საზოგადოება
ყაჩაღი ქალი სამეგრელოდან, რომელზეც მსოფლიო პრესა წერდა
FaceBook Twitter
E-mail Print
"თითქმის ათ წელზე მეტია, რაც ერთი ქალი ბარბალე დანელიას ასული ქურდობს და ყაღაჩობს. ბარბალა დანელიას ქალი 35-40 წლის იქნება და თავზარს სცემს სოფლელებს, რამდენი თავმომწონე ყმაწვილი ჩამოუხტუნებია ცხენიდან და გაუძარცვავს, რამდენი ავქალობა ჩაუდენია და სასამართლობში ჰქონია მაგრამ ყოველთვის გამომძვრალა და არხეინად დათარეშობს სოფელ-სოფელ, სხვისი ნაშრომის მისათვისებლად", - წერდა მეგრელ მძარცველ ქალზე 1898 წლის 5 სექტემბრის "ცნობის ფურცელი".

მე-19 საუკუნის მძარცველ ქალზე წერდა მაშინდელი უცხოური პრესაც. ქართულ და უცხოურ პრესაში ბარბარე დანელიაზე ცნობები გიგა ქავთარაძემ მოიძია, მეგრულ ენაზე თარგმნა.

"პირველად ბარბარე დანელიაზე ონლაინპლატფორმა ნეტგაზეთზე წავიკითხე სტატია, შევიტყვე, რომ მის შესახებ ცნობები ამერიკულ პრესაში მკვლევარ პავლე ჯაგუნავას მოუძიებია. შემდეგ გივი ქარჩავას დახმარებით, მოვიძიე გაზეთების პდფ ვერსიები, რომელიც ვთარგმნე მეგრულ ენაზე", - უთხრა "ლაივპრესს" გიგა ქავთარაძემ.

"ცნობის ფურცელი"-1898 წლის 5 სექტემბერი.

ის გვიყვება, რომ ცნობილ მეგრელ ქალზე, ქართული და უცხოურ პრესაში ბევრი იწერებოდა, თუმცა უცხოურ პრესაში მისი პერსონა უფრო რომანტიზებული იყო.

ბარბარე დანელია იყო 35-დან 40 წლამდე ლამაზი, ჭკვიანი, მამაცი ქალი, რომელიც მამაკაცების ბანდას მეთაურობდა ქუთაისის გუბერნიაში.

"ქართულ გაზეთებში მას მას მოიხსენიებდნენ ბარაბარე დანელიად, უცხურში ბარბარად, სინამდვილეში, ის ბარბალე დანელია იყო მარტვილის სოფელ ბანძადან. "ცნობის ფურცელში", "ივერია", მას წერდნენ, როგორც "ავქალზე", ყაჩაღზე, მძარცველზე, ადამიანზე, ვინც შიშის ზარს სცემდა სხვებს. უცხოურ გაზეთებში კი ქალთა ემანსიპატორად გვევლინება. წერდნენ, რომ მსოფლიოში ქალთა ემანსიპაცია წინ მიიწევს, და ამისი ერთი მაგალითია ბარბარა დანელია. ასევე უცხოური პრესის მიხედვით, ის თავაზიანად ექცევა მსხვერპლს, ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო, და თუ მსვერპლი წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვება მის ნებას, შესაძლოა მასთან ერთდ ღვინოც კი დალიოს, ცოტა ფულიც დაუტოვოს", - ამბობს გიგა ქავთარაძე.

მისივე თქმით, უცნობია, რამ უბიძგა ქალს სოფელი, სახლ -კარი მიეტოებინა და ტყეში საყაჩაღოდ გასულიყო.

"ქართული წყაროების მიხედვით ის 1898 წელს მოკლეს. მანამდე კი 10 წლის განმავლობაში იყო ბანდიოს მეთაური. ამ ხნის განმავლობაში უამრავჯერ დაუჭერიათ, თუმცა ყოველთვის ახერხებდა თავის დაძვრენას. არის ცნობა, რომ შეყვარებია იმ პოლიციელს, რომელმაც დააკავა, შემდეგ ის მასთან ერთდ გაქცეულა და შეერთებია მის ბანდას. იყო ასევე შემთხვევები, რომ ციხიდანაც გააპარეს. ჰყავდა თუ არა ქმარი, ეს ცნობა არსად შემხვედრია, თუმცა შვილების შესახებ არის ინფორმაცია", - ამბობს გიგა ქავთარაძე.

ჟურნალი "სქანი".

მისივე თქმით, სტატიების გაცნობის შემდეგ მაინც უცნობი რჩება, რამ მიიყვანა ჭკვიანი და ლამაზი ქალი იქამდე, რომ ტყეში ყაჩაღად გავარდნილიყო.

მისი სტატიის სათაურიც ასეთია, - ბარბარე დანელია, ბანდიტების მეთაური ქალი, რუსი ბანდიტი, თუ პატარა ქვეყნის უბედური შვილი.

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "სქანის" მესამე ნომერში, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი"მარგალურ ნინაშ ასოციაციამ" [მეგრული ენის ასოციაციამ] გამოსცა, რომლის დამფუძნებლებიც გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.