აფხაზური აჯიკის ბიზნესი წიწაკის ფარდის მიღმა [ფოტო]
სახლის აივანი წიწაკის ფარდით, თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი
მიმზიდველი ადგილია.
სახლში, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს, 53 წლის ხათუნა თაკალანძე ცხოვრობს. დისახლისს უკვე ათი წელია რაც სახლში აფხაზური აჯიკის საწარმო აქვს.
მეწარმე ამბობს, რომ მისი პროდუქციის განსაკუთრებულობა სწორედ ამ წიწაკებშია.
ხათუნა გალიდანაა. დევნილობის შემდეგ თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პირველი აჯიკა საცდელად, 10 წლის წინ მეგობრებისთვის მოამზადა. მათი შექების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე ოჯახურ ბიზნესად ექცია.
"ცხოვრება რომ გაჭირდა, დამატებითი შემოსავლის ძიება დავიწყე. ბევრი ვიფიქრე. თავიდან ცოტა გავაკეთე, მეგობრებს დავურიგე საჩუქრად და ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურე. შემდეგ აფხაზეთში წავიღე, ასაკოვან ქალებს, საუკეთესო კულინარებს გავასინჯე. აფხაზეთში ხომ აჯიკის დიდი კულტია. მათაც რომ მოეწონათ, შემდეგ გადავწყვიტე აჯიკის ბიზნესი დამეწყო. პირველი პროდუქცია ადგილობრივ ხილ-ბოსტნის მაღაზიებში გავყიდე. ახლა კი გუდვილში, აგროჰაბის ქსელში, ნიკორაში და თითქმის ყველა დიდ ქსელში იყიდება", - გვიყვება მეწარმე.

ბიზნესში მთელი ოჯახია ჩართული. კვირის განმავლობაში 100-დან 200 კილოგრამამდე აჯიკას ამზადებენ.
მართალია პანდემიამ გაყიდვები შეანელა, მაგრამ მეწარმე ამჟამად პროდუქციის რეალიზაციას ონლაინგაყიდვით ახერხებს.
კარანტინის პერიოდში წიწაკის სანერგეც მოაწყო:
"როცა შენი პროდქუცია ასეთ დიდ ქსელებში იყიდება, ეს წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წიწაკა მქონოდა. ბიძაშვილმა მუხიანში შემომთავაზა ნაკვეთი, სადაც დავრგე 2500 ძირი წიწაკა. პირველად ავიღე ხელში თოხი, მაგრამ ეს საქმეც ნაყოფიერი აღმოჩნდა. არაჩვეულებრივად ნოყიერი მიწა გამოდგა და ჩემი წიწაკით დამზადებული აჯიკაც განსაკუთრებულად გემრიელი".
აჯიკის მომზადებამდე წიწაკას გამოშრობა სჭირდება, ამიტომაც აივანზე ჰფენს ხოლმე:
"ახლაც 500-მდე აცმა მაქვს გამოფენილი. დიდი აივანი მაქვს, მაგრამ ჩემსაზე ყველა არ ეტევა და შემდეგ მეზობლების აივანიც ავითვისე. გამვლელებს ძალიან მოსწონთ, შემოდიან და ფოტოებს იღებენ. პანდემიამდე ბევრი ტურისტი მსტუმრობდა. ტურისტებს რომ ძალიან მოსწონდათ ჩემი პროდუქცია, შემდეგ გადავწყვიტე ლამაზი შეფუთვაც გამეკეთებინა. მეზობლებს ინტერნეტით ვასწავლე კალათების დაწვნა და კალათებში შეფუთულ აჯიკას ვთავაზობდი ტურისტებს".

ონლაინგაყიდვების პარალელურად, ხათუნას ამჟამად, მიწაზე ქართული ნიორი და სხვადასხვა მწვანილი მოჰყავს, რომელიც აჯიკის მომზადებას სჭირდება. აქვს თავისი ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა სახის აჯიკას სთავაზობს.
მეწარმე დარწმუნებულია, რომ პანდემიის დასრულებისთანავე, მისი ბიზნესი სრული დატვირთვით ამუშავდება:
"ძალიან ბევრი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 10 წლის წინ საცდელად მომზადებული ჩემი აფხაზური აჯიკა, განთქმული და წარმატებული გამოდგა".