ვინ როდის შეძლებს კორონავირუსზე აცრას - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს საქართველოში
კორონავირუსზე მოსახლეობის აცრა იწყება. ვინ და როდის აიცრება, იხილეთ
ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვები და პასუხები:
როდის და რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო?
საქართველო ვაქცინას უახლოეს დღებში მიიღებს. ეს იქნება 30 ათასამდე "ფაიზერის" ვაქცინა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, "ფაიზერს" წარმოების კუთხით გარკვეული შეფერხება ჰქონდა, მან ვერ მოახერხა ვერც დასავლელი ქვეყნებისთვის მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რაზეც ხელშეკრულებები დადებული ჰქონდათ. საქართველოს გაგზავნილი აქვს მოთხოვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ლიცენზირებული ვაქცინებზე, როგორიცაა "ფაიზერი", "ასტრაზენეკა".
სავალდებულოა თუ არა ვაქცინის გაკეთება?
საქართველოში უკვე დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.
ვინ აიცრება პირველ რიგში?
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ სწორედ ამ სექტორის მუშაკები არიან, ეს 71 ათას ადამიანს მოიცავს. იგეგმება პირველ ეტაპზე მათი 45% -ის აცრა (46 000 ადამიანი). ასევე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, იქნება გათვალისწინებული. ამ ადამიანთა რაოდენობა მცირეა, სულ რაღაც 2 600 ადამიანი და პირველ ეტაპზე მათ 60%-ს აცრიან. ამავე ეტაპზე, 75 წელს ზემოთ შემდეგ კი 65-დან 75 წლამდე ასაკის პირების აცრა იგეგმება.
მეორე ეტაპზე აიცრებიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, კერძოდ, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. ამ ჯგუფს 180 ათასი ადამიანი მიეკუთვნება, პირველ ეტაპზე კი 108 ათასი უნდა აიცრას.
ასევე აიცრებიან, 55-დან 64 წლამდე პირები, რაც 487, 400 ადამიანია. აიცრება 60%, ანუ 287, 040-ს შეადგენს.
18-დან 54 წლამდე ქრონიკული დავადებების მქონე პირები - 89, 400 ადამიანი, მისი 60% კი 53, 640 ადამიანია.
მესამე ეტაპზე, მოსახლეობის სხვა ჯგუფები აიცრებიან. რაც 1,434, 567-ს შეადგენს, მთავრობის გეგმის მიხედვით, აიცრება ამ რაოდენობის 60%, რაც 860 ათას 740 ადამიანია.
გეგმის მიხედვით, სულ ქვეყანში წლის ბოლომდე 1.7 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას.
აიცრებიან თუ არა ბავშვები?
ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან, ანუ სამიზნე ჯგუფი არის მოზრდილი მოსახლეობა.
აიცრებიან თუ არა ის პირები, ვისაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს?
ვირუსი ვისაც გადატანილი აქვს, მას ვაქცინა მაინც სჭირდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, პერიოდი ვირუსის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე არის სამი თვე.
სად, რომელ ქალაქში ჩატარდება ვაქცინაცია?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობას აცრა საქართველოს 3 დიდ ქალაქში ჩატარდება, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. შერჩეულია 10-მდე კლინიკა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა. პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს. პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან და სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ასაცრელად მივლენ, უნდა დახვდეთ იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ, დაყოვნების სივრცე.
სჭირდება თუ არა აცრილ ადამიანს ნიღაბი?
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განმარტებით, აცრილი ადამიანიც შეიძლება იყოს ვირუსის გადამტანი, ამიტომ მსოფლიოში პანდემიის დასრულებამდე ნიღბის ტარება საჭირო იქნება.
რა არის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები კოვიდ-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ?
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება გქონდეთ გვერდითი მოვლენები, რაც ნორმალური ნიშნებია. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები არის ტკივილი და შეშუპება მკლავში, გარდა ამისა, შეიძლება გქონდეთ სიცხე, შემცივნება, დაღლილობა და თავის ტკივილი. გვერდითი მოვკლენები ქრება რამდენიმე დღეში.