საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ კოვიდ ვაქცინაციის პროცედურებზე - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტეთ, გარკვეული მომზადება დაგჭირდებათ. პირველ რიგში დაჯავშნეთ ვაქცინაციაზე ვიზიტი - თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge-ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 1522 და ოპერატორი დაგეხმარებათ რეგისტრაციაში. დაგჭირდებათ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

რა პროცედურებს გავივლი სამედიცინო დაწესებულებაში?

სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხდდით დანიშნულ დროს, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიარეთ რეგისტრაცია. შემდეგ აცრის კაბინეტში გაივლით კონსულტაციას ექიმთან და შეავსებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელ სპეციალურ კითხვარს.

რას მკითხავს ექიმი ვაქცინაციამდე?

კითხვარი შედგება ძირითადად 11 -12 კითხვისგან, რომელზეც პასუხების მიხედვით შეიძლება ექიმს დამატებით შეკითხვა გაუჩნდეს. ამიტომ ვაქცინაციამდე სასურველია კარგად გაიხსენოთ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია.

ექიმი გკითხავთ:

1. დღეს თავს ცუდად გრძნობ თუ არა, რაიმე ხომ არ გაწუხებთ?

2. გაკეთებული გაქვთ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა?

3. გქონიათ ოდესმე ალერგიული რეაქცია მითითებულ ალერგენებზე: Covid19 ვაქცინის კომპონენტზე, პოლიეთილენგლიკოლის (PEG) ჩათვლით, რომელიც გვხვდება ზოგიერთ მედიკამენტში: პოლისორბატზე; კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის წინა დოზაზე?

4. ოდესდმე გქონიათ თუ არა ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინაზე ან რომელიმე სხვა საინექციო მედიკამენტზე? (იგულისხმება ტკვილგამაყუჩებელი პრეპარატები საინექციო სახით და განსაკუთრებით, ანტიბიოტიკები).

5. ოდესმე გქონიათ თუ არა მწვავე ალერგიული რეაქცია სხვა ალერგენებზე? (საკვებზე, შინაურ ცხოველებზე, განსაკუთრებით ძაღლზე ან კატაზე; გარემო ალერგენებზე ან დასალევ მედიკამენტებზე).

6. ხომ არ მიგიღიათ რომელიმე ვაქცინა ბოლო 14 დღის განმავლობაში? – იგულისხმება ტეტანუსი, ან ტეტანუსის შრატი, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. (კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა აღნიშნული ვაქცინებიდან 2 კვირაში გაკეთდება).

7. ოდესმე გქონიათ თუ არა დადებითი ტესტი Covid19-ზე, ან ექიმმა ხომ არ გითხრათ, რომ გაქვთ Covid19 გადატანილი?

8. მიღებული გაქვთ თუ არა Covid19-ის მკურნალობის პასიური ანტისხეულების თერაპია? – იგულისხმება, თუ ადამიანს კოვიდის პერიოდში გადაუსხეს ახალგამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა.

9. გაქვთ თუ არა სუსტი იმუნური სისტემა, რაც გამოწვეულია აივ ინფექციით, სიმსივნით, ან იღებთ იმუნიტეტის დამაქვეითებელ პრეპარატებს? (რაც ქრონილული დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება).

10. გაქვთ თუ არა სისხლდენისკენ მიდრეკილება ან იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს?

11. ორსულად ხომ არ ხართ?, ან მეძუძური დედა ხომ არ ხართ? თუ თქვენ ფაიზერის ვაქცინით იცრებით, ჩამოთვლილ კითხვებს ემატება კიდევ ერთი - 12 -ე ხომ არ გამოგიყენებიათ ფილერი?(სახის შემავსებლები).


ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით წყვეტს ექიმი, გაგიკეთოთ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან დროებით გადადოს თუ არა პროცესი.

რა არის Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი მოვლენები?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძლო გვერდითი მოვლენები დროებითი და Covid19-ის ინფექციასთან შედარებით გაცილებით მსუბუქია. ის მიანიშნებს, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს. შესაძლოა აღგენიშნებოდეთ შემდეგი მოვლენები: რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, შეწითლება) ინექციის ადგილზე; დაღლილობა, თავის ტკივილი კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).გაითვალისწინეთ, იმ ადამიანების დიდ უმრავლესობას, ვინც აიცრება, შესაძლოა საერთოდ არ გამოუვლინდეს მსგავსი სიმპტომები. თუმცა, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, საჭიროა თუ არა რეკომენდაციების დაცვა?

ნიღბის ტარება, ხელების დაბანა და ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვა აუცილებელია, სანამ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ აიცრება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება, რათა მეცნიერებმა ზუსტად განსაზღვრონ, თუ რამდენად ხანგრძლივია ვაქცინით ან ბუნებრივი გზით მიღებული იმუნიტეტი.

რამდენ ხანს გრძელდება Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედება?

როგორც Covid19, ასევე Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაცის შემდეგ; მეორეს მხრივ, კარგადაა ცნობილი, რომ Covid19- მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში. ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო არჩევანია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების
გადაწყვეტილებით,
19:47 / 20.04.2021
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
18:30 / 19.04.2021
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
11:20 / 14.04.2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.