საზოგადოება
ტოლერანტული სოფელი სამეგრელოში [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სიმწვანეში ჩაფლული მინდვრები, გზებზე პირუტყვი და მიწაზე მომუშავე გლეხები სამეგრელოში გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი პასტორალი იქნება, რომ არა მუსლიმების ლოცვის ხმა, რომელსაც ქვით ნაგებ შენობამდე მივყავართ, სადაც პარასკევის ტრადიციული ლოცვა სრულდება.

მეჩეთი, რომელიც ხობის სოფელ შავღელეში მდებარეობს, სამეგრელოში ერთადერთია. მუსლიმები აქ 1989 წლიდან ცხოვრობენ, ისინი ქედა, შუახევი და ხულოდან ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ჩამოსახლეს. ეკომიგრანტებმა თავიანთი სალოცავი 2004 წელს შემოწირულებებით ააშენეს.

"ჩვენ მთიანი სოფლებიდან ვართ და თავიდან უცხო იყო აქაურობა - დაბლობი, თუმცა მერე ღმერთის წყალობით შევეჩვიეთ და მივიღეთ ეს ადგილი ჩვენს მამულად და განვაგრძეთ ცხოვრება, დავმეგობრდით, დავმეზობლდით. რა თქმა უნდა ბევრი სიძნელეც იყო, შიმშილი, ომი, უგზოობა, უწყლობა, თუმცა ახლა გზა კეთდება და სკოლაც შენდება", - ამბობს მუსლიმთა სულიერი წინამძღვარი ზურაბ ტარიელაძე.

ის მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ ქრისტიანები ყოველ დღესასწაულზე მათთან მოდიან და ულოცავენ.

"ძალიან პატივს ვცემთ ადგილობრივ ხალხს, ადგილობრივი მთავრობაც ქრისტიანია, ისინი პატივს გვცემენ, ტოლერანტობას იჩენენ ჩვენს მიმართ, რომ ჩვენი რელიგია დაფასდეს, ისინი ყველა დღესასწაულზე მოდიან ჩვენთან და გვილოცავენ, სამლოცველოსთან გზა მოგვიყვანეს, სასაფლაო შემოგვიღობეს, 2 ჰექტარი, ეს პატარა ადგილი არ არის", - ამბობს ზურაბ ტარიელაძე.

მეჩეთიდან 300 მეტრში ეკლესიიის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მუსლიმები ამბობენ, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

"რაც საჭირო იქნება არ დავიშურებთ არაფერს, თუნდაც ერთი აგური რომ იყოს, დავდებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ ილოცონ და ირწმუნონ. ღმერთის გაჩენილ მიწაზე ყველას აქვს უფლება ირწმუნოს და ილოცოს როგორც თვითონ სურს და არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ვინმე ლოცვა", - ამბობს ადგილობრივი გია ქამაშიძე.

ის ჯამეს ეზოში დაკრძალულ მუსლიმთა და ქრისტიანთა საფლავებსაც გვიჩვენებს.

"თუ რამე დახმარებაა საჭირო, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ისინიც ისე იქცევიან როგორც ჩვენ", - ამბობს ადგილობრივი.

განსხვავებული რელიგია არ გვიშლის ერთმანეთის ჭირის და ლხინის გაზიარებაში, -ამბობს სოფელში მერის წარმომადგენელი ხათუნა მანველიძე, რომელიც მართლმადიდებელი ქრიტიანია.

" 7 წელია ამ თანამდებობაზე ვარ და პრობლემა არ მქონია მოსახლეობასთან ურთიერთობაში. აღდგომაზე, ჩემი ოჯახის წევრების შემდეგ პირველი ბატონი ზურაბი (ტარიელაძე) მილოცავს და მეც ასე ვარ ბაირამზე. სხვათაშორის, ბატონი ზურაბის და სოფლის აქტივის იდეა იყო, რომ ეკლესია და მეჩეთი გვერდიგვერდ ყოფილიყო", - ამბობს ხათუნა მანველიძე.

სოფელში ამჟამად 192 კომლი ცხოვრობს. "ბირჟაზე" განსხვავებული რწმენის მქონე მეზობლები ისე იკრიბებიან, როგორც სხვა სოფლებში და ერთმანეთთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ერთ-ერთი, ოლეგ ჯანანაშვილი ქრისტიანია, ამბობს, რომ მუსლიმებთან არაფერი აქვს გასაყოფი.

"ქალი (ცოლი) მუსლიმი მყავს, მაგრამ აღდგომაზე ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავს. აქ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან".

მეზობლები ამბობენ, რომ პატარა კონფლიქტი ყველგან ხდება, თუმცა ის ადვილად გვარდება.

"უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატარ-პატარა კონფლიქტები არ უნდა გამწვავდეს, - ამბობს მუხრან ქათამაძე.

"შეცდომა ყველას მოგვდის, მარტო ღმერთია ერთი შეუცდომელი, მაგრამ ხომ შეიძლება პატარა კონფლიქტზე ერთმანეთის გატანა. ხომ გახსოვთ, ბუკნარის თემა მოხდა, იქ რომ ერთი ადამიანი დაღუპულიყო, წარმოიდგინეთ მართლა კატასტროფული რაღაც დატრიალდებოდა. მაგრამ ჩაერია ჭკვიანი ხალხი და მოგვარდა".

"ბირჟაზე" მყოფი სხვა მუსლიმებიც მას ეთანხმებიან და ამბობენ, რომ იქ სადაც რწმენა და სიყვარულია, მტრობის ადგილი არ არის.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.