საზოგადოება
ტურისტულ ბიზნესში კრიზისის ფონზე ზუგდიდელმა ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმრო გახსნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მაშინ როცა პანდემიის გამო, ტურისტულ ბიზნესში ჩართული პირები მნიშვნელოვან ზარალზე და დახურვის საფრთხეზე საუბრობენ, 27 წლის ირაკლი ჯიქია ამ სფეროში ჩაერთო.

დიდი ხნის სურვილი აისრულა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში საოჯახო სასტუმრო მოაწყო. პროცესში მისი ოჯახის ყველა წევრია ჩართული.

არ აშინებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რადგან დარწმუნებულია, ცოტა ხანში ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და გადაღლილ ადამიანებს სოფელში, მყუდრო გარემოში დასევენება მოუნდებათ. ამ დროისთვის ის სტუმრების მისაღებად უკვე მზად იქნება. საოჯახო სასტუმროში მხოლოდ სამზარეულოს და აბაზანის რემონტია დარჩენილი. საძინებლები, მისაღები ოთახი და ყვავილებით მორთული აივანი, რომელიც სოფლის ეზოს გადაჰყურებს, უკვე მზად არის.

ირაკლი ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის სტუმრის რაიმე განსაკუთრებული ინტერიერით გაოცება. მთავარია მყუდრო და კომფორტული გარემო შესთავაზოს. უნდა მის სივრცეში თავი ყველამ ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

დაგეგმილი აქვს სტუმრები სურვილის მიხედვით ჩართოს სოფლის მეურნეობის სამუშაოებში. მათ შორის მოსავლის მიღების, ასევე პირუტყვის მოვლის პროცესში.

ირაკლის სიტყვებითვე, თუ მისი სტუმრის სურვილი იქნება ძროხასაც მოწველის, ყველსაც ამოიღებს და ხაჭაპურსაც გამოაცხობს.

დამსვენებლებს ძირითადად მეგრულ კერძებს შესთავაზებენ, რომელიც ადგილზე მოწეული პროდუქტებით იქნება დამზადებული.

ირაკლი ამბობს, რომ სწორედ ეს იქნება მისი სასტუმროს მთავარი განმასხვავებელი ხაზი. მთავარ მომხმარებლებად კი სოფლის მოყვარულ ოჯახებს განიხილავს. სწორედ ამიტომ მან ბავშვთა გასართობი სივრცეც მოაწყო.

"კოვიდ სიტუაციამ ძალიან შეგვაფერხა. მზადების პროცესიც იმაზე მეტად გაწელა, ვიდრე გვქონდა წარმოდგენილი. თუმცა ვიცოდით, რომ ოდესმე დამთავრდებოდა. ამიტომ ის ჩანაფიქრი რაც გვქონდა, არცერთი წამით არ გვიფიქრია შეგვეწყვიტა და გავჩერებულიყავით. პირიქით მაქსიმალურად ვცდილობდით საქმე ბოლომდე მიგვეყვანა, რომ როდესაც მორჩება ეს პანდემია და ქვეყანას შეუმსუბუქდება ეს მძიმე პერიოდი, ადამიანებისთვის შეგვექმნა მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტული გარემო, სადაც ისინი იმ ყველაფერს აინაზღაურებდნენ, რაც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში დააკლდათ", - გვეუბნება საოჯახო სასტუმროს ახალგაზრდა მფლობელი.

მან მიზნის მიღწევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამის (ზრდა) ფარგლებში შეძლო.

იგეგმება სასტუმროს ისეთ პოპულარულ ციფრულ პლატფორმებზე განთავსება, როგორებიცაა: ბოოკინგ.ცომ, Aირბნბ და თრიპAდვისორ, რათა მოხდეს მისი პოპულარიზაცია და სეზონზე ტურისტების ნაკადების მოზიდვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული, ინდური და სამხრეთ
აფრიკული შტამები გავრცელდა.
13:19 / 02.06.2021
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული, ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამები გავრცელდა.
სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე
გლეხები
13:29 / 28.05.2021
სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე გლეხები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების
მხრიდან
11:22 / 24.05.2021
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
  სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.