საზოგადოება
ზუგდიდის ელფები - აქტივისტი ქალები სხვების დასახმარებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გოგოები მძიმე ტომრებს ეზიდებიან. წონიან და დიდ პარკებში ანაწილებენ. პარკებში, საკვებ პროდუქტებთან ერთად, თბილი ტანსაცმელი, ბავშვის სათამაშოები და უამრავი ისეთი ნივთი ნაწილდება, რომელიც მოქალაქეებს სხვების დასახმარებლად მოაქვთ. შემდეგ აქტივისტები, ცაბუნია ვართაგავა და მარიამ სიჭინავა, სხვა მოხალისეებთან ერთად, ამ ტვირთს გაჭირვებული ოჯახებისთვის ანაწილებენ.

"ლოქდაუნის პერიოდში, დაზარალებული მოქალაქეების დახმარება ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის იდეა იყო. თბილისში და ქუთაისში დაიწყო ეს აქციები და გადავწყვიტეთ, რომ ზუგდიდშიც დაგვეორგანიზებინა. იგივე სახელწოდება - ზამთრის მარაგი გამოვიყენეთ, შევქმენით ჯგუფი - ზამთრის მარაგი ზუგდიდი. დავიწყეთ როგორც თანხის შეგროვება, ასევე პროდუქტის. ადამიანებმა მოგვიტანეს თითო ქილა მურაბა, კონსერვი, ტყემლის, პომიდვრის საწებელი, ტანსაცმელი, ვისაც რა შეეძლო გაეზიარებინა, ის მოგვიტანა. ჩვენ ვეხმარებით 21 ოჯახს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს", - ამბობს ცაბუნია.

დასახმარებელ ოჯახთა სია მკაცრად კონფიდენციალურია. პარკებზე, რომელშიც მოხალისეები პროდუქტს ალაგებენ, ქაღალდებია მიკრული ნომრებით. თითოეულ ოჯახს, რომელსაც მოხალისეები დახმარებას მიუტანენ, თავისი ნომერი აქვს მინიჭებული. მათი ვინაობა მხოლოდ აქციის რამდენიმე ორგანიზატორმა იცის.

მოხალისეებს ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებული აქვთ საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც ჩარიცხულ თანხას სხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებენ. სოციალური კამპანიის "ზამთრის მარაგი ზუგდიდის"დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, უკვე შეძლეს ბევრს ოცნებების ასრულებაში დახმარებოდნენ, რის გამოც მათ სიყვარულით ელფებიც შეარქვეს.

გოგოები უმალ იქ ჩნდებიან, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახში, პატარას დაბადების დღე აქვს და ტორტი ენატრება, ან მოზარდი ონლაინგაკვეთილს ვერ ესწრება ტელეფონის არქონის გამო, ან ოჯახი თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშეა დავალიანების გამო.

საახალწლოდ, ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ, პანდემიის გარეშე უმუშევრად დარჩენილ ოჯახს ჩიჩილაკების გაყიდვაში დაეხმარნენ. ოჯახის შესახებ ახალგაზრდებმა "ლაივპრესის" სიუჟეტიდან შეიტყვეს. კამპანიის დაანონსების შემდეგ, ბევრი მსურველი დაუკავშირდა ჩიჩილაკების შესაძენად.

"ყველაფერი, რაც აქ ხდება, არის თითოეული ადამიანის დამსახურება, რომელმაც თუნდაც ერთი თბილი წინდა შემოგვწირა, ან 1 ლარი. ადამიანები თანხას რომ რიცხავენ, მიხდიან ბოდიშს, რომ მეტი ვერ მოახერხეს. ამ ადამიანებს კი მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან თანხის დიდი ნაწილი სწორედ ასე ადამიანებზე მოდის, არა მსხვილ შემომწირველებზე", - ამბობს ცაბუნია.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათი იდეის გარშემო უკვე ბევრი ადამიანი, მათ შორის სრულიად უცნობებიც გაერთიანდნენ.

"არაფრისგან დავიწყეთ. თავიდან, იდეის დონეზე გვქონდა, ვიცოდით, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო. პირველი როცა მოიწერეს, რომ არ შეგვიძლია ფიზიკურად დაგეხმაროთ, ან ტანსაცმელი მოვიტანოთ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვიმყოფები და შემიძლია თანხა ჩავრიცხოო. მაშინ, პირველი გადმორიცხული თანხის შემდეგ მეტი სტიმული მომეცა და მეტად მოტივირებული გავხდი", - ამბობს მარიამი.

ტვირთის შეგროვება და გადანაწილებაშიც ბევრი მოხალისე ჩაერთო. ბევრი მძღოლი აქციის ორგანიზატორებს მანქანით უფასოდ ემსახურება, ან საწვავს სთავაზობს პროდუქტის სოფლებში დასარიგებლად.

"მოხალისები ძირითადად, ფეისბუკის საშუალებით გვიკავშირდებიან. ჯგუფებში ვწერთ, რომ ოფისში ვართ და გვჭირდება დახმარება, რის შემდეგ ადამიანები თავისი სურვილით მოდიან, კონკრეტულად არავის არ ვეძახით, ამ ადამიანებმა იციან, რომ ერთი საერთო მიზანი გვაქვს. შეიძლება ვიღაც მოხალისე, რომელიც აქ მოვა ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყოს, მაგრამ ვიცი რომ რაღაც ერთი კონკრეტული მიზანი გვაქვს და ეს მიზანი ნამდვილად არის კარგი და ვიცი რომ ორივე კარგ საქმეს ვაკეთებთ".

აღმოჩნდა, რომ კამპანიაში ჩართულ მოხალისეთა უმრავლესობა ქალია.

-მძიმეს ეზიდებით და არ გიჭირთ, - ვეკითხები მარიამს.

-მძიმეების ზიდვა? არა, თითქოს ამ დროს ვერ გრძნობ წონას. როცა იცი, რომ სიკეთეს აკეთებ, ტვირთად არ გაწვება. მოტივირებული ხარ, ადრენალინის შეგრძნება გაქვს და ვერ გრძნობ მძიმე წონას, - ამბობს მარიამი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახლის აივანი წიწაკის ფარდით, თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი
მიმზიდველი ადგილია.
14:19 / 11.01.2021
სახლის აივანი წიწაკის ფარდით, თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივი
18:20 / 09.01.2021
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივი
მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა
17:00 / 22.12.2020
მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
20:08 / 03.12.2020
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
ვიდეო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფოტო
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა ზუგდიდში არ გამართულა,
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.