საზოგადოება
სწრაფი ტესტირება 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად - რა ცვლილებებს ელიან გალელები
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნას და მის ნაცვლად სწრაფი ტესტირების დანერგვას, სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლების და მათი ნათესავების გარდა, არიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისსა და ზუგდიდში.

საზოგადოების მეტი ინტერესი საოკუპაციო ხაზის კვეთისას არსებულმა პრობლემებმა 7 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიპყრო, მას შემდეგ რაც მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მომავალი 4 ადამიანის ცხედარი გამორიყა. ისინი არ იყვნენ პირველი მგზავრები, რომლებიც ენგურმა შეიწირა. ეს გზა საბედისწერო აღმოჩნდა 2020 წლის აგვისტოში პენსიის ასაღებად ზუგდიდში მომავალი 70 წლის მამაკაცისთვისაც. მისი ცხედარი ენგურმა ზუგდიდის სოფელ ორსანტიასთან გამორიყა. იმავე წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ენგური გადმოცურა.

სამოქალაქო აქტივისტების აქცია ზუგდიდში

„არ გვაქვს სხვა გზა. ვის უნდა ასეთ სიცივეში მდინარეში ჩასვლა, თანაც სიცოცხლის ფასად?! არ ვიცი მდინარე წამიღებს, თუ რუსი გამომეკიდება. მოდიხარ და სულ უკან იხედები, გეშინია, ვინმე ხომ არ მომდევსო. ეს არის საშინელება, რომელიც მე ორჯერ გამოვიარე და მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელი წამალი მეყიდა ზუგდიდში. გალის აფთიაქში ყველანაირი წამალი არ იყიდება, თუ არის, ძალიან ძვირია“, - ყვება „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში ოკუპირებულ გალში მცხოვრები ქალი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთოების დაცვის მიზნით არ სურს.

გალელებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, მათ შორის სურსათის, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა 1-2 დღით. 5-დღიანი კარანტინის პირობებში კი ამ სერვისების მიღებას ვერ ახერხებენ. ამასთან ვერ ტოვებენ ოჯახს ყოველდღიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამოც. ამას ემატება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ე.წ. მესაზღვრეები ენგურის ხიდზე ატარებენ, მხოლოდ პენსიონრებს, ავადმყოფებს და სპეციალური საშვის მქონე პირებს. დროებითი საშვი სოხუმში გაიცემა და დაახლოებით 45 ლარამდე ჯდება.

„აფხაზებთან უფრო მოვახერხებთ ჩვენ მოლაპარაკებას. არის იქ იმის შესაძლებლობა, რომ ნაცნობობით, ხან ფულით გაგვიშვან. ეს კარანტინი მოგვაშორონ და თავს ჩვენ თვითონ მივხედავთ“, - ამბობს კიდევ ერთი გალელი რესპონდენტი ანონიმურობის დაცვის პირობით.

მდინარე ენგური. ფოტო: "ლაივპრესი"

ის განაწყენებულია იმაზეც, რომ სანამ მდინარემ ადამიანების სიცოცხლე არ შეიწირა, საზოგადოების ყურადღება გალელებმა ვერ დაიმსახურეს. ახლა თვლის, რომ მოქალაქეების პროტესტის ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდება, რაიმე სხვა გზა შესთავაზოს გალელებს ვირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, ვიდრე ეს 5-დღიანი კარანტინია. მაგალითისთვის ის ალტერნატივად კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების ჩატარებას ასახელებს.

გალელი რესპონდენტის მოსაზრებას იზიარებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. ის „ლაივპრესთან საუბარში აცხადებს, რომ სწრაფი ტესტირების დანერგვა მოქალაქეებისთვის მისაღებია და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია სახელმწიფოსთვისაც, რადგან გაცილებით იაფი დაჯდება ტესტის ჩატარება ვიდრე 1 ადამიანის შენახვაა სასტუმროში 5 დღის განმავლობაში.
შეკითხვაზე, რატომ არ დაინერგა ეს სერვისი, უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ ხედავს გალელების საჭიროებებს და პრობლემის სიმძიმეს:

„ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ გალელებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში იქ ისედაც ზარალდებიან, უჭრიან გზას იმისთვის, რომ გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. სახელმწიფო გალელებს ეპყრობა როგორც უცხოელებს. ფაქტიურად იგივე რეგულაციებით სთხოვს მათ საქართველოსში გადმოსვლას, პირიქით უფრო რთულადაც კი გადმოდიან. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი მხოლოდ პისიარ ტესტით შემოვიდა. მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და აქაც კარგად ჩანს საქართველოს დამოკიდებულება. არანაირი გამართლება ამას არ აქვს და თუ რეალურად ეპიდსიტუაციის კონტროლზეა საუბარი, ეს ხალხი „არალეგალური გზით“ მაინც გადადის და ეს ვერ კონტროლდება“, - გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

ფოტოზე: უჩა ნანუაშვილი

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი მიიჩნევს, რომ ცალკე პრობლეემა ის, რომ ოკუპირებულ გალში არ ხდება სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ახალი აპარატურით მათი აღჭურვა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ადგილზე ამ პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში მოქალაქეები რომელთა უმრავლესობა სწორედ ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ჩამოდის დანარჩენ საქართველოში, საოკუპაციო ხაზს აღარ გადაკვეთს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების კვეთისას დაწესებული რეგულაციების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

13 აპრილს, განმარტება გააკეთა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. მისი სიტყვებით, საბჭო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყველა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მოქმედი რეგულაციების გადახედვაზე, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა.

„გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობის და მათი შუამდგომლობის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა. სხვა, ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით, ასევე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აქვთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლის და უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ენგურში დაღუპულთა გადასვენება საოკუპაციო ხაზზე. ფოტო: "ლაივპრესი"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ 5 დღიანი კარანტინის მოხსნაზე გალელების მოთხოვნასთან დაკავშირებით მუშაობა ახლა არ დაწყებულა და მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული საბოლოოდ. ეს არ არის ჩვენი მხრიდან გადასაწყვეტი გარემოება. ეს არის ოკუპირებულ მხარეს არსებული ვითარებიდან გადასაწყვეტი. ამიტომ მიმდინარეობს კომუნიკაცია ირიბი, პირდაპირი ამ სიტუაციის გამოსაყვანად. სხვადასხვა გზებზე და საშუალებებზე მიმდინარეობს მუშაობა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მდინარე ენგურში ტრაგიკულად გარდაცვლილების ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია. „ლივპრესს“ ამავე მთავრობაში განუცხადეს, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მუშაობას ამ ოჯახების დასახმარებლად.

მდინარე ენგურის სანაპიროზე, ზუგდიდის სოფელ შამგონაში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია. ცხედრები ოკუპირებულ გალში ენგურის ხიდის გავლით გადაადსვენეს და საკუთარ სოფლებში დაკრძალეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა. დე ფაქტო მთავრობა ურჩევს გალელებს, მხოლოდ ენგურის ხიდით ისარგებლონ, რომელიც პანდემიის მიზეზით ერთი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და გადააგილების შესაძლებლობა მოქალაქეების ნაწილს მხოლოდ 2021 წლის თებერვლიდან მიეცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.