საზოგადოება
85 წლის ამომრჩევლები ზუგდიდიდან [ფოტო/ვიდეო]
თქვენი მომავალი მინდა ავირჩიო, თქვენ რომ უკეთესად იცხოვროთ. მე ბევრი გავიარე და თქვენ რომ იყოთ კარგად, ამისთვის მოვედი აქ, - ამბობს 85 წლის არატო ქაქუთია, რომელიც საარჩევნო უბანზე ჩოხით მივიდა. ამბობს, რომ დღევანდელი დღე დღესასწაულია და ასე ამიტომაც გამოეწყო.

"ძალიან ღირსეული არჩევნები ჩატარდება მგონია დღეს. ხმას იმას მივცემ, თქვენ რომ მოგანიჭებთ ლამაზ ცხოვრებას", - ამბობს ამომრჩეველი.

საარჩევნო უბანზე მივიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85 წლის ეთერ კიკნაძემაც.

"მომავლის იმედით მოვედი, მომავალი უკეთესი რომ გვექნეს. ის არ გვექნეს, რაც ახლა გვჭირს", - უთხრა 85 წლის ქალმა "ლაივპრესს".

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 19 945-მა მოქალაქემ მიიღო. ეს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,1%-ია.

სულ ზუგდიდის ოლქში 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.