არიან თუ არა უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსის გამავრცელებლები
ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან
დღემდე, მეცნიერებს ჯერაც ბევრ კითხვაზე არ აქვთ ერთმნიშვნელოვანი
პასუხი. ერთ-ერთია უსიმპტომო პაციენტები და მათგან ვირუსის
გავრცელების რისკი. ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ "ლაივპრესს"
უთხრა, რომ ამ თემაზე არსებობს კვლევები. კვლევების თანახმად, სრულიად
უსიმპტომო, ძალიან ცოტა პაციენტია. ისინი ნაკლებ გადამდებები არიან.
თუმცა გვხვდებიან მოქალაქეები, ვირუსის მსუბუქი გამოვლინებებით,
როგორიცაა მშრალი ხველა, ყელის მსუბუქი ტკივილი, რომლებიც ხშირად არც
კი აქცევენ ყურადღებას ერთეულ სიმპტომს.
ინფექციონისტის თქმით, ეს ადამიანები არანაკლებ გადამდებები არიან, ვიდრე პაციენტები, ვისთანაც დაავადებას მძიმე განვითარება აქვს. მისივე განმარტებით, ზოგიერთი ფიქრობს, რომ უსიმპტომოა, მაგრამ თუკი საფუძლიანად გამოკითხავ, ცალკეული სიმპტომები მათ შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩნდეს.
რა შეიძლება იყოს ნაკლებდაგამდებობის მიზეზი?
"სიმპტომები რატომ ვითარდება? ვითარდება იმიტომ, რომ ვთქვათ ცხვირ-ხახაში ვირუსი იწყებს რეპლიკაციას, გამრავლებას და შედეგად აზიანებს ლორწოვანს და ამის შემდეგ ვითარდება ყელის ტკივილი, ხველა და ა.შ. თუ ეს ვირუსი არ მრავლდება და არ არის დიდი რაოდენობით, შესაბამისად ის არც სიმპტომებს იწვევს. ამიტომ ითვლება, რომ იმ ადამიანს, ვისაც სიმპტომი არ აქვს, მასთან ვირუსის რეპლიკაცია, გამრავლება ინტენსიურად არ ხდება. შესაბამისად არც გამოყოფა ხდება და ნაკლებად არის გადამდები", - გვითხრა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტი ამბობს, რომ ძირითადად, სრულიად უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც იშვიათია, უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თუმცა, ბავშვების შემთხვევაში შედარებით რთულია დიფერენცირება, უსიმპტომოა თუ არა ის ნამდვილად. კერძოდ, ალექსანადრე გოგინავას თქმით, შესაძლოა პატარებს ჰქონდეთ გარკვეული სიმპტომები, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, მათ ვერ შეძლონ ამ სიმპტომების გადმოცემა.

ალექსანდრე გოგინავა - ფოტო: ანი ცხადაძე
სრულიად უსიმპტომო პაციენტებში ტოვებს თუ არა რაიმე კვალს კორონავირუსი, - ინფექციონისტი განმარტავს, რომ ასეთ მოქალაქეებში არანაირი დაზიანება არ ვითარდება და თუკი განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე უსიმპტომო აღარ არის.
რატომ შეიძლება პაციენტი იყოს სრულიად უსიმპტომო, რაზეა ეს დამოკიდებული, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ეს ბოლომდე ჯერაც არ არის ახსნილი.
"დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე, ვირუსის რაოდენობაზე, რა რაოდენობის ვირუსი შეიჭრება ორგანიზმში. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ერთმნიშვნელოვანი პასუხიც მეცნიერებს ამაზე არ აქვთ", - გვითხრა ინფექციონისტმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განმარტებითაც, პაციენტი მეტად გადამდებია, როცა მას სიმპტომები აქვს და ნაკლებად, როცა უსიმპტომოა:
"გადამდებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ადამიანი ძალიან გადამდებია, როცა სიმპტომები აქვს. ასევე, გადამდებია სანამ სიმპტომები გამოუვლინდება მაქსიმუმ 2 დღით ადრე. გაცილებით ნაკლებად არის გადამდები უსიმპტომო პაციენტი. ის ძირითადად თავისი ოჯახის წევრებს ასნებოვნებს ხოლმე, მაგრამ ისიც გადამდებია".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ვირუსს იშვიათად ავრცელებენ.
ორგანიზაციის წარმომაგენელ მარია ვან კერხოვეს განმარტებით, თავდაპირველად ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ინფიცირებულები, რომლებსაც კორონავირსუსი სიმპტომები არ ჰქონდათ, ვირუსს სწრაფად ავრცელებდნენ. თუმცა დღესფიქრობენ, რომ ასეთი მოქალაქეები ჯანმრთელ ადამიანებს იშვიათად აავადებენ.
"ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს, ჩანს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანის მიერ ვირუსის გადაცემა. გვაქვს ინფორმაცია ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს ძალიან დეტალურად იკვლევენ, მათ შორის ასიმპტომურ შემთხვევებს და ზოგჯერ ვერ პოულობენ ასეთი პირების მიერ ვირუსის გადაცემის ფაქტებს", - აღნიშნა მან.