, - ამბობს ანა მაზანიშვილი, "ევროპა დონა საქართველოს" დამფუძნებელი, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებასა და მის დიაგნოსტიკაზე მუშაობს.

"მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება სკრინინგსა და ადრეულ გამოვლინაზე, მართალია ონკოლოგიაში ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საქართველოში კიდევ უფრო უარესი სტატისტიკაა, იმიტომ რომ ადამიანები არ მიდიან დროულად. ის რომ საქართველოში არსებობს სკრინინგ ცენტრი, რომელიც რისკის ჯგუფში მყოფ ქალებს ემსახურება უფასოდ, არის ძალიან კარგი, თუმცა აქ მიმართვანობა არის ძალიან დაბალი. ბევრი ღონისძიება ჩატადა იმისათვის რომ ცნობადობის გასაზრდელად, მაგრამ პრობემა ჯერ კიდევ არსებობს, რადგან წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობა მხოლოდ 5 %ით გაიზარდა", - გვითხრა ანა მაზანიშვილმა.

მისივე თქმით, სკრინინგცენტრებში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 2000 შემთხვევის გამოვლენა ხდება. რეალურად ეს ციფრი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, რადგან რეგიონებში ქალების უმეტესობა სკრინინგცენტრებს არ მიმართავს.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და "ვარდისფერ ოქტომბრად" იწოდება.

ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
20:08 / 03.12.2020
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
11:42 / 30.11.2020
"ასე ჩემო დუდა, გენაცვალე, ვიცი ძალიან მძიმე პირობებში ხარ შენც, მეც,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.