ვისთვის გაიხსნა ჩაკეტილი ენგურის ხიდი
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
დე ფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად გახსნა, თუმცა მგზავრებისთვის
რამდენიმე პირობა დააწესა.
საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ, რომლებსაც გალში დაბრუნება სურთ დე ფაქტო რესპუბლიკის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ სამედიცინო დაწესებულებების მიერ 72 საათით ადრე გაცემული ცნობა, რომ კორონავირუსი არ აქვთ.
გადაადგილებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების ნუსხა უცვლელია - ე.წ. „აფხაზური პასპორტი“ ან „ბინადრობის დროებითი მოწმობა“.
გალში დაბრუნება დღეს, 3 დეკემბერს, მგზავრების მხოლოდ ნაწილმა შეძლო. მათ ვისაც კორონავირუსის გამოკვლევის დამადასტურებელი ცნობა ჰქონდა.

„ჩემი ნათესავები მივიდნენ დღეს, ორნი იყვნენ. რამდენიმე საათი იდგნენ, მაგრამ არ გაუშვეს, რადგან არ ჰქონდათ კორონაზე გაკეთებული ტესტის პასუხი. უკან მიაბრუნეს ზუგდიდში. არადა ამ ტესტის ჩატარება ხომ ფასიანია და ვინ შეძლებს ამ ცნობის წარდგენას ეს არ ვიცი“, - ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ლამზირა არონია.
მშობლიურ სოფლებში დაბრუნების მსურველი ხიდის ცალმხირვად გახსნის დღეს ცოტა აღმოჩნდა. მგზავრებისგან კვლავ დაცარიელებული იყო ოკუპირებულ რეგიონთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი, რომელსაც შეზღუდვების დაწესებამდე დღეში ასობით მოქალაქე კვეთდა. ისინი ვინც „საოკუპაციო ხაზთან“ დღეს სახლში დაბრუნების სურვილით მივიდნენ, მგზავრების ნაკლებობას რამდენიმე მიზეზით ხსნიდა.
ამბობენ, რომ გალში ბრუნდებიან მხოლოდ ისინი ვისაც სოფელში მოხუცი მშობლები ან შვილები ჰყავს დატოვებული. დანარჩენები კი სურვილის მიუხედავად „ჩაკეტვის“ შიშით სახლში არ მიდის. გალელებისთვის კვლავ უცნობია 10 თვის წინ ჩაკეტილი ხიდი როდის გაიხსნება და როდის შეძლებენ ორივე მიმართულებით გადაადგილებას.
გალში მიმავალი მგზავრების პარალელურად ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ პენსიონრები, რომლებსაც სოხუმმა პენსიის და სოციალური დახმარების მიღების მიზნით 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ „საზღვრის“ კვეთის უფლება მისცა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით ისინი მოჰყავთ ხიდის მეორე მხარეს, საქართველოს პოლიციასთან სადაც მათ ლიბერთი ბანკის ტრანსპორტი ელოდება. პენსიის მიღებისთანავე ხანდაზმულები უკან მიჰყავთ.

პენსიონრების ამ შესაძლებლობით სარგებლობენ ზუგდიდში მცხოვრები დევნილები, რომლებსაც გალში ამანათის გაგზავნა სუთ. ერთ-ერთი მათგანია დარეჯან გაბისკირია. ის ზუგდიდში მუშაობს, 90 წლის მამა კი გალში იმყოფება. მოხუცი ტრანსპორტირებას ვერ ახრეხებს, ამიტომ მის კუთვნილ პენსიას როგორც მინდობილი პირი შვილი იღებს და ნაცნობი პენსიონრის დახმარებით მამას უგზავნის აუცილებელ მედიკამენტებთან ერთად:
„მითხრეს რომ დღეს გადმოდიან პენსიონრები ჩვენი სოფლიდან და პენსია მინდა მამაჩემს გავუგზავნო. მედიკამენტებს, გალის აფთიაქებში არის, მაგრამ უფრო ძვირად“, - თქვა დარეჯან გაბისკირიამ.
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც მძიმე, შეზღუდული უფლებების პირობებში უწევთ ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების საბაბით, აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი მარტის შუა რიცხვებიდან არის ჩაკეტილი. ეს ხიდი სოხუმის გადაწყვეტილებით, როგორც "ჰუმანიტარული დერეფანი", რამდენჯერმე ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა.
3 დეკემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ კორონავირუსზე 493 მოქალაქე შეამოწმეს. მათგან ვირუსი 112-ს დაუდასტურდა. სულ 6204 გამოვლენილი შემთხვევაა.ჯამში გამოჯანმრთელდა 4183 პირი. 84 პაციენტი გარდაიცვალა.