საზოგადოება
აკრძალული წვეულებები და უმუშევრად დარჩენილი დიზაინერი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
32 წლის დიზაინერი სოფიო ესართია პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევარი დარჩა. მას შემდეგ რაც აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, წვეულებების ორგანიზატორის და ზუგდიდის ერთ-ერთი დიდი რესტორნის დიზაინერის დატვირთული ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ 3 შვილის დედა მოწყდა საყვარელ საქმეს, იზარალა ფინანსურად.

სოფიო ესართია წლებია მასშტაბური თუ მცირე ზომის ღონისძიებების ორგანიზებაზე და დიზაინზე წარმატებით მუშაობს. ახალაგაზრდა ქალს ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოჰქონდა. დაწყებული ჰქონდა სახელოსნოს მშენებლობაც, თუმცა დაუდგენელი დროით ესეც გადაიდო.

„პანდემიამდე თვეში, დაახლოებით 20-25 ქორწილი მაინც ტარდებოდა. ამ ქორწილების ორგანიზებას და გაფორმებას ვუძღვებოდი მე. გარდა ამისა ვატარებ ხელის მოწერის ცერემონიალს ღია ცის ქვეშ, დაბადიების დღის, ნათლობის და სხვა ტიპის წვეულებებს. რა თქმა უნდა ეს იყო შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო“, - გვიყვება სოფიო.

ახალგაზრდა დიზაინერი შეეცადა პანდემიის ახალი წესებისთვის მოერგო საკუთარი ბიზნესი. ღია ცის ქვეშ, მცირე მასშტაბებზე გათვლილ წვეულებებზე მუშაობს. მიუხედავად ამისა მომხმარებელი მინც ძალინ ცოტაა. ერიდებიან პანდემიისას წვეულებებს, თანაც ზამთრის ცივ დღეებში ღია სივრცეში დღესასწაულის მოწყობა ნაკლებად მოთხოვნადია.

მიუხედავად წინააღმდეგობებისა სიფიო მაინც საკუთარი პროფესიისთ ცდილობს შემოსავლის მიღებას. შეზღუდვების დაწესების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ფოტოსესიებისთვის დეკორაციების მზადებაშიც.

სოფიო ესართია დიზაინის ბიზნესში მხოლოდ ფინანსური მოგების მიზნით არ არის ჩართული. მისთვის ხელსაქმე და დღესასწაულების მოწყობა ჰობი და განტვირთვის საშუალებაა. ამიტომ თავისუფალ დროს საყვარელი საქმით ერთობა. 3 შვილის დედას ახლა უკვე სხვადასხვა დეკორაციების დამზადებაში შვილებიც ეხმარებიან.

„ჩართული ვარ ფოტოსესიებში. კერძოდ კი ვაფორმებ ფოტოსესიებისთვის სივრცეს. გვქვს მოწყობილი ეზო, სადაც მიმდინარეობს ეს ფოტოსესიები. ვაწყობ გარემოს ისე რომ ფოტოგრაფს შევუქმნა ყველნირი პირობა რათა კარგი ფოტოები გადაიღოს.

მიყვარს ჩემი პროფესია და მენატრება ჩემი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან საღამომდე ვმუშაობდი, მენატრება ეს ყველაფერი“, - ამბობს სოფიო ესართია.

ახლა ის საახალწლო დეკორაციების, სათამაშოების და აქსესუარების მზადების პროცესშია, რომელსაც ონლაინ გაყიდის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
20:08 / 03.12.2020
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
11:42 / 30.11.2020
"ასე ჩემო დუდა, გენაცვალე, ვიცი ძალიან მძიმე პირობებში ხარ შენც, მეც,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.