საზოგადოება
ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვაქცინა ენგურს გაღმა მცხოვრებლებისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეთავაზებიდან თითქმის 2 თვე გავიდა. რა იციან ვაქცინაზე ენგურს გაღმა და სარგებლობენ თუ არა ამ შეთავაზებით, ამ კითხვით "ლაივპრესმა" გალის რამდენიმე მცხოვრებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა. ირკვევა, რომ ცალკე სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა ენგურის გამშვები პუნქტი ვაქცინის მისაღებად, არ არსებობს.

"ხიდზე გადმოსვლა შეგვიძლია, მაგრამ ვაქცინის გაკეთება რომ ზუგდიდში შეგვეძლო, არც ვიცოდით, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, ვინმე ამის გამო წამოვიდეს. არ იციან აქ აცრების შესახებ და არც საუბრობს ამაზე ვინმე", - ამბობს სოფელ ოტობაიას მცხოვრები პენსიონერი.

"მოსახლეობა უმეტესად სკეპტიკურად არის განწყობილი აცრების მიმართ, ჩემ ირგვლივ არავინ მეგულება, ვინც ვაქცინის გასაკეთებლად ზუგდიდში გადავიდა", - უთხრა "ლაივპრესს" გალის რაიონის კიდევ ერთმა მცხოვრებმა.

ოკუპირებული საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი ხათუნა გარგულიაც გვიდასტურებს, რომ მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი აცრების მიმართ, რაც მისი აზრით, მათი არაინფორმირებულობის შედეგია.

"მედპერსონალს აქვს მზაობა რომ აიცრას, მე ამ ეტაპზე ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თუმცა ვაპირებ აცრას. ვაქცინაციის კამპანიის გამო კი ხშირად დაუმსახურებელი შეტევების ობიექტი ვყოფილვარ. ვაქცინაზე ინფორმირებულობა არაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის საკითხში, ამ საინფორმაციო კამპანიაში კი ყველა უნდა ჩაერთოს", - გვეუბნება ხათუნა.

დე-ფაქტო აფხაზეთში 30 აპრილს რუსული ვაქცინა შეიტანეს, თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ "სპუტნიკით" გალში ჯერ არავინ აცრილა.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული რამდენი ადამიანი აცრეს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით ზუგდიდში, უცნობია, რადგან რუხის კლინიკის მენეჯერის, დავით შონიას განცხადებით, ცალკე ასეთი სტატისტიკა არ აწარმოებენ.

"ამ დრომდე ჩვენთან აფხაზეთის 36 მკვიდრია აცრილი, თუმცა აქედან რამდენმა გადმოკვეთა ენგურის ხიდი უცნობია", - ამბობს კლინიკის მენეჯერი.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების იმუნიზაციის შესახებ, უწყების დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ პროცესი ნელა მიდის.

"აფხაზეთში ვაქცინაცია დიდი ხნის წინ გამოცხადდა, როცა ადმინისტრაციული ხაზის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა. აქედან გამომდინარე, მაშინათვე იყო შეთავაზებული რომ ყველას შეეძლო ვაქცინის მიღება, ეს შეთავაზება დღესაც არის, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ არის, არიან ადამიანები, ვინც აიცრნენ, სამწუხაროდ ჯერ ბევრი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტემპი მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მზარდი ტემპი არის მარტო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. სამწუხაროდ, ბევრ სხვა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში არ არის მაღალი მოთხოვნა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ხოლო რა კეთდება აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად, - ეს კითხვა პაატა იმნაძემ უპასუხოდ დატოვა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 30 მარტს მიიღო. 23 აპრილს აცრის კაბინეტი გაიხსნა რუხის კლინიკაში, სადაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განახადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს აცრა რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

ენგურსგაღმა მცხოვრებთა ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ ხელისუფლებამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინი ტესტირებით შეიცვალა.

5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.