საზოგადოება
COVID-19-ის ვარიანტები და მათი მნიშვნელობა ქვეყნებისა და ადამიანებისათვის
FaceBook Twitter
E-mail Print
რა არის კოვიდ-19 -ის ვარიანტები და რა მნიშვნელობა აქვს მის ცვლილებას ადამიანებისთვის, ამ კითხვებს ჯანმოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხობს.

რატომ იცვლება ვირუსები?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ყველა ვირუსი, მათ შორის კოვიდ19-ის ვირუსიც, იცვლება დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივი ფენომენია. მიუხედავად ამისა, ახალი ვარიანტები კვლავ წარმოადგენენ პანდემიაზე ჩვენი რეაგირებისათვის გამოწვევას. როდესაც ვირუსი მრავლდება ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ხშირად მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყის ვარიანტს.რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, მით მეტად იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ვარიანტი წარმოიშვას, რომელიც უკეთ ადაპტირებულია მის გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული ვარიანტების სელექციის პროცესს ვუწოდებთ ვირუსის ევოლუციას.

რატომ იწვევს კოვიდ 19-ზოგიერთი ვარიანტი მეტ ყურადღებას, ვიდრე დანარჩენები?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან SARS-CoV-2 (COVID-19-ის)  ცვლილებებს 2020 წლის იანვრის შემდეგ. ცვლილებების უმრავლესობას არ აქვს, ან ძალიან მცირე გავლენა აქვს ვირუსის თვისებებზე; ამავე დროს, ცნობილია რომ ზოგიერთი ახდენს გავლენას გადაცემაზე (მაგალითად, ვირუსი შეიძლება უფრო მარტივად ვრცელდებოდეს) ან სიმძიმეზე (მაგალითად, იგი შეიძლება მეტად მძიმე დაავადებას იწვევდეს).
შექმნილია სისტემები განსაკუთრებულად საყურადღებო პოტენციური ვარიანტების განსხვავებული სიგნალების აღმოსაჩენად და მათ შესაფასებლად იმ რისკის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ჯანმო აკვირდება ამ ვარიანტებს მთელ მსოფლიოში.

რომელია ამ მომენტისთვის ყველაზე საყურადღებო ვარიანტები და სად ხდება მათი გავრცელება?

ამჟამად ოთხი (4) ძირითადი ვარიანტია, რომელთა აღმოჩენა და მათზე შემდგომი დაკვირვება ხდება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანაში და რეგიონში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ცირკულირებადი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია SARS-CoV-2 B.1.1.7 ეს ვარიანტი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, ხოლო ახლა იგი ფართოდ გავრცელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. კიდევ მნიშვნელოვანი ვარიანტია აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში.
2021 წლის 11 მაისს, B.1.617 (თავდაპირველად ინდოეთში იდენტიფიცირებული ვარიანტი) ვირუსების ხაზი აგრეთვე დაემატა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადსაღები ვარიანტების კატეგორიათა რიცხვს. 2020 წლის ოქტომბერში მათი პირველი იდენტიფიცირების შემდეგ ვიღებთ ცნობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვარიანტების აღმოჩენის შესახებ, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ინდოეთში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მოსდევს (სადაც B.1.617.2 დასახელდა ვარიანტად, რომელიც სახელმწიფომ საყურადღებოდ გამოაცხადა).

არის ალბათობა, რომ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება? ეს შეშფოთებას იწვევს?

კოვიდ19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება; თუმცა, შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი მომდევნო ვარიანტები, რომლებიც მეტად გადამდები იქნება ან მეტად მძიმე დაავადებას გამოიწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს დახვეწილი დაკვირვების სისტემები აქვთ ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისათვის, მათ გავრცელებაზე დასაკვირვებლად და სიმძიმის შესაფასებლად.

ზუსტად როგორ ხდება ახალი ვარიანტების იდენტიფიცირება და მათზე დაკვირვება?

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს საექსპერტო ლაბორატორიების ქსელთან მსოფლიო მასშტაბით ტესტირებისა და კოვიდ-19 ვირუსის უკეთ შესწავლის მხარდასაჭერად. კვლევითმა ჯგუფებმა მოახდინეს ვირუსის ვარიანტების სეკვენირება, რაც ნიშნავს, რომ მათ "წაიკითხეს" გენომის შემადგენელი გენეტიკური კოდი, და გააზიარეს იგი საჯარო მონაცემთა ბაზებში, მათ შორის "GISAID ინიციატივის" მეშვეობით. ასეთი გლობალური თანამშრომლობა მეცნიერებს საშუალებას აძლევთ მიიღონ წვდომა გლობალურ მონაცემებზე ვირუსსა და მის ცვლილებებზე უკეთ დაკვირვებისათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-CoV-2 გლობალური ლაბორატორიების ქსელი მოიცავს "ვირუსის ევოლუციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს," რომლის მიზანია ახალი მუტაციების სწრაფი აღმოჩენა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შეფასება. მრავალი ქვეყანა აგრეთვე დამოუკიდებლად ატარებს კოვიდ-19-ის ვარიანტების სეკვენირებას და ახდენს ამ მონაცემების გაზიარებას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, რაც ხელს უწყობს გლობალურ დაკვირვებას და რეაგირებას.


ხომ არ ახდენს ვირუსის ცვლილება გავლენას ვაქცინებას ქმედითობაზე?

მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამებში ამჟამად გამოყენებული კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინები სულ მცირე, გარკვეულ დაცვას შექმნიან ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ, რადგან ყველა ეს ვაქცინა გათვლილია ფართო იმუნურ პასუხზე. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი ვარიანტის წინააღმდეგ, შესაძლებელი იქნება ვაქცინის შემადგენლობის ცვლილება ამ ვარიანტებისგან დასაცავად.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს თანამშრომლობას მკვლევარებთან, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან, რომ დაადგინოს, როგორ ზემოქმედებენ ეს ვარიანტები ვირუსის ქცევაზე, მათ შორის როგორია მათი გავლენა ვაქცინების ეფექტურობაზე.

ხომ არ იქონიებს ზეგავლენას ახალი ვარიანტების გავრცელება "ლოკდაუნის" შემსუბუქებასა და საზოგადოებების ხელახლა გახსნაზე?

ვარიანტები - გავრცელებული ფენომენია და თავისთავად საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ეს შეიძლება საშიშიც გახდეს, თუ შეცვლის ვირუსის ქცევას. ამდენად, საჭიროა ასეთ განვითარებაზე მონიტორინგი და მოსახლეობაში ვარიანტების პროგრესზე დაკვირვება მათ შესაკავებლად და გასაკონტროლებლად ყველაზე სათანადო ნაბიჯების გადადგმით. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მათი კონტროლიდან გასვლა.
ეს არ ნიშნავს აუცილებლად შემდგომ "ლოკდაუნს," თუმცა ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ეს ერთ-ერთია ინსტრუმენტთა კომპლექტში საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებასთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული წუხილის გამოწვევი ვარიანტი დაკავშირებულია გადაცემის ზრდასთან.

უნდა ვიმოგზაუროთ უცხოეთში სხვადასხვა ვარიანტის ცირკულირების პირობებში?

ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით, წუხილის გამომწვევი რიგი ვარიანტის პირობებში და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილით კვლავ ვაქცინაციის გარეშე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ უწევს რეკომენდაციას მგზავრობას მხოლოდ არსებითი საჭიროების მიზეზით, როგორიცაა საგანგებო ვითარება, ჰუმანიტარული მოქმედება, არსებითად საჭირო პერსონალის გადაადგილება და ზოგიერთ სატრანსპორტო სექტორში დასაქმებული პირები. დაავადების მქონე და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა, მათ შორის ასაკოვანმა ადამიანებმა და მძიმე ქრონიკული ან თანმდევი დაავადებების მქონე პირებმა თავი უნდა შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში მგზავრობისგან, სადაც ცნობილია დაავადების საზოგადოებაში გავრცელების შესახებ.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ თავი კოვიდ-19-ის ვარიანტით ინფიცირებისგან?

პანდემია არ დასრულდება, სანამ ვაქცინაცია მთელს მსოფლიოში არ წარიმართება. ვაქცინაციის მიმდინარეობს და ამ პერიოდში უნდა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი, შევამციროთ ვირუსით ჩვენი დაინფიცირების რისკი და ვირუსით სხვების დაინფიცირების რისკი. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდებული ზომები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ ზომებს. ეს გულისხმობს ხელის ხშირად დაბანას, ნიღბის ტარებას, სულ მცირე ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვას, ჰაერის კარგ განიავებას და ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავებას. ეს ზომები კარგად მუშაობს ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, ამცირებს ვირუსის გადაცემას და ვირუსის შემდგომი მუტაციის შანსებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისარგებლონ მათთვის შეთავაზებული ვაქცინით, როცა რიგი მოუწევთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მოსალოდნელია, რომ ვირუსის ცირკულირება შემცირდება, რაც ასევე გამოიწვევს მუტაციების შემცირებას.

როგორია ქვეყნებისადმი ჯანმოს რეკომენდაცია ვირუსის ცვლილებასთან დაკავშირებით?

ქვეყნებში უნდა გაიზარდოს SARS-CoV-2-ვარიანტების სეკვენირება და მოხდეს შედეგების წარმოდგენა, რომ გაიზარდოს ჩვენ მიერ მათი გაგება ეფექტური პასუხის შესამუშავებლად.
ჯანმო მოუწოდებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან და სოციალურ ზომებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი აპრობირებული ზომების გაგრძელებისა და გაორმაგებისკენ, ქვეყნებთან მიმართებაში ეს აგრეთვე მოიცავს შემთხვევების ტესტირებას, იზოლირებასა და მკურნალობას, კონტაქტების გამოვლენას და შემთხვევების კონტაქტების კარანტინში მოთავსებას.
მართალია, გადაცემის მაჩვენებლები ამჟამად კვლავ მაღალია, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ კოვიდ-19-ის შემთხვევების კლებას ევროპის რეგიონში. თუმცა, ეს უკვე გავიარეთ: როდესაც მრუდი სწორდება, ნაადრევია სიფხიზლის უგულვებელყოფა, პირიქით, საჭიროა მისი ხარისხის ზრდა, რომ არ მოგვიწიოს "ლოკდაუნის" პირობებში დაბრუნება. თვითკმაყოფილება ამ მხრივ არ არის ჩვენი მეგობარი.

ინტერვიუს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობა ავრცელებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული, ინდური და სამხრეთ
აფრიკული შტამები გავრცელდა.
13:19 / 02.06.2021
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული, ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამები გავრცელდა.
სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე
გლეხები
13:29 / 28.05.2021
სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე გლეხები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების
მხრიდან
11:22 / 24.05.2021
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
  სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.