საოფისე სამუშაოდან შეფ კონდიტერობამდე - თამარ სორდიას „გემრიელი ისტორია“ [ვიდეო]
ტკბილი, მჟავე და ცხარე გემოების კომბინაცია დესერტში,
გემოების მრავალფეროვნება ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოშიც.
თუმცა წლების წინ კულინარის პროფესია ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არ იყო.
ახლის ძიების და სწავლის სურვილმა მიიყვანა აგრარული უნივერსიტეტის ახლადგახსნილ კულინარიის აკადემიაში თამარ სორდია.
ამბობს, რომ არ უყვარდა ტკბილეული და არც ცხობა იტაცებდა ბავშვობიდან, ჰქონდა საოფისე სამსახური კარგი ანაზღაურებით, თუმცა როცა აკადემიაში, იტალიური სამზარეულოს მასტერკლასს დაესწრო, გადაწყვიტა, რომ ეს ის პროფესია, იყო, სადაც თავს რეალიზებულად იგრძნობდა.

"როცა კახა ბენდუქიძემ დააარსა კულინარიული აკადემია აგრარულ უნივერსიტეტში, იმ პერიოდში ბევრი ახალგაზრდისთვის, ვინც მაშინ თავის თავს კულინარიაში ეძებდა, ეს დიდი ბედნიერება იყო.
პირველი მოსწავლე ვიყავი კონდიტერიის ჯგუფში, შემდეგ ვისწავლე მოსკოვში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სტაჟირებას გავდიოდი. ბოლოს 2 წლის წინ სტაჟირება ლონდონში გავიარე. ახლაც ესპანეთის ერთ-ერთ სკოლაში დისტანციურად ვსწავლობ. იმდენად სწრაფად ვითარდება ეს სფერო, რომ მუდმივად თუ არ ისწავლე, არ გამოდის. სულ სწავლობ, აღრმავებ ცოდნას, იმიტომ რომ ახალი ტენდენციები შემოდის, ახალი ტექნოლოგიები", - ამბობს თამარი.
თამარი ამბობს, რომ მუდმივად სწავლობს და თვითონაც ასწავლის კულინარიის აკადემიაში. ასევე აქვს საკონდიტრო სკოლა, სადაც ბევრი მოსწავლე ჰყავს. ამავდროულად, არის სხვადასხვა რესტორნების და საკონდიტროების ბრენდშეფი.
მისივე თქმით, საკონდიტრო მიმართულება კულინარიისგან განსხვავდება, ის უფრო მეტ სიზუსტეს მოითხოვს, რაც თამარს ძალიან მოსწონს.
"საკონდიტრო მიმართულება უფრო ზუსტი მეცნიერებაა, უფრო მეტად უნდა იცოდე ქიმიური რეაქციები, წესები. თუ სამზარეულოში შეგიძლია ექსმპრომტად რაღაც გემრიელი კერძი მოამზადო, საკონდიტროში ასე არ ხდება. აქ მეტი სიზუსტეა საჭირო, უფრო დაგეგმილი მუშაობაა, სიზუსტეს თუ გემოვნებას და ფანტაზიასაც დაამატებ, შეგიძლია ხელოვნების ნიმუში შექმნა".

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კონდიტერები სიახლეებს ეუფლებიან, მაღაზიებში მაინც იშვიათია ახალი ტენდენციით, ევროპული რეცეტებით მომზადებული დესერტები, რასაც კონდიტერი რამდენიმე მიზეზით ხსნის:
"თბილისში უკვე ბევრია ევროპული დესერტები, მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვართ საბჭოთა დროინდელ გემოებს, შედედებულ რძეს, კარაქს, არის დესერტები რომლებიც გვიყვარს და ბავშობიდან ვართ მიჩვეული, ცოტა გვიჭირს ახალი გემოების მიღება.
აქ არის ერთი პრობლემაც, ევროპული დესერტების მომზადება მოითხოვს სხვა ხარისხის პროდუქტებს, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში არ ვაწარმოებთ, რაც პირდაპირ აისახება ნაწარმის კალკულაციაზე, ძვირი ჯდება. ქართული სამზარეულო ძალიან მდიდარია, თუმცა ტბილეული თითქმის არ გვაქვს, ამიტომ საბჭოთა დროინდელი დესერტებია, მე უფრო უპირატესობას ვანიჭებ ევროპულ ხაზს, ტკბილი, მჟავე ცხარე, მიდა რომ შემოვიტანო ახალი გემოები და ვფიქრობთ, რომ საქართველოში საკონდიტროშიც ძალიან ბევრს მივაღწევთ",
თამარ სორდია ამჯერად ზუგდიდში საკონდიტროს გახსნისთვის ემზადება. ამბობს, რომ ექნება როგორც ტრადიციული ნამცხვრები, ასევე ევროპული დესერტები.
სურს, რომ ცოდნა და გამოცდილება აქაც ჩამოიტანოს და მეტ ახალგაზრდას მისცეს ამ სფეროში განვითარების შესაძლებლობა.